Archive for the ‘The Secret…’ Category

ვპირდები ჩემს თავს…


ვპირდები ჩემს თავს!!!

 

ვიქნები ისეთი ძლიერი, რომ  ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს ჩემი გონებრივი და სულიერი სიმშვიდის დარღვევა…

ვისაუბრებ, მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და სიმდიდრეზე, შეძლებისდაგავრად ყველასთან…

ვაგრძნობინებ ყველა ჩემს მეგობარს, რომ მათში არის რაღაც ძალიან საყურადღებო…

ყველაფერს შევხედავ დადებითი კუთხით და ჩემს ოპტიმიზმს გავამართლებ…

ვიფიქრებ, მხოლოდ საუკეთესოზე, ვიმუშავებ მხოლოდ საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის და მუდმივად ვიქნბი მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინში…

ვიქნები ენთუზიაზმით აღსავსე სხვების წარმატების მიმართ ისევე როგოროც, საკუთარი წარმატების მიმართ…

დავივიწყებ წარსულის შეცდომებს და დაჟინებით ვიმოქმედებ, მომავლის დიადი მიზნების მიღწევისათვის…

შევიმოსები ხალისიანი განწყობით და ყოველთვის გავუღიმებ ყოველ ცოცხალ ქმნილებას…

საკუთარი თავის გამხნევებას და წარმატების მიღწევას მოვახმარ იმდენ დროს, რომ სხვების კრიტკისათვის დრო აღარ დამრჩეს…

ვიქნები ბუმბერაზი პრობლემის მიმართ, ძალიან მშვიდი სიბრაზსი მიმართ, ძალიან ძლიერი შიშის მიმართ და ძალიან მხიარული, ამიტომ ნებას არ დავრთავ პრობლემას, რომ მოაღწიოს ჩემამდე…

ყოველთვის დადებითად ვიფიქრებ საკუთარ თავზე, რათა ეს ფაქტი გამოვუცხადო მთელს სამყაროს არა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით, არამედ დიადი ქმედებებით…

ვიცხოვრებ იმ შეგრძნებით, რომ მთელი სამყარო ჩემს მხარეზეა, მანამ სანამ დავრჩები ერთგული ვირწმუნო იმ საუკეთესო გრძნობის რაც ჩემშია…

 

კრისტიან დ. ლარსონი…

ტექსტი ნათარგმნია მისი ორიგინალური ვერსიიდან ჩემს მიერ 2011 წლის 26 იანვარს…

This text is translated  from it’s original version by me  on January 26, 2011…