Archive for the ‘sex…’ Category

რა კავშირშია “ფეისბუქის” სტატუსი სექსის არქონასთან… კრიტიკული პოსტი გოგონებს…


ბოლო რამდენიმე დღეა მინდოდა პოსტის დაწერა, ერთობ საჭირობოროტო თემაზე, კერძოდ  ქართულ მენტალიტეტზე რომელიც ეხება  ქორწინებამდე სექსს და ე.წ. ქალიშივილობის ინსტიტუტს, მართალია ამ თემაზე უამრავი პოსტიც მოიძებნება და თემატიკა შესაძლოა ამოწურულადაც მივიჩნიოთ, თუმცა მაინც მსურს ჩემეულ პრიზმაში მოვაქციო რამდენიმე საკითხი.

დღეს 14 თებერვალია, “წმინდა ვალენტინის” ანუ იგივე სიყავრულის დღედ მიჩენეული თარიღი. თავს არ მოგაბეზრებთ და საკუთარ შეხედულებას არ მოაგხვევთ თავზე რა აზრის ვარ უშუალოდ ამ დღესთან დაკავშირებით, იმას კი ნამდვილად არ დავმალავ, რომ ისეთი ძლიერი გრძნობის აღასანიშნავად როგორიც სიყვარულია, რაიმე დღის მიძღვნა ზედმეტად ბანალურად ჟღერს, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ არის აუცილებელი ჩემს შეხედეულებას იზიარებდეთ… ჩემის აზრით, ადამიანი რომელიც არის შეყვარებული ნამდვილად არ უნდა საჭიროებდეს ერთ კონკრეტულ დღეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი 14 თებერვალს შემოიფარგლოს განსაკუთრებული ქმედებებით, მას ამის საშუალება ყოველდღე აქვს, ამიტომ როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რათქმაუნდა თუ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი ყოველგვარი თარიღების გარეშეც უნდა გამოხატონ საკუთარი გრძნობები ერთმანეთის მიმართ. ეს საკმაოდ გრძელი შესავალი, ჩემი პირადი აზრია, ისიც ვიცი, რომ უმეტესობა არ გაიზიარებთ და უფრო მეტიც გამაკრიტიკებთ, ჰოდა სწორედ მათ ეხება ეს პოსტი ვისაც კრიტიკა უყვარს…

გადავალ საქმეზე. მანამდე კი ხაზს გავუსვამ , რომ ეს პოსტი უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, იმედია მაპატიებთ მდედრებო :)…

ბოლო ორი დღეა, ჩემი და ალბათ თქვენი “ფეისბუქის” ე.წ. კედელი აივსო დრამატული სტატუსებით, რომელიც ძირითადად ეხება იმას თუ როგორი დაჩაგრულები არიან გოგონები იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ ფასდებიან მამაკაცთა მხრიდან. არ მინდა კონკრეტულად რომელიმე სტატუსი მოვიყვანო, ზედმეტად, რომ არ ვაწყენონო რომელიმე თქვენთაგანს, მაგრამ ზოგადად აზრს დავაფიქსირებ… უბრალოდ არ მესმის 18-დან  25 წლამდე და ზოგ შემთხვევაში, უფროსი ასაკის ქალებიც როგორ უნდა წუწუნებდეთ იმაზე, რომ სიყვარული გაკლიათ.  თქვენი გულისტკივილი შესაძლოა მეგობარს გაანდოთ, მაგრამ “ფეისბუქის” კედელზე ქვითინით თუ უშველით საკუთარ თავს? თუ დაფიქრებულხართ რა არის სიყვარული? რატომ გიჩნდებათ სურვილი იყოთ შეყვარუბული ან უყვარდეთ ვინმეს? თუ გიფიქრიათ სად გადის ზღვარი სიყვარულის სურვილსა და სექსუალური კონტაქტის სურვილს შორის?

