ვპირდები ჩემს თავს…


ვპირდები ჩემს თავს!!!

 

ვიქნები ისეთი ძლიერი, რომ  ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს ჩემი გონებრივი და სულიერი სიმშვიდის დარღვევა…

ვისაუბრებ, მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და სიმდიდრეზე, შეძლებისდაგავრად ყველასთან…

ვაგრძნობინებ ყველა ჩემს მეგობარს, რომ მათში არის რაღაც ძალიან საყურადღებო…

ყველაფერს შევხედავ დადებითი კუთხით და ჩემს ოპტიმიზმს გავამართლებ…

ვიფიქრებ, მხოლოდ საუკეთესოზე, ვიმუშავებ მხოლოდ საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის და მუდმივად ვიქნბი მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინში…

ვიქნები ენთუზიაზმით აღსავსე სხვების წარმატების მიმართ ისევე როგოროც, საკუთარი წარმატების მიმართ…

დავივიწყებ წარსულის შეცდომებს და დაჟინებით ვიმოქმედებ, მომავლის დიადი მიზნების მიღწევისათვის…

შევიმოსები ხალისიანი განწყობით და ყოველთვის გავუღიმებ ყოველ ცოცხალ ქმნილებას…

საკუთარი თავის გამხნევებას და წარმატების მიღწევას მოვახმარ იმდენ დროს, რომ სხვების კრიტკისათვის დრო აღარ დამრჩეს…

ვიქნები ბუმბერაზი პრობლემის მიმართ, ძალიან მშვიდი სიბრაზსი მიმართ, ძალიან ძლიერი შიშის მიმართ და ძალიან მხიარული, ამიტომ ნებას არ დავრთავ პრობლემას, რომ მოაღწიოს ჩემამდე…

ყოველთვის დადებითად ვიფიქრებ საკუთარ თავზე, რათა ეს ფაქტი გამოვუცხადო მთელს სამყაროს არა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით, არამედ დიადი ქმედებებით…

ვიცხოვრებ იმ შეგრძნებით, რომ მთელი სამყარო ჩემს მხარეზეა, მანამ სანამ დავრჩები ერთგული ვირწმუნო იმ საუკეთესო გრძნობის რაც ჩემშია…

 

კრისტიან დ. ლარსონი…

ტექსტი ნათარგმნია მისი ორიგინალური ვერსიიდან ჩემს მიერ 2011 წლის 26 იანვარს…

This text is translated  from it’s original version by me  on January 26, 2011…

16 responses to this post.

  1. gasxmebi jer ar dadebula? :)))))))))))))))))))))))))

    პასუხი

  2. Posted by siyvarulovna on იანვარი 26, 2011 at 7:59 PM

    მეგონა შენ დაწერე და მეტი არაა ჩემი მტერი შენ რომ ეგ შეასრულოტქო კომენტარს ვამზადებდი კიტხვის დროს :დ

    ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს – მეტი არაა ჩემი მტერი ეს შეასრულოს :დ

    პასუხი

  3. am wignze adre mec davwere poswik ^^

    პასუხი

  4. შეძლებს, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ძალიან ძნელია… მაგრამ წვალებად ნამდვილად ღირს.

    პასუხი

  5. Posted by ♥ Summer ♥ on იანვარი 27, 2011 at 7:06 PM

    ძაან მაგარია, ეს ყველაფერი თავებში რომ გვქონოდა ადამიანებს ჩაბეჭდილი ახლა ბევრად მაგრები ვიქნებოდით ყველანაირი კუთხით :)) მარგამ მგონი არც ახლაა გვიან, მთავარია ვირწმუნოთ და ყველაფერი შესაძლებელია, მე ამის მჯერა 🙂

    პასუხი

  6. რა მტკიცედ ვკითხულობდი ნეტა გენახათ!

    პასუხი

  7. 😀 ვიქნები რაა უკვე ვაარ ასეთი 100% ჩამოყალიბებული ოპტიმისტი და პოსტიც მაქვს ამაზე.. განსაკუთრებით მესამე, მეოთხე და მეხუთე აბზაცებს ვამართლებ 😀 ნუ დანარჩენები 60-70% რააა 😀 😀 😀

    პასუხი

  8. გამიხარდა ამ ქუოთების წაკითხვა )) secret ფილმიც მიყვარს ))

    პასუხი

დატოვე კომენტარი