მე, ასეთი…


ვიწყებ წერას და არც კი ვიცი კონკრეტულად რა გამოვა, მაგრამ ასეთ დროს როგორც წესი უკეთესი პოსტები იწერება.  ამ ტიპის პოსტების წერა ჩემი მოწოდება არ არის, რადგან ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზოგჯერ ალბათ საჭიროა საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედო, რომ უკეთ შეძლო საკუთარი ნაკლის თუ ღირსების დანახვა, თუმცა ადამიანებს ჩვევაში გვაქვს საკუთარი ნაკლოვანება ნებისმიერ ფასად დავფაროთ ან გავამართლოდ. ამ პოსტით ალბათ პირველად და ამვდროულად უკანასკნელად მსურს დეტალურად დავახასიათო საკუთარი თავი, ეს საინტერესო იქნება მხოლოდ ჩემი ახლო მეგობრებისთვის და მათთვის ვინ ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ან გაღრმავებას გეგმავს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პოსტით შევეცდები აბსოლუტური სიზუსტით გადმოვცე ჩემი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. შევეცდები ზუსტად ისეთი დამინახოთ როგორიც ვარ, თუ თქვენ ანუ ჩემი მეგობრები ჩემში სხვა თვისებებსაც ხედავთ რომელსაც მე ვერ ვამჩნევ, გთხოვთ თავი არ შეიკაოთ და კომენტარის სახით დატოვოთ პოსტის ბოლოს თქვენი მოსაზრება მიუხედავად იმისა, ეს უარყოფით მოსაზრებაა თუ დადებითი. ამ  პოსტის დაწერის სურვილი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ გამიჩინა, ყველა მოვლენა დაკავშირებულია ჩემს მეგობრებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მათთვის როგორი პიროვნება ვარ, ეს როგორც მე ასევე მათ გაუადვილებთ ჩემთან ურთიერთობას. ბუნებრივია ამ პოსტს ყავს რამდენიმე კონკრეტული ადრესატი, მაგრამ მე არ ვაპირებ მათ კონკრეტულად მივმართო, დარწმუნებული ვარ, თავად მიხვდებიან ვისაც ეხება. არც ის იფიქორთ, რომ რომელიმე მათგანზე განაწყენებული ვარ, უბრალოდ მსურს შევახსენო მათ, რა მომწონს, რა მახარებს, რა მიყვარს, რა მაღიზიანებს, რას ვერ ვიტან, რა მეზიზღება, რას ვპატიობ, რას არ ვპატიობ და ზოგადად როგორი პიროვენბაა კახა,🙂 რადგან პოსტი მინდა დეტალური გამოვიდეს, დავიწყებ ჩემი დაბადებიდან და შემდეგ განვაზოგადებ.  დავიბადე 1983 წლის 19 აგვისტოს დილის 5-დან 6 საათამდე მოანაკვეთში, ქ. თბილისში ამჟამად ვარ 27 წლის. ჰოროსკოპით-ლომი, დავიბადე გარეული ღორის წელში, მმართველი პლანეტა მზე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ჰოროსკოპს გარკვეუწილად ვეთანხმები, განსაკუთრებით ჩემი პიროვენბის აღწერის შემთხვევაში, როგორც თვის(ლომის) ასევე წლის (ღორის) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის კლასიკური თვისებები გამაჩნია და ეს თითქმის 100%-იანი სიზუსტით არის აღწერილი ჩემი ყველა ღირსება თუ ნაკლი, ასე, რომ ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი, ეს ხუმრობით რათქმაუნდა, მოკლეთ შევჩერდი იქ , რომ ვარ 27 წლის, ამჟამად არ ვარ თბილისში, ვარ დედისერთა, მყავს დედა, სამწუხაროდ მამა გარდამეცვალა როდესაც ვიყავი 2 წლის, ამ საკითხს რომ ვეხები არ მიყვარს, თუმცა ეს იმ რეალობის ნაწილია რომელსაც ადამიანი ვერ ცვლის. მოკლეთ გადავალ იმაზე, თუ როგორი ბავშვი ვიყავი და როგორი ბავშვობა მქონდა🙂, ამ შემთხვევაში, მოვიშველიებ ჩემი ოჯახის მიერ ჩემს დახასიათებას და გეტყვით იმას, რომ ვიყავი ძალიან სასაცილო, რასაც ჩემი პატარაობის სურათებიც ადასტურებს და ძალიან მშვიდი ბავშვი, მქონდა საკმაოდ კარგი ბავშვობა, ნუ მე ასე ვთვლი, მაგრამ კარგად მახსოვს ის ფაქტი, რომ ყველაფერს დიდი ადამიანივით განვიცდიდი და ისეთ რამეებზე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი,  ახლა რომ მახსენდება მეცინება, რას გავიმწარე ბავშვობათქო, მაგრამ ამას ახლა არაფერი ეშველება🙂, ხო ის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი გამომრჩა რაც ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად ჩემი სანათესაოსთვის დღემდე სასიამოვნო მოგონებად რჩება, ლაპარაკი დავიწყე როცა ვიყავი 9 თვის და თანაც საქმე იმაშია, რომ როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, პირველად არა სიტყვა არამედ წინადადება ვთქვი🙂 რა წინადადება ამას არსებითი მნიშვნეოლობა არ აქვს🙂. დაახლოებით 5 წლის ვიყავი როდესაც კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი, ასეც არის დღეისათვის ექიმი ვარ, რაც ძალიან მიხარია და ვამაყობ. ვიზრდებოდი დედის, ბებიის და მამიდის გარემოცვაში, არცერთი მათგანი არ მაკლებდა არაფერს არც მაშინ და არც დღეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, შეძლებისდაგავარად ვცდილობ მეც გავამართლო მათი იმედები და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. 5 წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო ბაღში მიმიყვანეს, იქვე სახლთან ახლოს, :)) გამიგია, რომ ბავშვთა უმრავლესობა, პირველი რამდენიმე დღე ვერ ეგუება ბაღს და შემდეგ ეჩვევა, თუმცა მე ვერც რამდენიმე დღეში და ვერც 2 კვირაში ვერ შევეგუე ავად სახსენებელ ბაღს და ზუსტად 2 კვირიანი ბრძოლის შემდეგ საოჯახო საბჭოზე გადაწყდა რომ სახლში ვიქნებოდა ბებოსთან ერთად. იმ 2 კვირის მანძილზე, რომელიც ბაღში გავატარე, 2-ჯერ გამოპარვა ვცადე და ვერ მოვახერხე, მესამეჯერ კი სახლის კარებზე, რომ დავაკაკუნე და ჩემებმა კარებთან დამინახეს, მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი ამნისტიის შესახებ. არ ვიცი კონკრეტულად რა არ მომწონდა ბაღში, ალბათ ბევრი ბავშვები, საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ბავშვების უმრავლესობას ვერ ვიტანდა და სახლში მარტო თამაში მერჩივნა, მარტო ყოფნით ნამდვილად არ ვიწყენდი, მქონდა რამდენიმე თამაში, რომელიც არ მბეზრდებოდა და დღესაც კარგად მახსოვს როგორ ვერთობოდი. 6 წლის ასაკში მიმიყვანეს სკოლაში და აი მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა, თავიდან ვერც სკოლას ვეგუებოდი🙂 მაგრამ მე-2 კლასში თავი შედარებით უკეთესად ვიგრძენი, თუმცა უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ სკოლა 11 კლასის ჩათვლით ისე დავამთავრე, რომ ვერ ვიტანდი🙂, მიუხედავად ამისა საუკეთესო მოსწავლე ვიყავი 11 კლასის ჩათვლით, არც იმას დავმალავ, რომ სკოლის ატესტატში ვერცერთ სამიანს და თქვენ წარმოიდგინეთ ვერცერთ ოთხიანის იპოვით🙂 აბსოლუტური ფრიადოსანი ვიყავი და ახლა მიკვირს, როგორ შევძელი, თუმცა უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ ვერ ვიტანდი მათემატიკას, შესაბამისად კარგად ვერ ვსწავლობდი, ამიტომ სკოლის დამთავრების მომენტში, როდესაც მათემატიკის მასწავლებელმა გადახედა ჩემს ნიშნებს სხვა საგნებში, გაეღიმა და ისე დამიწერა ფრიადი, რომ ატესტატის აღებამდე არ ვიცოდი ეს ამბავი🙂 მოკლეთ მგონი სულ საკუთარი თავის ქება გამომდის, მგარმ კრიტიკაზე გადავალ ცოტა მოგვიანებით, ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთში არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, რისთვისაც თავს გავაკრიტიკებ.  სკოლაში სწავლის პერიოდშიც ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მხოლოდ ზერელე მეგობრობით ვიფარგლებოდი, არ მიყვარდა ჩემი კლასელების ნახვა სკოლის გარეთ და შესაბამისად პრაკტიკულად მათთან მეგობრობით არ ვიკლავდი თავს. ასე დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინოზე, და სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გავხდი ძალიან კომუნიკაბელური, ხალისიანი, ძალიან კარგად ვერთობოდი ჩემს კურსელებთან როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ. სწორედ უნივერსიტეტს უკავშირდება ჩემი პირველი საუკეთესო მეგობარი, რომელიც მე-3 კურსზე შემოგვიერთდა, მას შემდეგ ჩვენ მართლაც საუკეთესო მეგობრობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება მუდამ. კონკრეტულად და დეტალურად აღარ გავაგრძელებ ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალის აღწერას, ზოგადი წარმოდგენისთვის ესეც საკმარისი, დანარჩენ საკითხებს რასაც პოსტის დასაწყისში შევეხე ეტაპობრივად განვიხილავ.