ამ შეკითხვებზე მანდილოსნების უმეტესობა ერთხმად მიპასუხებს, რომ რათქმაუნდა უფიქრიათ და კიდევ დიდხანს იფიქრებენ, მაგრამ დააყოლებენ, რომ მათი უსიყვარულოდ და უსექსოდ დარჩენის მიზეზი არის “სინსილა გასაწყვეტი” მამაკაცები, ჰო, სწორედ მამაკაცები არიან დამნაშავენი იმაში, რომ ქალი საკუთარი უაზრო საქციელის გამო რჩება მარტოსული და ეული და მაინც ეს იმიტომ, რომ “ყველა კაცი უვარგისია”… 🙂 და მაინც სასაცილოა, თუ ყველა კაცი უვარგისია რატომ გინდათ უყვარდეთ მამაკაცს და ყურადგება არ მოაგაკლოთ და თქვენ როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი რას აკეთებთ იმისათვის, რომ საყვარელი მამაკაცი შეინარჩუნოთ, ანუ ასიამოვნოთ? რათქმაუნდა ამ შეკითხვებზე ყველა ქალი მაშინვე იტყვის, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, სასიყვარულო იდილია, რომ შექმნან, მაგრამ რადგან ისევ კაცია დაუნახავი, უმადური, გულქვა და ცივი (ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი ლექსიკონიდან რითიც მამაკაცებს ამკობთ ქალბატონები თუ საქალბატონეები), ქალების მცდელობა მაინც კრახით სრულდება… არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მამაკაცთა მოდგმა უნაკლო და იდეალურად წარმოვაჩინო, რათქმაუნდა მამაკაცებიც არიან დამნაშავენი ბევრ რამეში, მე ცოტა მოგვიანებით მხოლოდ ერთ მიზეზს დავასახელებ რაშიც კონკრეტულად ქართველ მამაკაცთა ჯერ კიდევ 60-70%-ი დამნაშავეა ქართველ ქალთან მიმართებაში, მაგრამ იმედი მაქვს შეძლებისდაგავარად მალე მოგვარდება ეს პრობლემა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამის ტენდეცია უკვე შეინიშნება.

ვუბრუნდები ახალგაზრდა თაობის გოგონებს  მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ: რადგან თქვენი ასაკი არ აღემატება 40 წელს, თქვენ რეალურად ვერ გექნებათ სიყვარულის, როგორც ამ კონკრეტული გრძნობის ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, დიახ ხაზს ვუსვამ “მოთხოვნილება” ერთ-ერთი ამერიკული ფსიქოლოგიური საზოგადოების მკვლევარებმა ჩაატარეს  გამოკვლევა და დაადგინეს , რომ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ქორწინებამდე სექსი  უმეტესად მიუღებელია და სადაც მანდილოსნების  ვაგინაზე გადაკრულ 5-დან 10სმ-მდე  საქალწულე აპკს ბრილიანტის ფასი ადევს(მაპატიეთ გამოხატვის თავისუფლება) მანდილოსნების უმეტესოაბა სექსის უქონლობასა და სიყვარულის უქონლობას ერთმანეთთან აიგივებს. ასე, რომ ქალბატონებო, თუ თქვენ ხართ 30 წლამდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებით საქალწულე აპკს, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ სიყვარული კი არა უპირველესად სექსი გაკლიათ. ამიტომ, ნუ დააბრალებთ მამაკაცებს იმას, რომ ისინი არიან უვარგისები, რათქმაუნდა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბევრი თქვენგანი სიამოვნებით გამიხეთქავდა თავს, მაგრამ უნდა აიტანოთ სიმართლე, ნუ თუ მაინცდამაინც ცივი წყალი შეიპკურეთ, გამოგიყვანთ მდგომარეობიდან და მეც ცოტას დაგამშვიდებთ, სწორედ ახლა დავწერ იმას რაშიც ქართველ მამაკაცთა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ უმრავლესობას არ ვეთანხმები. მამაკაცებო, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, ნამდვილად ასე ძვირფასია თუ არა საქალწულე აპკი?  ნამდვილად ღირს თუ არა ქალმა შეინახოს თავი უმწიკვლოდ მანამ სანამ არ გათხოვდება? თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე გეტყვით, რომ ჩემთვის გოგონა ქალიშვილი იქნება თუ არა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არ იფიქროდ, რომ მანდილოსნის მორალურ მხარეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ეს არ მიგულისხმია, არც იმის მომხრე ვარ, რომ გოგო რომელიც ცოლად გსურთ მოიყვანოთ მაპატიეთ და ათას ყ….ზე გადამხტარი უნდა იყოს, მე უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ქალსაც აქვს უფლება ჰქონდეს სექსუალური მოთხოვნილება და თუ მას სექსი ქონდა სხვა კაცთან ქორწინებამდე, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, რომ მის ღირსებას და მორალურობას ხაზი გადავუსვათ. ის ფაქტი, რომ გოგონა არ არის ქალიშვილი არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოზია, ასეთ აზროვნება ერთ უჯრედიანობამდე დადის. ჩემთვის პირადად იმაზე დიდი ბოზობა არ არსებობს, როდესაც კაცი მოიყვანს ქალს ცოლად და პირველი ღამის შემდეგ გაბადრული სახით გამოვა საძინებლიდან და სიამაყით განაცხადებს, რომ მისი ცოლი ქალიშვილი იყო, მაგრამ სინამდვილეში გოგონას გარდა ვაგინალური ხვრელისა ორალური და ანალური ხვრელები გაცვეთილი აქვს ჰო, მაპატიეთ, მაგრამ ეს დღევანდელი ქართული რეალობაა, ან კიდევ უკეთეს შემთხვევაში საქალწულე აპკი ჰქონდა გამოკერილი :)აქ დავამთავრებ მამაკაცთა კრიტიკას, ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამდეროვედ მოაზროვნე ბიჭისთვის ეს პრობლემა წარსულში დარჩა, ასე გაგრძელდება  და საბოლოოდ ცივილურ სახეს მიიღებს საზოგადოება.

მაგრამ მანამ ისევ თქვენ გიბრუნდებით გოგონებო,  “ფეისბუქის” კედელზე მოთქმა-გლოვა-გოდებას, სჯობს თანამედროვე აზროვნებაზე გადახვიდეთ, ნუ მოითხოვთ, რომ ბიჭმა ცოლად უნდა მოგიყვანოთ აუცილებლად მასთან, რომ სექსი იქონიოთ, ნუ დაუსიებთ მამაკაცებს ყვერებს, (მაპატიეთ პირდაპირობისთვის) და ნუ დაისველებთ თქვენც დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს ზედემეტი აგზნებისგან, ექიმი ვარ და დამიჯერეთ ეს საკამოდ დიდ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს ორგანიზმს… ამიტომ, იყავით შედარებით თავისუფლები, დასძლიეთ კომპლექსები და იყოლიეთ სექს-პარტნიორი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიადვილებთ ცხოვრებას :), ამის შემდეგ სიყვარულის დღეს და ზოგადად სიყვარულს, ნამდვილად განსხვავებულ პრიზმაში დაინახავთ :), შესაბამისად “ფეისბუქის” კედელებიც აივსება, სასიხარულო სტატუსებით და მიხვდებით, რომ თქვენ სიყვარული მოთხოვნილება კი არა სექსის მოთხოვნილება გქონიათ, რომელიც ძალიან მარტივად მოგვარებადია.

პოსტის ბოლოს მინდა კვლავ დავუბრინდე ამერიკულ ფსიგოლოგთა საზოგადოებას და გითხრათ, მკვლევარების თანახმად, როგორც მანდილოსანს, ასევე მამაკაცს, სივარულის როგორც გრძნობის მიმართ მოთხოვნილება უჩნედება 40 წლის ასაკიდან, მაშინ როდესაც სექსუალური ვნებები მეორე პლანზე გადადის და თავს იჩენს ოჯახის და შვილის ყოლის სურვილი :)…  ასე, რომ დაფიქრდით რა უფრო უკეთესია, გქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება და მიიღოთ ყველაფერი თავის დროზე, თუ გათხოვდეთ 16 წლის ასაკში სექსის სურვილის გამო  და 2 თვეში დაანგრიოთ ოჯახი, სამაგიეროდ განქორწინებულის სახელი გექნებათ 🙂 თუმცა დამავიწყდა თქვენ  ხომ სახელს უფრტხილდებით… 🙂

მოკლეთ, მე შევეცადე ჩემი პოზიცია გამომეხატა და პოსტის დასასრულს მსურს მოკლეთ შევეხო გოგონების იმ კატეგორიას, რომელებიც “ფეისბუქის” კედელს მოთქმა-გოდებისთვის იყენებს და მათ შორის გამოვყო ფრიად საინტერესი ფენოტიპი, ანუ მრავლად არსებობენ გოგონები, რომლებიც ე.წ. მდარე ხარისხის ინტრიგის გამოწვევის მიზნით “ფეისბუქის” კედელზე დადებენ სტატუსს, მაგალითად ასეთს :  ” დამთავრდა”……      “ამას რა მომაფიქრებდა”……    “ნაძირალაა”….. “ასე რატომ მომექეცი”….. და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ საბაბი იმისა, რომ გამოიწვიონ ინტერესი და მეგობრების მხრიდან მიიღონ დამამშვიდებელი  ფრაზები:)) მე ასეთ გოგონებთან შეკითხვეა მაქვს: უკაცრავად მაგრამ მაზოხისტები ხართ? :))) არ გიფიქრიათ, რომ თქვენც სექსი გინდათ და ისეთი აზრობრივი დეგრადაცია განიცადეთ, რომ საკუთარი ტყუილის თვითონვე  გჯერათ?  არადა გამოსავალი ასე მარტივად ხელმისაწვდომია და ბიჭებს უბეებში უდევთ…:)) ხოდა გამოიყენეეთ და ნუ გადაგვარდებით :))…

ველი თქვენს “ფეისბუქზე” სასიყვარულო, რომანტიულ და სექსუალურ სტატუსებს….

პატივისცემით კახა….     (პოსტს ვუძღვნი ჩემს მეგობარს, რომელიც ვიცი, რომ ძალიან იხალისებს) ამიტომ თქვენც გაერთეთ და შეეცადეთ მსუბუქად და ამავდროულად სერიოზულად აღიქვად რაც წაიკითხეთ!!!….