ნაამბობიდან გამომდინარე თქვენთვითონ დაასკვნით, რომ არ ვარ განსაკუთრებულად კომუნიკაბელური ადამიანი, მყავს სულ რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, როლებსაც მთლიანად ვენდობი და მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ახლა კი შევეცდები გადმოვცე რას ვაფასებ ადამიანში, რის მიხედვით ვირჩევ მეგობრებს, რა მომწონს მეგობრებთან მიმართებაში, რას ვერ ვეგუები, რის გამო შემიძლია დავკარგო მეგობარი და რა შემიძლია ვაპატიო. გარდა ამისა პარალელურად ავღნიშნავ რას ვთვლი ჩემს დადებით თვისებად და რას უარყოფითად, შევეცდები ვიყო ამომწურავი.

პირადად მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვარ პუნქტუალური და მოწესრიგებული თითქმის ყველაფერში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობრებისადმი მაქვს ძალიან დიდი სიყავრულის და სითბოს შეგრძნება, რაც ძალიან მახარებს, ვარ ძალიან მომთმენი, ხშირ შემთხვევაში  ვცდილობ არ შევიმჩნიო თუ რაიმე მწყინს ან არ მომწონს, სხვა საკითხია ის თუ როგორ გამომოდის ამის დაფარვა. სიმართლე, რომ ვთქვა არ მომწონს  ის ფაქტი, რომ არ მიყვარს წყენის გამოხატვა, იმიტომ, რომ ეს ჩემს მეგობრებს აბნევთ და გონიათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი რიგზეა, თუმცა ამ დროს მე დისკომფორტს განვიცდი. მაქვს ძალაინ მშვიდი ხასიათ, არ ვარ ფეთქებადი ბუნების და ჩემი წყობიდან გამოყვანას სჭირდება ძალიან დიდიხანი და პრაქტიკულად ეს ძალიან იშვიათად ხორციელდება, მაგრამ ვისაც ჩემი წყობიდან გამოსვლა უნახავს, ნამდვილად არ დარჩენიალა ამით აღფრთოვანებული.

ძალიან ვაფასებ ადამიანში, როდესაც მას შეუძლია სითბოს გამოხატვა, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ძალიან თბილი, ზოგჯერ გადაჭარბებულადაც, მაგრამ ასეთი ვარ და არ ვაპირებ ამის შეცვლას, რადგან ეს დადებითი თვისებაა და რაც მთავარია ჩემს მეგობრებს ესმით ჩემი, სამაგიეროდ მეც მიჩნდება სურვილი ჩემდამი საპასუხოდ სითბო გამოხატონ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი ექვსი მეგობრიდან სამს წარმატებით გამოსდის, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ სამს არ შეუძლია, უბრალოდ ყველას ერთნაირად არ გამოსიდის სითბოს გამოხატვა, რაც სავსებით ნორმალურია.

არ დავმალავ იმას, რომ ვარ საკმაოდ ეგოისტი, ეჭვიანი და ალბათ ცოტა მესაკუთრეც.🙂 ნუ ჩემი ეგოისტობა ვლინდება იმაში, რომ მიყვარს როდესაც ჩემი მეგობრები მე უფრო მეტ ყურადღებას მითმობენ ვიდრე სხვებს,  რაც შეეხება ეჭვიანობას, :)) ძალიან არ მსიამოვნებს მეგობრების გაზიარების მომენტი, ანუ ვერ ვიტან იმას, რომ ჩემი მეგობრის სიყავრულში სხვა მეცილება და შესაბამისად მას კონკურენტად აღვიქვამ, შეიძლება ეს ბევრისთვის ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე როგორც ვთქვი ამ პოსტში არ ვაპირებ რაიმეს შეცვალას ან შელამაზებას, ასე რომ მეგობრებო თუ თქვენ იგრძენით, რომ თქვენდამი ვამჟღავნებ: გადამეტებულ ეგოიზმს, მესაკუთრეობას და ვეჭვიანობ თქვენზე, ეს იმას ნიშნავს, რომ  მე თქვენ  ძალიან  მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! სწორედ ეს არის ალბათ უცნაური საქციელის მიზეზი, იმედია შეძლებისდაგვარად გამიგებთ. რადგანაც სითბოზე და სიყვარულის გამოხატვაზე შევჩერდი, ვიტყვი იმას, რომ ჩემი მეგობრისთვის შემიძლია გავაკეთო წარმოუდგენლად ბევრი და მე ეს მეამაყება. გარდა ამისა თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წავსულვარ ძალიან დიდ რისკზე ჩემი მეგობრების გამო, მაგრამ მე ამას არ ვნანობ. პირადად მე , არცერთი ზემოთხსენებული მეგობრისთვის არ მიღალატია და არ მომიტყუებია. სწორედ ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რაც მეზიზღება და უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემს მეგობარს, ამ ორი მიზეზის გამო ორი ჩემთვის ძვირფასი მეგობარი  დავკარგე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდათ ვიყავი ამის გამო, მე მათი პატიება ვერ შევძელი, უბრალოდ არ გამომდის ასეთ დროს პატიება და მე თამაში არ შემიძლია. გარდა ამ ორი მიზეზისა შემიძლია გაპატიოთ ყველაფერი, განურჩევლად ყველაფერი, თან ისე, რომ არც გავიხსენებ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, მე თვითონ ვარ ძალიან ყურადღებიანი, თითოეულ დეტალს ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, ვაკვირდები ჩემი მეგობრის გამომეტყველებას, ღიმილს, ხმის ტემბრს და ამის მიხედვით ვადგენ ხომ ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, ამიტომ ის ფაქტი, რომ რაიმე გამომრჩეს და გამომეპაროს ძალიან იშვიათად ხდება. მინდა ასევე გითხრათ ისიც, რომ თქვენთან თითქმის ყოველთვის ძალიან მხიარული ვარ, ყოვეთვის ვიცინი და ვცდილობ, რომ ხალისიანი განწყობა მუდმივად შევინარჩუნო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც შეიძლება ვიყო ცუდ განწყობაზე, თუმცა ამას თქვენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შენიშნავთ.

არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ჩემს ორ თვისებას , რომელიც ძალიან არ მომწონს და ვცდილობ შევცვალო, იმასაც ვიტყვი, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე ამ თვისებებთან ბრძოლაში. დავიწყებ იქიდან, რომ ვარ ცინიკოსი, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და რათქმაუნდა არა ჩემი მეგობრების მიმართ, ზოგადად ვარ ცინიკოს, ადრე უფრო მქონდა ეს თვისება, მაგრამ ძალიან დიდხანს ვიმუშავე ჩემს თავზე და მიხარია, რომ თითქმის 90%-ით მოვიცილე ეს თვისება.

გარდა ამ დადებითი და უარყოფითი თვისებებისა, რათქმაუნდა სხვა უამრვაი თვისება მაქვს, რომელსაც მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება თქვენი გაღიზიანება ან პირიქით სიმპათია დაიმსახუროს, ამიტომ პირადად მე ძალიან მიჭირს კიდევ განვაგრძო საკუთარი თავის დახასიათება, ესეც , რომ შევძელი ძალიან მიკვირს, ამიტომ, ვინც მიცნნობთ, ვინც თავს ჩემს მეგობრად თვლით და მითუმეტეს ვინც ზემოთ ხსენებულ ექვს პიროვნებაში მოისაზრებით, შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ რა მოგწონთ და რა გაღიზიანებთ ჩემში და შეძლებისდაგვარად კომფორტულს გავხდი თქვენს ურთიერთობას ჩემთან.

მემგონი შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით გადმოვეცი ჩემი სათქმელი, როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ პოსტის დაწერა განაპირობა რამდენიმე მოვლენამ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ მე თქვენდამი, ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენდამი განსაკუთრებულ ეგოიზმს, ყურადღებას ან მესაკუთრისთვის დამახასიათებელ გრძნობას ვამჟღავნებ და თუ შენს ან თქვენს ნათქვამზე ან ნამოქმედარზე შედარებით მკვეთრი რეაქცია მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მე თქვენ ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ      ძალიან     მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!! ან მიყვარხართ მეგობრებო…


20 responses to this post.

  1. Posted by kai bichi on February 7, 2011 at 9:35 am

    ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ სამს არ შეუძლია, უბრალოდ ყველას ერთნაირად არ გამოსიდის სითბოს გამოხატვა

    arc ifiqro dsma :))))

    Reply

  2. Posted by qvismtleli gela on February 7, 2011 at 9:39 am

    bicho =)) gasxmebe dade? :)) bolo surati me ro mogeci is unda dagedo :))))

    Reply

  3. ისევ ჩვეულ ფორმას ინარჩუნებ🙂

    Reply

  4. Kae bichis mezobeli said, dagecvas KURVAZIE :D:D:D:D:D:D:D ria iko, megona anderdzs vkitxulobdi :D:D:D kaee iko momecona😀

    Reply

  5. Posted by kaxas jgufeli avto on February 7, 2011 at 2:28 pm

    kaxa meamayeba am nacers rom vkitxulob da tvalze cremli momdis, vamayob shenit da chvens mier ganvlili gzit.

    Reply

  6. Posted by kaxas ert erti dabalclovani amxanagi 2idan on February 7, 2011 at 2:30 pm

    vaime kaxa mec agvfrtovandi aagnishnuli masalit

    Reply

  7. Ojaxit gikurebt Daniida, gvikvarxart kvelas😀

    Reply

  8. Posted by es yvelaferi farsi iyo on February 7, 2011 at 2:32 pm

    samcuxarod : ((

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: