დაცული: უსათაურო…


ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

რა კავშირშია “ფეისბუქის” სტატუსი სექსის არქონასთან… კრიტიკული პოსტი გოგონებს…


ბოლო რამდენიმე დღეა მინდოდა პოსტის დაწერა, ერთობ საჭირობოროტო თემაზე, კერძოდ  ქართულ მენტალიტეტზე რომელიც ეხება  ქორწინებამდე სექსს და ე.წ. ქალიშივილობის ინსტიტუტს, მართალია ამ თემაზე უამრავი პოსტიც მოიძებნება და თემატიკა შესაძლოა ამოწურულადაც მივიჩნიოთ, თუმცა მაინც მსურს ჩემეულ პრიზმაში მოვაქციო რამდენიმე საკითხი.

დღეს 14 თებერვალია, “წმინდა ვალენტინის” ანუ იგივე სიყავრულის დღედ მიჩენეული თარიღი. თავს არ მოგაბეზრებთ და საკუთარ შეხედულებას არ მოაგხვევთ თავზე რა აზრის ვარ უშუალოდ ამ დღესთან დაკავშირებით, იმას კი ნამდვილად არ დავმალავ, რომ ისეთი ძლიერი გრძნობის აღასანიშნავად როგორიც სიყვარულია, რაიმე დღის მიძღვნა ზედმეტად ბანალურად ჟღერს, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ არის აუცილებელი ჩემს შეხედეულებას იზიარებდეთ… ჩემის აზრით, ადამიანი რომელიც არის შეყვარებული ნამდვილად არ უნდა საჭიროებდეს ერთ კონკრეტულ დღეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი 14 თებერვალს შემოიფარგლოს განსაკუთრებული ქმედებებით, მას ამის საშუალება ყოველდღე აქვს, ამიტომ როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რათქმაუნდა თუ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი ყოველგვარი თარიღების გარეშეც უნდა გამოხატონ საკუთარი გრძნობები ერთმანეთის მიმართ. ეს საკმაოდ გრძელი შესავალი, ჩემი პირადი აზრია, ისიც ვიცი, რომ უმეტესობა არ გაიზიარებთ და უფრო მეტიც გამაკრიტიკებთ, ჰოდა სწორედ მათ ეხება ეს პოსტი ვისაც კრიტიკა უყვარს…

გადავალ საქმეზე. მანამდე კი ხაზს გავუსვამ , რომ ეს პოსტი უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, იმედია მაპატიებთ მდედრებო :)…

ბოლო ორი დღეა, ჩემი და ალბათ თქვენი “ფეისბუქის” ე.წ. კედელი აივსო დრამატული სტატუსებით, რომელიც ძირითადად ეხება იმას თუ როგორი დაჩაგრულები არიან გოგონები იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ ფასდებიან მამაკაცთა მხრიდან. არ მინდა კონკრეტულად რომელიმე სტატუსი მოვიყვანო, ზედმეტად, რომ არ ვაწყენონო რომელიმე თქვენთაგანს, მაგრამ ზოგადად აზრს დავაფიქსირებ… უბრალოდ არ მესმის 18-დან  25 წლამდე და ზოგ შემთხვევაში, უფროსი ასაკის ქალებიც როგორ უნდა წუწუნებდეთ იმაზე, რომ სიყვარული გაკლიათ.  თქვენი გულისტკივილი შესაძლოა მეგობარს გაანდოთ, მაგრამ “ფეისბუქის” კედელზე ქვითინით თუ უშველით საკუთარ თავს? თუ დაფიქრებულხართ რა არის სიყვარული? რატომ გიჩნდებათ სურვილი იყოთ შეყვარუბული ან უყვარდეთ ვინმეს? თუ გიფიქრიათ სად გადის ზღვარი სიყვარულის სურვილსა და სექსუალური კონტაქტის სურვილს შორის?

ამ შეკითხვებზე მანდილოსნების უმეტესობა ერთხმად მიპასუხებს, რომ რათქმაუნდა უფიქრიათ და კიდევ დიდხანს იფიქრებენ, მაგრამ დააყოლებენ, რომ მათი უსიყვარულოდ და უსექსოდ დარჩენის მიზეზი არის “სინსილა გასაწყვეტი” მამაკაცები, ჰო, სწორედ მამაკაცები არიან დამნაშავენი იმაში, რომ ქალი საკუთარი უაზრო საქციელის გამო რჩება მარტოსული და ეული და მაინც ეს იმიტომ, რომ “ყველა კაცი უვარგისია”… 🙂 და მაინც სასაცილოა, თუ ყველა კაცი უვარგისია რატომ გინდათ უყვარდეთ მამაკაცს და ყურადგება არ მოაგაკლოთ და თქვენ როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი რას აკეთებთ იმისათვის, რომ საყვარელი მამაკაცი შეინარჩუნოთ, ანუ ასიამოვნოთ? რათქმაუნდა ამ შეკითხვებზე ყველა ქალი მაშინვე იტყვის, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, სასიყვარულო იდილია, რომ შექმნან, მაგრამ რადგან ისევ კაცია დაუნახავი, უმადური, გულქვა და ცივი (ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი ლექსიკონიდან რითიც მამაკაცებს ამკობთ ქალბატონები თუ საქალბატონეები), ქალების მცდელობა მაინც კრახით სრულდება… არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მამაკაცთა მოდგმა უნაკლო და იდეალურად წარმოვაჩინო, რათქმაუნდა მამაკაცებიც არიან დამნაშავენი ბევრ რამეში, მე ცოტა მოგვიანებით მხოლოდ ერთ მიზეზს დავასახელებ რაშიც კონკრეტულად ქართველ მამაკაცთა ჯერ კიდევ 60-70%-ი დამნაშავეა ქართველ ქალთან მიმართებაში, მაგრამ იმედი მაქვს შეძლებისდაგავარად მალე მოგვარდება ეს პრობლემა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამის ტენდეცია უკვე შეინიშნება.

ვუბრუნდები ახალგაზრდა თაობის გოგონებს  მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ: რადგან თქვენი ასაკი არ აღემატება 40 წელს, თქვენ რეალურად ვერ გექნებათ სიყვარულის, როგორც ამ კონკრეტული გრძნობის ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, დიახ ხაზს ვუსვამ “მოთხოვნილება” ერთ-ერთი ამერიკული ფსიქოლოგიური საზოგადოების მკვლევარებმა ჩაატარეს  გამოკვლევა და დაადგინეს , რომ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ქორწინებამდე სექსი  უმეტესად მიუღებელია და სადაც მანდილოსნების  ვაგინაზე გადაკრულ 5-დან 10სმ-მდე  საქალწულე აპკს ბრილიანტის ფასი ადევს(მაპატიეთ გამოხატვის თავისუფლება) მანდილოსნების უმეტესოაბა სექსის უქონლობასა და სიყვარულის უქონლობას ერთმანეთთან აიგივებს. ასე, რომ ქალბატონებო, თუ თქვენ ხართ 30 წლამდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებით საქალწულე აპკს, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ სიყვარული კი არა უპირველესად სექსი გაკლიათ. ამიტომ, ნუ დააბრალებთ მამაკაცებს იმას, რომ ისინი არიან უვარგისები, რათქმაუნდა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბევრი თქვენგანი სიამოვნებით გამიხეთქავდა თავს, მაგრამ უნდა აიტანოთ სიმართლე, ნუ თუ მაინცდამაინც ცივი წყალი შეიპკურეთ, გამოგიყვანთ მდგომარეობიდან და მეც ცოტას დაგამშვიდებთ, სწორედ ახლა დავწერ იმას რაშიც ქართველ მამაკაცთა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ უმრავლესობას არ ვეთანხმები. მამაკაცებო, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, ნამდვილად ასე ძვირფასია თუ არა საქალწულე აპკი?  ნამდვილად ღირს თუ არა ქალმა შეინახოს თავი უმწიკვლოდ მანამ სანამ არ გათხოვდება? თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე გეტყვით, რომ ჩემთვის გოგონა ქალიშვილი იქნება თუ არა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არ იფიქროდ, რომ მანდილოსნის მორალურ მხარეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ეს არ მიგულისხმია, არც იმის მომხრე ვარ, რომ გოგო რომელიც ცოლად გსურთ მოიყვანოთ მაპატიეთ და ათას ყ….ზე გადამხტარი უნდა იყოს, მე უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ქალსაც აქვს უფლება ჰქონდეს სექსუალური მოთხოვნილება და თუ მას სექსი ქონდა სხვა კაცთან ქორწინებამდე, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, რომ მის ღირსებას და მორალურობას ხაზი გადავუსვათ. ის ფაქტი, რომ გოგონა არ არის ქალიშვილი არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოზია, ასეთ აზროვნება ერთ უჯრედიანობამდე დადის. ჩემთვის პირადად იმაზე დიდი ბოზობა არ არსებობს, როდესაც კაცი მოიყვანს ქალს ცოლად და პირველი ღამის შემდეგ გაბადრული სახით გამოვა საძინებლიდან და სიამაყით განაცხადებს, რომ მისი ცოლი ქალიშვილი იყო, მაგრამ სინამდვილეში გოგონას გარდა ვაგინალური ხვრელისა ორალური და ანალური ხვრელები გაცვეთილი აქვს ჰო, მაპატიეთ, მაგრამ ეს დღევანდელი ქართული რეალობაა, ან კიდევ უკეთეს შემთხვევაში საქალწულე აპკი ჰქონდა გამოკერილი :)აქ დავამთავრებ მამაკაცთა კრიტიკას, ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამდეროვედ მოაზროვნე ბიჭისთვის ეს პრობლემა წარსულში დარჩა, ასე გაგრძელდება  და საბოლოოდ ცივილურ სახეს მიიღებს საზოგადოება.

მაგრამ მანამ ისევ თქვენ გიბრუნდებით გოგონებო,  “ფეისბუქის” კედელზე მოთქმა-გლოვა-გოდებას, სჯობს თანამედროვე აზროვნებაზე გადახვიდეთ, ნუ მოითხოვთ, რომ ბიჭმა ცოლად უნდა მოგიყვანოთ აუცილებლად მასთან, რომ სექსი იქონიოთ, ნუ დაუსიებთ მამაკაცებს ყვერებს, (მაპატიეთ პირდაპირობისთვის) და ნუ დაისველებთ თქვენც დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს ზედემეტი აგზნებისგან, ექიმი ვარ და დამიჯერეთ ეს საკამოდ დიდ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს ორგანიზმს… ამიტომ, იყავით შედარებით თავისუფლები, დასძლიეთ კომპლექსები და იყოლიეთ სექს-პარტნიორი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიადვილებთ ცხოვრებას :), ამის შემდეგ სიყვარულის დღეს და ზოგადად სიყვარულს, ნამდვილად განსხვავებულ პრიზმაში დაინახავთ :), შესაბამისად “ფეისბუქის” კედელებიც აივსება, სასიხარულო სტატუსებით და მიხვდებით, რომ თქვენ სიყვარული მოთხოვნილება კი არა სექსის მოთხოვნილება გქონიათ, რომელიც ძალიან მარტივად მოგვარებადია.

პოსტის ბოლოს მინდა კვლავ დავუბრინდე ამერიკულ ფსიგოლოგთა საზოგადოებას და გითხრათ, მკვლევარების თანახმად, როგორც მანდილოსანს, ასევე მამაკაცს, სივარულის როგორც გრძნობის მიმართ მოთხოვნილება უჩნედება 40 წლის ასაკიდან, მაშინ როდესაც სექსუალური ვნებები მეორე პლანზე გადადის და თავს იჩენს ოჯახის და შვილის ყოლის სურვილი :)…  ასე, რომ დაფიქრდით რა უფრო უკეთესია, გქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება და მიიღოთ ყველაფერი თავის დროზე, თუ გათხოვდეთ 16 წლის ასაკში სექსის სურვილის გამო  და 2 თვეში დაანგრიოთ ოჯახი, სამაგიეროდ განქორწინებულის სახელი გექნებათ 🙂 თუმცა დამავიწყდა თქვენ  ხომ სახელს უფრტხილდებით… 🙂

მოკლეთ, მე შევეცადე ჩემი პოზიცია გამომეხატა და პოსტის დასასრულს მსურს მოკლეთ შევეხო გოგონების იმ კატეგორიას, რომელებიც “ფეისბუქის” კედელს მოთქმა-გოდებისთვის იყენებს და მათ შორის გამოვყო ფრიად საინტერესი ფენოტიპი, ანუ მრავლად არსებობენ გოგონები, რომლებიც ე.წ. მდარე ხარისხის ინტრიგის გამოწვევის მიზნით “ფეისბუქის” კედელზე დადებენ სტატუსს, მაგალითად ასეთს :  ” დამთავრდა”……      “ამას რა მომაფიქრებდა”……    “ნაძირალაა”….. “ასე რატომ მომექეცი”….. და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ საბაბი იმისა, რომ გამოიწვიონ ინტერესი და მეგობრების მხრიდან მიიღონ დამამშვიდებელი  ფრაზები:)) მე ასეთ გოგონებთან შეკითხვეა მაქვს: უკაცრავად მაგრამ მაზოხისტები ხართ? :))) არ გიფიქრიათ, რომ თქვენც სექსი გინდათ და ისეთი აზრობრივი დეგრადაცია განიცადეთ, რომ საკუთარი ტყუილის თვითონვე  გჯერათ?  არადა გამოსავალი ასე მარტივად ხელმისაწვდომია და ბიჭებს უბეებში უდევთ…:)) ხოდა გამოიყენეეთ და ნუ გადაგვარდებით :))…

ველი თქვენს “ფეისბუქზე” სასიყვარულო, რომანტიულ და სექსუალურ სტატუსებს….

პატივისცემით კახა….     (პოსტს ვუძღვნი ჩემს მეგობარს, რომელიც ვიცი, რომ ძალიან იხალისებს) ამიტომ თქვენც გაერთეთ და შეეცადეთ მსუბუქად და ამავდროულად სერიოზულად აღიქვად რაც წაიკითხეთ!!!….

დაცული: ზაფხული, შემოდგომა და წვიმა…


ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

დაცული: დაგელოდები…


ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

მე, ასეთი…


ვიწყებ წერას და არც კი ვიცი კონკრეტულად რა გამოვა, მაგრამ ასეთ დროს როგორც წესი უკეთესი პოსტები იწერება.  ამ ტიპის პოსტების წერა ჩემი მოწოდება არ არის, რადგან ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზოგჯერ ალბათ საჭიროა საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედო, რომ უკეთ შეძლო საკუთარი ნაკლის თუ ღირსების დანახვა, თუმცა ადამიანებს ჩვევაში გვაქვს საკუთარი ნაკლოვანება ნებისმიერ ფასად დავფაროთ ან გავამართლოდ. ამ პოსტით ალბათ პირველად და ამვდროულად უკანასკნელად მსურს დეტალურად დავახასიათო საკუთარი თავი, ეს საინტერესო იქნება მხოლოდ ჩემი ახლო მეგობრებისთვის და მათთვის ვინ ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ან გაღრმავებას გეგმავს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პოსტით შევეცდები აბსოლუტური სიზუსტით გადმოვცე ჩემი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. შევეცდები ზუსტად ისეთი დამინახოთ როგორიც ვარ, თუ თქვენ ანუ ჩემი მეგობრები ჩემში სხვა თვისებებსაც ხედავთ რომელსაც მე ვერ ვამჩნევ, გთხოვთ თავი არ შეიკაოთ და კომენტარის სახით დატოვოთ პოსტის ბოლოს თქვენი მოსაზრება მიუხედავად იმისა, ეს უარყოფით მოსაზრებაა თუ დადებითი. ამ  პოსტის დაწერის სურვილი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ გამიჩინა, ყველა მოვლენა დაკავშირებულია ჩემს მეგობრებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მათთვის როგორი პიროვნება ვარ, ეს როგორც მე ასევე მათ გაუადვილებთ ჩემთან ურთიერთობას. ბუნებრივია ამ პოსტს ყავს რამდენიმე კონკრეტული ადრესატი, მაგრამ მე არ ვაპირებ მათ კონკრეტულად მივმართო, დარწმუნებული ვარ, თავად მიხვდებიან ვისაც ეხება. არც ის იფიქორთ, რომ რომელიმე მათგანზე განაწყენებული ვარ, უბრალოდ მსურს შევახსენო მათ, რა მომწონს, რა მახარებს, რა მიყვარს, რა მაღიზიანებს, რას ვერ ვიტან, რა მეზიზღება, რას ვპატიობ, რას არ ვპატიობ და ზოგადად როგორი პიროვენბაა კახა, 🙂 რადგან პოსტი მინდა დეტალური გამოვიდეს, დავიწყებ ჩემი დაბადებიდან და შემდეგ განვაზოგადებ.  დავიბადე 1983 წლის 19 აგვისტოს დილის 5-დან 6 საათამდე მოანაკვეთში, ქ. თბილისში ამჟამად ვარ 27 წლის. ჰოროსკოპით-ლომი, დავიბადე გარეული ღორის წელში, მმართველი პლანეტა მზე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ჰოროსკოპს გარკვეუწილად ვეთანხმები, განსაკუთრებით ჩემი პიროვენბის აღწერის შემთხვევაში, როგორც თვის(ლომის) ასევე წლის (ღორის) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის კლასიკური თვისებები გამაჩნია და ეს თითქმის 100%-იანი სიზუსტით არის აღწერილი ჩემი ყველა ღირსება თუ ნაკლი, ასე, რომ ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი, ეს ხუმრობით რათქმაუნდა, მოკლეთ შევჩერდი იქ , რომ ვარ 27 წლის, ამჟამად არ ვარ თბილისში, ვარ დედისერთა, მყავს დედა, სამწუხაროდ მამა გარდამეცვალა როდესაც ვიყავი 2 წლის, ამ საკითხს რომ ვეხები არ მიყვარს, თუმცა ეს იმ რეალობის ნაწილია რომელსაც ადამიანი ვერ ცვლის. მოკლეთ გადავალ იმაზე, თუ როგორი ბავშვი ვიყავი და როგორი ბავშვობა მქონდა :), ამ შემთხვევაში, მოვიშველიებ ჩემი ოჯახის მიერ ჩემს დახასიათებას და გეტყვით იმას, რომ ვიყავი ძალიან სასაცილო, რასაც ჩემი პატარაობის სურათებიც ადასტურებს და ძალიან მშვიდი ბავშვი, მქონდა საკმაოდ კარგი ბავშვობა, ნუ მე ასე ვთვლი, მაგრამ კარგად მახსოვს ის ფაქტი, რომ ყველაფერს დიდი ადამიანივით განვიცდიდი და ისეთ რამეებზე ვფიქრობდი და ვნერვიულობდი,  ახლა რომ მახსენდება მეცინება, რას გავიმწარე ბავშვობათქო, მაგრამ ამას ახლა არაფერი ეშველება :), ხო ის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი გამომრჩა რაც ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად ჩემი სანათესაოსთვის დღემდე სასიამოვნო მოგონებად რჩება, ლაპარაკი დავიწყე როცა ვიყავი 9 თვის და თანაც საქმე იმაშია, რომ როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, პირველად არა სიტყვა არამედ წინადადება ვთქვი 🙂 რა წინადადება ამას არსებითი მნიშვნეოლობა არ აქვს :). დაახლოებით 5 წლის ვიყავი როდესაც კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი, ასეც არის დღეისათვის ექიმი ვარ, რაც ძალიან მიხარია და ვამაყობ. ვიზრდებოდი დედის, ბებიის და მამიდის გარემოცვაში, არცერთი მათგანი არ მაკლებდა არაფერს არც მაშინ და არც დღეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, შეძლებისდაგავარად ვცდილობ მეც გავამართლო მათი იმედები და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. 5 წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო ბაღში მიმიყვანეს, იქვე სახლთან ახლოს, :)) გამიგია, რომ ბავშვთა უმრავლესობა, პირველი რამდენიმე დღე ვერ ეგუება ბაღს და შემდეგ ეჩვევა, თუმცა მე ვერც რამდენიმე დღეში და ვერც 2 კვირაში ვერ შევეგუე ავად სახსენებელ ბაღს და ზუსტად 2 კვირიანი ბრძოლის შემდეგ საოჯახო საბჭოზე გადაწყდა რომ სახლში ვიქნებოდა ბებოსთან ერთად. იმ 2 კვირის მანძილზე, რომელიც ბაღში გავატარე, 2-ჯერ გამოპარვა ვცადე და ვერ მოვახერხე, მესამეჯერ კი სახლის კარებზე, რომ დავაკაკუნე და ჩემებმა კარებთან დამინახეს, მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი ამნისტიის შესახებ. არ ვიცი კონკრეტულად რა არ მომწონდა ბაღში, ალბათ ბევრი ბავშვები, საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ბავშვების უმრავლესობას ვერ ვიტანდა და სახლში მარტო თამაში მერჩივნა, მარტო ყოფნით ნამდვილად არ ვიწყენდი, მქონდა რამდენიმე თამაში, რომელიც არ მბეზრდებოდა და დღესაც კარგად მახსოვს როგორ ვერთობოდი. 6 წლის ასაკში მიმიყვანეს სკოლაში და აი მაშინ დაიწყო ჩემი ტანჯვა, თავიდან ვერც სკოლას ვეგუებოდი 🙂 მაგრამ მე-2 კლასში თავი შედარებით უკეთესად ვიგრძენი, თუმცა უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ სკოლა 11 კლასის ჩათვლით ისე დავამთავრე, რომ ვერ ვიტანდი :), მიუხედავად ამისა საუკეთესო მოსწავლე ვიყავი 11 კლასის ჩათვლით, არც იმას დავმალავ, რომ სკოლის ატესტატში ვერცერთ სამიანს და თქვენ წარმოიდგინეთ ვერცერთ ოთხიანის იპოვით 🙂 აბსოლუტური ფრიადოსანი ვიყავი და ახლა მიკვირს, როგორ შევძელი, თუმცა უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომ ვერ ვიტანდი მათემატიკას, შესაბამისად კარგად ვერ ვსწავლობდი, ამიტომ სკოლის დამთავრების მომენტში, როდესაც მათემატიკის მასწავლებელმა გადახედა ჩემს ნიშნებს სხვა საგნებში, გაეღიმა და ისე დამიწერა ფრიადი, რომ ატესტატის აღებამდე არ ვიცოდი ეს ამბავი 🙂 მოკლეთ მგონი სულ საკუთარი თავის ქება გამომდის, მგარმ კრიტიკაზე გადავალ ცოტა მოგვიანებით, ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთში არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, რისთვისაც თავს გავაკრიტიკებ.  სკოლაში სწავლის პერიოდშიც ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მხოლოდ ზერელე მეგობრობით ვიფარგლებოდი, არ მიყვარდა ჩემი კლასელების ნახვა სკოლის გარეთ და შესაბამისად პრაკტიკულად მათთან მეგობრობით არ ვიკლავდი თავს. ასე დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინოზე, და სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გავხდი ძალიან კომუნიკაბელური, ხალისიანი, ძალიან კარგად ვერთობოდი ჩემს კურსელებთან როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ. სწორედ უნივერსიტეტს უკავშირდება ჩემი პირველი საუკეთესო მეგობარი, რომელიც მე-3 კურსზე შემოგვიერთდა, მას შემდეგ ჩვენ მართლაც საუკეთესო მეგობრობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება მუდამ. კონკრეტულად და დეტალურად აღარ გავაგრძელებ ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალის აღწერას, ზოგადი წარმოდგენისთვის ესეც საკმარისი, დანარჩენ საკითხებს რასაც პოსტის დასაწყისში შევეხე ეტაპობრივად განვიხილავ.

ნაამბობიდან გამომდინარე თქვენთვითონ დაასკვნით, რომ არ ვარ განსაკუთრებულად კომუნიკაბელური ადამიანი, მყავს სულ რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, როლებსაც მთლიანად ვენდობი და მათთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ახლა კი შევეცდები გადმოვცე რას ვაფასებ ადამიანში, რის მიხედვით ვირჩევ მეგობრებს, რა მომწონს მეგობრებთან მიმართებაში, რას ვერ ვეგუები, რის გამო შემიძლია დავკარგო მეგობარი და რა შემიძლია ვაპატიო. გარდა ამისა პარალელურად ავღნიშნავ რას ვთვლი ჩემს დადებით თვისებად და რას უარყოფითად, შევეცდები ვიყო ამომწურავი.

პირადად მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვარ პუნქტუალური და მოწესრიგებული თითქმის ყველაფერში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობრებისადმი მაქვს ძალიან დიდი სიყავრულის და სითბოს შეგრძნება, რაც ძალიან მახარებს, ვარ ძალიან მომთმენი, ხშირ შემთხვევაში  ვცდილობ არ შევიმჩნიო თუ რაიმე მწყინს ან არ მომწონს, სხვა საკითხია ის თუ როგორ გამომოდის ამის დაფარვა. სიმართლე, რომ ვთქვა არ მომწონს  ის ფაქტი, რომ არ მიყვარს წყენის გამოხატვა, იმიტომ, რომ ეს ჩემს მეგობრებს აბნევთ და გონიათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი რიგზეა, თუმცა ამ დროს მე დისკომფორტს განვიცდი. მაქვს ძალაინ მშვიდი ხასიათ, არ ვარ ფეთქებადი ბუნების და ჩემი წყობიდან გამოყვანას სჭირდება ძალიან დიდიხანი და პრაქტიკულად ეს ძალიან იშვიათად ხორციელდება, მაგრამ ვისაც ჩემი წყობიდან გამოსვლა უნახავს, ნამდვილად არ დარჩენიალა ამით აღფრთოვანებული.

ძალიან ვაფასებ ადამიანში, როდესაც მას შეუძლია სითბოს გამოხატვა, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ძალიან თბილი, ზოგჯერ გადაჭარბებულადაც, მაგრამ ასეთი ვარ და არ ვაპირებ ამის შეცვლას, რადგან ეს დადებითი თვისებაა და რაც მთავარია ჩემს მეგობრებს ესმით ჩემი, სამაგიეროდ მეც მიჩნდება სურვილი ჩემდამი საპასუხოდ სითბო გამოხატონ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი ექვსი მეგობრიდან სამს წარმატებით გამოსდის, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ სამს არ შეუძლია, უბრალოდ ყველას ერთნაირად არ გამოსიდის სითბოს გამოხატვა, რაც სავსებით ნორმალურია.

არ დავმალავ იმას, რომ ვარ საკმაოდ ეგოისტი, ეჭვიანი და ალბათ ცოტა მესაკუთრეც. 🙂 ნუ ჩემი ეგოისტობა ვლინდება იმაში, რომ მიყვარს როდესაც ჩემი მეგობრები მე უფრო მეტ ყურადღებას მითმობენ ვიდრე სხვებს,  რაც შეეხება ეჭვიანობას, :)) ძალიან არ მსიამოვნებს მეგობრების გაზიარების მომენტი, ანუ ვერ ვიტან იმას, რომ ჩემი მეგობრის სიყავრულში სხვა მეცილება და შესაბამისად მას კონკურენტად აღვიქვამ, შეიძლება ეს ბევრისთვის ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე როგორც ვთქვი ამ პოსტში არ ვაპირებ რაიმეს შეცვალას ან შელამაზებას, ასე რომ მეგობრებო თუ თქვენ იგრძენით, რომ თქვენდამი ვამჟღავნებ: გადამეტებულ ეგოიზმს, მესაკუთრეობას და ვეჭვიანობ თქვენზე, ეს იმას ნიშნავს, რომ  მე თქვენ  ძალიან  მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! სწორედ ეს არის ალბათ უცნაური საქციელის მიზეზი, იმედია შეძლებისდაგვარად გამიგებთ. რადგანაც სითბოზე და სიყვარულის გამოხატვაზე შევჩერდი, ვიტყვი იმას, რომ ჩემი მეგობრისთვის შემიძლია გავაკეთო წარმოუდგენლად ბევრი და მე ეს მეამაყება. გარდა ამისა თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წავსულვარ ძალიან დიდ რისკზე ჩემი მეგობრების გამო, მაგრამ მე ამას არ ვნანობ. პირადად მე , არცერთი ზემოთხსენებული მეგობრისთვის არ მიღალატია და არ მომიტყუებია. სწორედ ეს არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რაც მეზიზღება და უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემს მეგობარს, ამ ორი მიზეზის გამო ორი ჩემთვის ძვირფასი მეგობარი  დავკარგე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდათ ვიყავი ამის გამო, მე მათი პატიება ვერ შევძელი, უბრალოდ არ გამომდის ასეთ დროს პატიება და მე თამაში არ შემიძლია. გარდა ამ ორი მიზეზისა შემიძლია გაპატიოთ ყველაფერი, განურჩევლად ყველაფერი, თან ისე, რომ არც გავიხსენებ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, მე თვითონ ვარ ძალიან ყურადღებიანი, თითოეულ დეტალს ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, ვაკვირდები ჩემი მეგობრის გამომეტყველებას, ღიმილს, ხმის ტემბრს და ამის მიხედვით ვადგენ ხომ ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, ამიტომ ის ფაქტი, რომ რაიმე გამომრჩეს და გამომეპაროს ძალიან იშვიათად ხდება. მინდა ასევე გითხრათ ისიც, რომ თქვენთან თითქმის ყოველთვის ძალიან მხიარული ვარ, ყოვეთვის ვიცინი და ვცდილობ, რომ ხალისიანი განწყობა მუდმივად შევინარჩუნო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც შეიძლება ვიყო ცუდ განწყობაზე, თუმცა ამას თქვენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შენიშნავთ.

არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი ჩემს ორ თვისებას , რომელიც ძალიან არ მომწონს და ვცდილობ შევცვალო, იმასაც ვიტყვი, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე ამ თვისებებთან ბრძოლაში. დავიწყებ იქიდან, რომ ვარ ცინიკოსი, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და რათქმაუნდა არა ჩემი მეგობრების მიმართ, ზოგადად ვარ ცინიკოს, ადრე უფრო მქონდა ეს თვისება, მაგრამ ძალიან დიდხანს ვიმუშავე ჩემს თავზე და მიხარია, რომ თითქმის 90%-ით მოვიცილე ეს თვისება.

გარდა ამ დადებითი და უარყოფითი თვისებებისა, რათქმაუნდა სხვა უამრვაი თვისება მაქვს, რომელსაც მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება თქვენი გაღიზიანება ან პირიქით სიმპათია დაიმსახუროს, ამიტომ პირადად მე ძალიან მიჭირს კიდევ განვაგრძო საკუთარი თავის დახასიათება, ესეც , რომ შევძელი ძალიან მიკვირს, ამიტომ, ვინც მიცნნობთ, ვინც თავს ჩემს მეგობრად თვლით და მითუმეტეს ვინც ზემოთ ხსენებულ ექვს პიროვნებაში მოისაზრებით, შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ რა მოგწონთ და რა გაღიზიანებთ ჩემში და შეძლებისდაგვარად კომფორტულს გავხდი თქვენს ურთიერთობას ჩემთან.

მემგონი შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით გადმოვეცი ჩემი სათქმელი, როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ პოსტის დაწერა განაპირობა რამდენიმე მოვლენამ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ მე თქვენდამი, ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენდამი განსაკუთრებულ ეგოიზმს, ყურადღებას ან მესაკუთრისთვის დამახასიათებელ გრძნობას ვამჟღავნებ და თუ შენს ან თქვენს ნათქვამზე ან ნამოქმედარზე შედარებით მკვეთრი რეაქცია მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მე თქვენ ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ      ძალიან     მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!! ან მიყვარხართ მეგობრებო…


ვპირდები ჩემს თავს…


ვპირდები ჩემს თავს!!!

 

ვიქნები ისეთი ძლიერი, რომ  ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს ჩემი გონებრივი და სულიერი სიმშვიდის დარღვევა…

ვისაუბრებ, მხოლოდ ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და სიმდიდრეზე, შეძლებისდაგავრად ყველასთან…

ვაგრძნობინებ ყველა ჩემს მეგობარს, რომ მათში არის რაღაც ძალიან საყურადღებო…

ყველაფერს შევხედავ დადებითი კუთხით და ჩემს ოპტიმიზმს გავამართლებ…

ვიფიქრებ, მხოლოდ საუკეთესოზე, ვიმუშავებ მხოლოდ საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის და მუდმივად ვიქნბი მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინში…

ვიქნები ენთუზიაზმით აღსავსე სხვების წარმატების მიმართ ისევე როგოროც, საკუთარი წარმატების მიმართ…

დავივიწყებ წარსულის შეცდომებს და დაჟინებით ვიმოქმედებ, მომავლის დიადი მიზნების მიღწევისათვის…

შევიმოსები ხალისიანი განწყობით და ყოველთვის გავუღიმებ ყოველ ცოცხალ ქმნილებას…

საკუთარი თავის გამხნევებას და წარმატების მიღწევას მოვახმარ იმდენ დროს, რომ სხვების კრიტკისათვის დრო აღარ დამრჩეს…

ვიქნები ბუმბერაზი პრობლემის მიმართ, ძალიან მშვიდი სიბრაზსი მიმართ, ძალიან ძლიერი შიშის მიმართ და ძალიან მხიარული, ამიტომ ნებას არ დავრთავ პრობლემას, რომ მოაღწიოს ჩემამდე…

ყოველთვის დადებითად ვიფიქრებ საკუთარ თავზე, რათა ეს ფაქტი გამოვუცხადო მთელს სამყაროს არა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით, არამედ დიადი ქმედებებით…

ვიცხოვრებ იმ შეგრძნებით, რომ მთელი სამყარო ჩემს მხარეზეა, მანამ სანამ დავრჩები ერთგული ვირწმუნო იმ საუკეთესო გრძნობის რაც ჩემშია…

 

კრისტიან დ. ლარსონი…

ტექსტი ნათარგმნია მისი ორიგინალური ვერსიიდან ჩემს მიერ 2011 წლის 26 იანვარს…

This text is translated  from it’s original version by me  on January 26, 2011…

რა არის ორგაზმი?!


ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი უმეტესობა ჩვენგანმა იცის. ისიც ვიცით, რომ ორგაზმი უკავშირდება რამდენიმე წამიან ფსიქო-ემოციურ და ამავე დროს ფიზიკურ სიამოვნებას. როგორც წესი ორგაზმით გვირგვინდება სექსუალური აქტი. თიმცაღა სექსუალური აქტის გარდა იგი შეიძლება განვიცადოთ: მასტურბაციის დროს, სხეულის ეროგენული ადგილების გაღიზიანებით და აგრეთვე ძილის მომენტში ეროტიკული სიზმრის ნახვის შემთხვევაში.

ორგაზმი კაცობრიობის დასაბამიდან, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და არც არასოდეს დაკარგავს რადგან ადამიანის მოდგმას ძლიერ იზიდავს ფიზიკური და ემოციური სიამოვნების განცდა. ორგაზმი კი სწორედ ასეთი სიამოვნების გვირგვინად არის მიჩნეული. ამ შეგრძნების შესახებ უამრავი მასალა მოიპოვება ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ ჩანაწერებში, გარდა ამისა არაერთ მწერალსა თუ პოეტს ეს შეგრძნება ხატოვნად აქვს ასახული საკუთარ ნაწარმოებში და მაინც რა არის ეს ზე-ნეტარებით აღსავსე შეგრძნება და რა რთული ფიზიოლოგიურ-ანატომიური თავისებურებები დგას ამ რამდენიმე წამიანი სიამოვნების მიღმა. შევეცდები უფრო ვრცლად ამის შესახებ პოსტში მოგახსენოთ.

ო რ გ ა ზ მ ი –ეს არის ადამიანის სქესობრივი პასუხის ციკლი. იგი წარმოადგენს სექსუალური აგზნების კულმინაციას, რაც დაკავშირებულია სიამოვნების და დაკმაყოფილების ძლიერ გრძნობასთან. ორგაზმი როგორც წესი მიიღწევა ეროგენული ზონების და სასქესო ორგანოების მექანიკური სტიმულაციის შედეგად. სქესობრივი კავშირის, ორალური სექსის, ანალური სექსის და მასტურბაციის დროს. ზოგიერთმა ორგაზმი შეიძლება განიცადოს, ძლიერი სექსუალური აგზნების დროს ყოველგავრი მექანიკური სტიმულაციის გარეშე. როგორც კაცებმა ასევე ქალებმა ორგაზმი შეიძლება განიცადონ ძილის მომენტში.

მამაკაცებში ორგაზმს, როგორც წესი თან ახლავს ეაკულაცია. ამ მოვლენას ჰქვია პოლუცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა მამაკაცის სასქესო ორგანოდან. ორგაზმი-ეს არის ცვლილებათა უმაღლესი ფაზა, რომელიც ადამიანს უნვითარდება სქესობრივი პასუხის ციკლში.

ო რ გ ა ზ მ ი ს     ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ა

ორგაზმის დროს აღინიშნება სუნთქვის გახშირება, გულის შეკუმშვის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს 180-მდე 1 წუთში, საგრძნობლად იმატებს არტერიული წნევა. გულის მუშაობის ასეთი რეჟიმი, შეგვიძლია შევადაროთ ექსტრემალურ ფიზიკურ დატვირთვას. ორგაზმის დროს ხშირია გულმკერდის და სახის კანის გაწითლება.

მამაკაცებში-ორგაზმს თან ახლავს, რითმული კუნთოვანი შეკუმშვები, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში და როგორც წესი მას მოჰყვება ეაკულაცია ანუ სპერმის ამოფრქვევა მამაკაცის ასოდან.

ქალებში-ორგაზმის ფიზიოლოგიურ საწყისს წარმოადგენს საშოს და ანალური ხვრელის ირგვლივ მდებარე კუნთოვანი ქსოვიილების რითმული შეკუმშვა. შეკუმშვებს შორის ინტერვალი შეადგენს 0,8 წამს და შეკუმშვათა რაოდენობა მერყეობს 3-დან 20-მდე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას განმეორებითი ირგაზმი, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა სქესობრივ კავსირებს შორის. ეს დრო ინდივიდუალურია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე და უფრო მეტიც.

გამოკვლევების თანახმად, მოზარდი ბიჭები და გოგონები, პირველ ორგაზმს განიცდიან 13-15 წლის ასაკში, ძირითადად მასტურბაციის შედეგად. თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც 6 წლის ბიჭმა ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესის დროს განიცადა ორგაზმიშტვის დამახასიათებელი კუნთოვანი ქსოვილის რიტმული შეკუმშვები, რასაც რათქმაუნდა სპერმის ამოფრქვევა არ მოჰყვა მისი არარსებობის გამო.

ქალთა  ორგაზმის  ფიზიოლოგიის  თავისებურებანი

გინეკოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ კლიტორის ის ნაწილი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, წარმოადგენს ამ ორგანოს ანუ კლიტორის მცირე ნაწილს, ხოლო მისი უმეტესი ნაწილი მოთავსებულია ქსოვილოვან სისქეში და არ ჩანს. კლიტორის სხეული იყოფა ორ ე.წ. მარჯვენა და მარცხენა ფეხად. ორივე ფეხი გადის მცირე სასქესო ბაგეებზე, აქვეა თავმოყრილი უამრავი ნერვული დაბოლოება.

1. ბოქვენი.   2.კლიტორის “კაპიშონი”.   3. კლიტორის სხეული.  4. მცირე სასქესო ბაგე.  5.დიდი სასქესო ბაგე.  6.შარდსადენი.  7.ვაგინა.  8. ანუსი…

 

მ ა მ ა კ ა ც თ ა   ო რ გ ა ზ მ ი ს   ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ი ს     თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ე ბ ა ნ ი

მამაკაცთა შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა. არ არის საჭირო რაიმე სპეციალური მეთოდიკა, ანუ ორგაზმის მიღწევა ხორციელდება მამაკაცის ასოს კანის გარეგანი სტიმულაციით ასოს სხეულზე და მის თავზე. ასოს თავში თავმოყრილია უამრავი ნერვული დაბოლოებია, სწორედ ამიტომარის იგი ძლიერ მგრძნობიარე შეხების მიმართ. ორგაზმს რათქმაუნდა თან სდევს ეაკულაცია. მამაკაცის ორგაზმის სისწრაფე დამოკიდებულია სექსუალური აქტის ხანგრძლივობაზე, იმაზე თუ როდის მოხდა ბოლო სექსუალური აქტი. რაც უფრო დიდი დროა გასული სექსუალური აქტიდან, მით უფრო მალე ხდება ორგაზმი და ეაკულაცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა ასოდან.

ს უ ბ ი ე ქ ტ უ რ ი   გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

როგორც წესი, მამაკაცებში, ორგაზმი ხანმოკლედ გრძელდება. სასიამოვნო შეგრძნება პიკს, მალე აღწევს და მალევე ქრება. რაც შეეხება ქალებს, იმ შემთხვევაში, თუ ქალმა საერთოდ მიაღწია ორგაზმს, იგი მამაკაცთან შედარებით უფრო ხანგრძლივია. ქალის ორგაზმის ხანგრძლივობამ შესაძლოა მიაღწიოს 30-60 წამს და ზოგჯერ უფრო მეტსაც, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. როდესაც ქალი განიცდის ორგაზმს, თავდაპირველად იგი გრძნობს შებოჭვის მსგავს შეგრძნებას მცირე მენჯის არეში, რასაც მოჰყვება, ძლიერი ბიძგისებური შეგრძნება კლიტორში და საშოს შიდა ნაწილში, საბოლოოდ კი ხდება სითბოს გამოყოყოფა და ტემპერატურის მატება რაც ვრცელდება მთელს ორგანიზმში. სითბოს გავრცეებას, თან ახლავს საშოს კუნტოვანი ქსოვილის უკონტროლო რიტმული შეკუმშვა.

ო რ გ ა ზ მ ი ს   ტ ი პ ე ბ ი

ქალების შემთხევვაში, ორგაზმი პირობითად დაყოფილია სამ ტიპად: 1.კლიტორული, 2.ვაგინალური და 3. საშვილოსნოს მხრივი. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, მამაკაცთა ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია ანუ სპერმის და პროსტატის სითხის ამოფრქვევა, ქალების შემთხვევაში კი გამოიყოფა სპეციფიური მცირედ ლორწოვანი სითხე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ორგაზმის აბსოლუტური სიზუზტით განმარტება დღეისათვის არ არსებობს, არსებული კვლევებით დასტურდება ის ფაქტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი ერთია, ორგაზმი წარმოდაგენს სიამოვნების მწვერვალს, რომლისკენაც გვიბიძგებს სექსუალური აგზნება.

ვისაც ეს შეგრძნება ჯერ არ გამოგიცდიათ, იცოდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით… :))






დაცული: ბედის ირონია ანუ კარგად შეამოწმეთ ძველი “ბუმაჟნიკის” ჯიბეები… :))


ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

ვაფასებთ თუ არა იმას რაც გვაქვს?


ჩემთან ღამეა 11:14 წუთი, დღემ ის ჩაიარა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჯერ კიდევ 20 დეკემბერია, ვზივარ მარტო, ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ, ყავას მივირთმევ და ჩემი მეგობრებისთვის გასაგზავნ საახალწლო მისალოც ბარათებს ვავსებ, მოკლეთ, რომ ვთქვა სრულ კომფორტში ვიმყოფები. ამ ბოლოს რატომღაც დამჩემდა შუაღამით საქმიანობა, რატომღაც გვიან ღამით თავს უფრო ენერგიულად ვგრძნობ და უფრო კრეატიული ვარ, გარდა ამისა ვამჩნევ, რომ უფრო დიდ დროს ვუთმობ საყოველთაო პრობლემებზე ფიქრს, ვიდრე ამას ოდესმე ვაკეთებდი. პოსტი სასიამოვნოდ დავიწყე, მართალია განწობა ძალიან კარგი მქონდა, მაგრამ რატომღაც გამახსენდა მხატვრული ფილმი სახელად “სორაია”, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახე და ისევ სევდამ დაისადგურა ჩემში, კინოს მოყოლას არ დავიწყებ დეტალურად, უბრალოდ ვიტყვი, რომ ფილმი გადაღებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით და ეხება ახალგაზრდა ირანელ ქალს, რომელიც საკუთარი ქმრის სურვილით და ორგანიზებით უსამართლოდ დაადანაშაულეს ქმრის ღალატში  და აბსოლუტურათ უდანაშაულო 4 შვილის დედა ირანის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ქვებით ჩაქოლეს. ვისაც ჩემი ძველი პოსტი გაქვთ წაკითხული სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ბარბაროსულ კანონს და პირსისხლიან მთავრობას ვაკრიტკიებ ალბათ იტყვით, რომ ბევრ დროს ვუთმობ ამ საკითხზე ფიქრს, მაგრამ რა ვქნა?! ეს არის თემა, რომელიც ბოლო დროს არ მაძლევს მოსვენებას. კარგად ვიცი, რომ არც ჩემი პოსტით და არც კრიტიკით არაფერი შეიცვლება რეალობაში, მაგრამ უბრალოდ ასეთი გზით მცირე განტვირთვას ვგრძნობ…

პოსტის დასაწყისში ვთქვი, რომ თავს ძალიან კომფორტულად, ვგრძნობ, თუმცა  ჩემი ფიქრებით უნებლიეთ გადავინაცვლე იმ ხალხზე ვინც ირანის ციხეებში ამ წუთებში სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდება და თითოეული დღის გათენებას  ენით აუწერელი ტანჯვით და შიშით ელოდება.

დამაინტერესა ბოლო დროინდელმა ახალმა ამბებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ირანში, ამიტომ რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაციის ვებ-გვერდს მივაშურე, გავხსენი გვერდი, სტატიის სათაური “1979 წლიდან დღემდე, ირანში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო.” სტატიაში ნათქვამია: ოფიციალური ირანი სიამაყით აცხადებს, რომ: ადამიანი რომელიც არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, უნდა დაისაჯოს სიკვდილით და თან წამებით, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, 2005 წელს ირანში ჩამოახრჩვეს არასრულწლოვანი ბავშვი იმ მიზეზით, რომ იგი შემჩნეულ იქნა ჰომოსექსუალურ ქმედებაში არ არის დაკონკრეტებული რა ვითარებაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ დავფიქრდი და გამიჩნდა უამრავი მოსაზრება. ირანში იმ ქვეყანაში სადაც ზოგადად თუნდაც ქალის და მამაკაცის ქორწინების გარეშე სექსუალური კავში სიკვდილით ისჯება როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდა თაობა? წარმოიდგინეთ როდესაც გარდატეხის ასაკში ჰორმონების მოჭარბება იწვევს ნერვულ გაღიზიანებას და ამავდროულად იცი ის, რომ თუ ვინმესთან სექსუალურ კავშირს დაამყარებ ამისთვის სიკვდილით დაგსჯიან, რა უნდა ქნა? გამოსავალი პრაქტიკულად არ რჩება, მოზარდმა ან სიცოცხლის ფასად უნდა გარისკოს იმ რამდენიმე წამით სიამოვნებისთვის რომელსაც ორგაზმი ჰქვია, თუ არადა უმძაფრესი სექსუალური სურვილის ჩახშობის გზით საკუთარ ფსიქიკას უნდა მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება წარუშლელი კვალი დატოვოს მის სრულფასოვან აზროვნებაზე. ფაქტი კი ფაქტად რჩება და ირანის პირსისხლიანი ხელისუფლება და უმკაცრესი ისლამური რეჟიმი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს იმ აზრს, რომ უმჯობესია 16 წლის ახალგაზრდა ჩამოახრჩოს ვიდრე ამ ბავშვა თავისი ასაკის და მოჭარბებული ვნებების გამო მაპატიეთ და “გაათაოს”… საინტერესოა, რა ზომებს მიმართავს ისლამური კანონები მასტურბაციის შემთხვევაში? თუმცა ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არსად არაფერი უხსენებიათ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ირანი უკუგანვითარების პრინციპით მიდის, სავარაუდოდ უახლოს მომავალში ალბათ მასტურბაციისთვის, როგორც მინიმუმ სამუდამო პატიმრობას დააწესებენ… ზემოთ ხსენებულ სტატიაში ნაქვამია ისეთი რამ რამაც კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ჩემში ანუ, თუ არასრულწლოვანი პიროვნება შემჩნეული იქნება ისეთ საქმიანობაში, რომელიც  ირანის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს მაშინ არასრულწლოვანი უნდა იქნას დაპატიმრებული და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ მხოლოდ მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდება, ამაზე მეტი ცინიზმი და ადამიანის სიცოცხლით თმაში რაღა უნდა იყოს? წარმოიდგინეთ იმ ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ციხეში შესაძლოა რამდენიმე წელი იჯდეს მანამდე, სანამ სიკვდილით დასჯიან და რისი გულისთვის? იმისათვის,რომ მან დაიკმაყოფილა არც მეტი არც ნაკლები ბუნებრივი მოთხოვნილება…ერთი სტატია, რომ დავამთავრე, მეორეზე გადავედი, ერთ-ერთი ირანული გაზეთი უწყება, რომ თეირანთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში 18 წლის გოგო ქვებით ჩაქოლეს იმის გამო, რომ იგი საკუთარი ძმისგან დაორსულდა. არ იფიქროთ, რომ მე ინცესტის მომხრე ვარ, პირიქით, არანაირად არ ვამართლებ მათ საქციელს, მაგრამ სასიკვდილოთ არავინ მემეტება, მითუმეტეს ისეთი მიზეზის გამო, რომელიც თავად სახელმწიფოშო გამეფებული რეჟიმის გამო ხდება. აბა დაფიქრდით თუ მართალი არ ვარ, და-ძმა, რომელიც ირანის განუვითარებელ და ჩამორჩენილ სოფელში იზრდება და ერთმანეთის მეტს ვერავის ხედავს, არანაირი გართობდა და წვეულება, მითუმეტეს არანაირი სექსუალური კავშირი, რას იზამს? რათქმაუნდა დიდი ალბათობა არსებობს, რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, დარწმუნებული ვარ მათ ამის დამალვა სურდათ, მაგრამ ვინაიდან იმის გამო რომ ირანში პრეზერვატივის საყიდლად რამის პრეზიდენტის ნებართვაა საჭირო გოგო დაორსულდა ამიტომ ამის დამალვა შეუძლებელი გახდა, გამოსავალი კი სოფლის ბარბაროსებმა ჩაქოლვაში ნახეს და არც დააყოვნეს, საინტერესოა, რამდენი ახალგაზრდა ყავთ მოკლული?! რაც  ოფიციალური მონიტორინგის მიღმა დარჩა, ალბათ უამრავი…

სურათზე კარგად ჩანს, თუ 2005 წლის 19 ივლისს როგორ გაუსწორდნენ 17 და 18 წლის ორ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ახალგაზრდას. ირანში ქალაქ  მაშადში. როდესაც ამ კადრს შევხედე გამხასენდა ირანის პრეზიდენტი, რომელმაც სულ ორიოდე თვის წინ აშშ-ში ოფიციალური ვიზისტის დროს კოლუმბიის უნივერსიტეტში სიამაყით განაცხადა, რომ ირანში თურმე ჰომოსექსუალი ახალგაზრდები არ არსებობენ… მე მცირეოდენ შესწორებას გავაკეთებდი მის ნათქვამში : “ირანში ჰომოსექსუალები არსებობენ, მაგრამ ჩვენ მათ ვხოცავთ განურჩევლად მათი ასაკისა და სქესისა.”

სამწუხაროდ უამრავი მსგავსი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ჩემი და არამარტო ჩემი შეხედულებით ირანის საშინელი რეჟიმის გამო იქ მცხოვრები უამრავი ახალგაზრდა განიცდის გონებრივ დეგრადაციას და ხშირად სჩადის ისეთ საქციელს, რის გამოც სიკვდილით უსწორდებიან, ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ხელისუფლებას, შექმნილი აქვს ოფიციალური სასაკლაო და ახალი მსხვერპლის მოლოდინში ინტერესით ატრიელებს კარუსელს. დაახლოებით ისეთ კარუსელს ვატიკანში, ინკვიზიციის დროს, რომ ატრიალებდნენ ცეცხლზე და  ზედ ადამიანი ყავდათ გაკრული, აქვე სურათს ვამაგრებ მეტი თვალსაჩინოებისათვის დიდიხანია ვატიკანმა ბოდიში მოიხადა მსოფლიოს წინაშე ინკვიზიციების გამო. მებადება კითხვა, ნეტავ ოდესმე თუ დადგება დრო, როდესაც ირანი გააცნოებიერებს, რომ თანამედროვე ინკვიზიციით არის დაკავებული და ყოველივე ამას სიამაყით სჩადის ისლამის კალთას ამოფარებული, ისევე როგორც ერთ დროს ვატიკანი კათოლიციზმის სიწმინდეებს ამოფარებული…

ირანის თემა ჩემთვის დაუსრულებელია, ამ საკითხზე სამწუხაროდ უამრავი მასალა მოიპოვება და წერაც გაუთავებლად შეიძლება, თუმცა დასასრულისკენ მივდივარ, ალბათ როდესაც გრძნობები კიდევ გამიმძაფრდება კვლავ დავუბრუნდბი ამ თემას, თუმცა მანამდე კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომელსაც ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა როიტერსი ავრცელებს: 2010 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას სულ რაღაც 24 საათის წინ  მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენთაგანს მშვიდად გვეძინა თეირანთან ახლოს 12 ადამიანი ჩამოხრჩვეს, მათგან 11 მამაკაცი და 1 ქალი და სამწუხაროდ რაც დრო გადის ეს სია სულ უფრო იზრდება…

ამ პოსტით კიდევ ერთხელ ვცადე ჩემი და არამარტო ჩემი არამედ მილიონობით ადამიანის აზრის გაზიარება , რომ ეს ბარბაროსობა უნდა დამთავრდეს, არ ვიცი როდის ან რა გზებით, მაგრამ აუცილებლად უნდა დასრდულდეს… მანამდე კი დავფიქრდეთ პოსტის სათაურზე და დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: “ნამდვილად ვაფასებთ თუ არა ყველაზე დიდ განძს, რასაც თავისუფლება ჰქვია?!”


მსოფლიოს გასაიდუმლოებული ორგანიზაციების TOP-ათეული…


ყველა ჩვენგანს გვსმენია გამოთქმა: “აკრძალული ხილი ტკბილია”. ეს გამოთქმა ჯერ კიდევ ადამ და ევას დროს უკავშირდება, თუმცა არც დღევანდელ დღეს კარგავს აქტუალობას. დღეისათვის უამრავი საიდუმლო არსებობს მსოფლიოში რაზეც უბრალო მოკვდავთ ხელი არ მიუწვდებათ, სწორედ ეს ამძაფრებს მათდამი ინტერესს და მიუხედავდა იმისა, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ცალკეული ადამიანებისთვის საინტერესო შესაძლოა არც კი იყოს, ის ფაქტი რომ მას “გრიფით საიდუმლო” ადევს ძლიერ მიმზიდველს ხდის.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ, მსოფლიოში არსებული გასაიდუმლოებული ადგილების TOP-ათეული…

1. შუამთიანეთი

ეს ადგილი მდებარეობს ბიშკეკში კერძოდ კი ურალის მთიან რეგიონში “იამანტაუს” მთის ძირში. მას უწოდებენ  შუამთიანეთის დახურულ ზონას . ადრე მასე ერქვა “ბლორეცკ-16”. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის მშენებლობები მიმდინარეობს  აღნიშნულ რეგიონში არავინ იცის, რათქმაუნდა არც ამ რეგიონის მცხოვრებლებმა. ამიტომ უამრავი მოარული ხმა დადის ამის შესახებ. არსებობს ვერსია, რომ იქ ხდება ურანის დამუშავება და თავად ეს ადგილი წარმოადგენს გიგნატურ ბუნკერს რომელიც ამოქმედდება ატომური ომის დაწყების შემთხვევაში. ამ მშენებლობის შესახებ ცნობილი გახდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ობიექტი დაფიქსირდა აშშ-ს თანამგაზვრიდან გადაღებულ ფოტოებზე. რათქმაუნდა შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება ამასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთისგან მიიღო ურთიერთ გამომრიცხავი პასუხები. 90-იანი წლების შუა პერიოდში, აღნიშნული ბაზის მშენებლობა დროებით დაკონსერვდა, თუმცა იგი განახლდა 21 საუკუნის დასაწყსში და ახლაც მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მთიან რეგიონში მიმდინარეობს მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა სრული ინფრასტრუქტურით. ქალაქის გათვლილი იქნება 300 ათასი ადამიანის ცხოვრებაზე 6 თვის განმავლობაში.

2.ვატიკანის არქივები…

ის ფაქტი, რომ არსებობს ვატიკანის მკაცრად გასაიდუმლოებული არქივები, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს,  ის კი მკაცრადაა გასაიდუმლოებული რასაც ეს არქივები ინახავს და მხოლოდ უმცირესი ნაწილია ხელმისაწვდომი გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის. არქივი წარმოადგენს რომის პაპის საკუთრებას.  თავდაპირველად არქივი იყო ბიბლიოთეკის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ  1610 წელს მოხდა მისი დაარქივება და გამოეყო ბიბლიოთეკას. 19 საუკუნის ბოლოსთვის არქივით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ  არქივის ყველა დოკუმენტზე ხელი არავის მიუწვდება და მისი მხოლოდ უმცირესი ნაწილი იქნა გახსნილი. არქივში განთავსებულია 150 ათასამდე ტომი, მათ შორის ინახება უამრავი უნიკალური დოკუმენტი. ისეთი როგორიც არის: მიქელანჯელოს ხელნაწერები, ლეონარდო და-ვინჩის  ნაშრომები და საფრანგეთის მეფის ჰენრიხ-11 პირადი წერილი, რომელშიც იგი რომის პაპს სთხოვს მეუღლ ესთან განქორწინების უფლებას. აღსანიშნავია, რომ  არქივის შენობაში შესვლის უფლება არავის აქვს. შესაძლოა მხოლოდ განაცადის გაკეთება და სასურველ დოკუმენტს სპეციალურ დარბაზში გამოიტანენ, ამის უფლებაც მხოლოდ განსაზღვრული რანგის მეცნიერებს გააცნიათ. პერიოდულად ვატიკანი აქვეყნებს გარკვეულ ინფორმაციას, არქივებიდან მაგალითად: გასულ ზაფხულს მან გამოაქვეყნა მასალები, გალილეო გალილეის სასამართლო პროცესიდან. გარდა ამისა ვატიკანს გამოცემული აქვს უნიკალური წიგნი ტამპლიერების საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიკოსებისთვის წარმოადგენს უნიკალურ ნაშრომს, მაგრამ მისი ღირებულება, ისევე როგორც ინფორმაცია არის ძალიან მაღალი და შედაგენს 8,000 $ აშშ დოლარს.

3. კლუბი 33

ეს კლუბი მდებარეობს აშშ-ს დისნეილენდში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და გასაიდუმლოებულ კლუბს. ეს არის ერთადერთი ადგილი დისნეის სამყაროში სადაც იყიდება ალკოჰოლი. ითვლება, რომ  მისი სახელწოდება გამომდინარეობს მისივე ადგილმდებარეობისაგან , კლუბი მდებარეობს “როაილსთრითის 33”-ში. უოლტ დისნეის გეგმაში ჰქონდა, რომ გაეხსნა დასასვენებელი ადგილი განსაკუთრებულად მაღალი რანგის სტუმრებისათვის. კლუბის წევრებში შედის აშშ-ს პრეზიდენტი და კიდევ უამრავი ცნობილი პიროვნება, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები.

4. მოსკოვის მეტრო

მოსკოვის მიწისქვეშა საკომუნიკციო სისტემაზე მრავალი ლეგენდა დადის. არსებობს ვარაუდი, რომ  მეტროს ხაზი გადაჭიმულია 160 კმ.-ზე და აერთიანებს ქალაქ ჩეხოვს, ვნუკოვოს და დომოდედოვოს. ობიექტს ენიჭება სამხედრო მნიშვნელობა და აქვს სამხედრო სახელწოდება “დ-6”. ოფიციალური ინფორმაცია მის შესახებ რათქმაუნდა არ არსებობს, თუმცა არც არავინ უარყოფს მის არსებობას. სპეციალისტები, რომლებიც მოსკვის მეტროს მშენებლობაში მონაწილეობდნენ ადასტურებენ, რომ დამატებითი საიდუმლო კომუნიკაციები მართლაც არსებობს. ეს სისტემები ერთმანეთს უკავშირებს სამთავრობო ობიექტებს. ისინი განთავსებულია ძირითადი მეტროს ხაზების ზემოთ ან ქვემოთ.

5. ჯენტლმენთა კლუბი “White’s”

კლუბი რომლის სახელიცაა ” თეთრების” წარმოადგენს ინგლისელ ჯენტლმენთა შეკრების ადგილს. თავდაპირველად მას ერქვა “უაიტის შოკოლადის სხლი”. შეკრებილი წევრები ხშირად სვამმდნენ ცხელ შოკოლადს. რაც იმ დროისთვის იშვიათობა იყო. კრებებზე იმართებოდა ვაჭრობები და აუქციონები . ასეთი შეხვედრების დროს იყიდებოდა ინგლისის რომელიმე გზა ან მსხვილი ობიექტები. გარდა ამისა შესაძლო იყო სამეფო თეატრის ბილეთების შეძენაც. “შოკოლადის სახლი” თანდათან ძალიან მოდური გახდა. დღეისათვის კლუბს ჰქვია ” White’s” იგი წარმოდაგენს ინგლისის ყველაზე პრივილეგირებულ და გასაიდუმლოებულ კლუბს მხოლოდ მამაკაცთათვის, კლუბში მანდილოსნების დაშვება თუნდაც სტუმრის რანგში კატეგორიულად იკრძალება. კლუბის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ მოთხოვნებს, იგი უნდა იყოს ინგლისური არისტოკრატული საზოგადოების ან სამეფო ოჯახის წევრი და გარდა ამისა უნდა ფლობდეს სტაჟიანი კლუბის მინიმუმ 2 წევრის რეკომენდაციას.

6. ზონა-51

ეს არის სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნევადას შტატში. ძალიან ბევრი ლეგენდა დადის ამ  ბაზის შესახებ. ერთ-ერთის თანახმად კი ამ ბაზაზე ინახავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, კერძოდ კი უცხოპლანეტელთა ხომალდს. რათქმაუნდა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია რადგან ბაზა უმკაცრესადაა გასაიდუმლოებული. თუმცა ის, რომ ბაზაზე არსებობს ლაბორატორია, რომელიც იკვლევს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს, თავად ამ ბაზის ყოფილი თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი. სამთავრობო სტრუქტურები და “NASA” დაჟინებით უარყოფენ  ზემოთხსენებულ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის აბსურდი და გამიზნულია მხოლოდ პროვოკაციისათვის. თუმცა გასულ წელს ბაზა-51-თან დაკავშირებით გაზეთმა “Los Angeles Times”-გამოაქვეყნა სამხედრო ვეტერანების ომნათხრობი, რომლის თანახმადაც ბაზაზე ხდებოდა მფრინავი ობიექტების გამოცდა, ძირითადად ისეთების, რომელთა მართვაც დისტანციურად პილოტის გარეშეა შესაძლებელი და მათი დაფიქსირება რადარით შეუძლებელი, თავიანთი ფორმით კი უცხოპლანეტელთა ხოლადებს მოგვაგონებენ.

7. ოფისი-39

ბიურო-39 ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურაა კორეაში და მთელს მსოფლიოში. ამ სტრუქტურის თანამშრომლები არიან უმკაცრესი კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ თავად ხელსიუფლების მხრიდან. ოფისი-39-ის ლეგალურ საქმიანობად სახელდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საქმიანობა და გრავიურა. თუმცა 2009 წლის მარტში, ლას-ვეგასში გაიმართა ამ საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინოსნის ჩენ-ჩან-ლუს სასამართლო პროცესი, იგი დაადანაშაულეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ისეთი ქმედებების გამო როგორიცაა: ყალბი ფულადი კუპიურების დამზადება, ფულის გათეთრება შვეიცარიისა და ჩინეთის ბანკებში და აგრეთვე ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობა. გაჩნდა კითხვები თუ რატომ მიესაჯა მას მხოლოდ 12 წელი, როცა პროკურორი 25 წელს მოითხოვდა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს და ეს ინფორმაციაც ისეთივე გასაიდუმლოებულია, როგორიც თავად ოფისი-39.

8. ტაძარი “ისეე”

ეს დიდი ტაძარი მდებარეობს იაპონიაში, ქალაქ ნაგიასთან ახლოს. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან იაპონურ სიწმინდეს. ტაძარი შედგება ორი დიდი კომპლექსისგან: “ნაიკუ” (შიდა) და “გეკუ” (კოსმიური) და გარშემორტყმულია ასამდე პატარა საყდრით. ტაძრის შიდა მხარე ეძღვნება მზის ქალღმერთ ამატერასუს . ითვლება, რომ ტაძარი აშენდა 2 ათასი წლის წინ იაპონიის იმპერატორის და მისი ოჯახის საპატივცემულოდ. ამ ტაძრის გამოყენება ხდება რომელიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს. მაგალითად როგორიც არის ახალი იმპერატორის ინაუგურაცია.

9. მთიანი რეგიონი სახელწოდებით “სასწრაფო საოპერაციაო ცენტრი”

ეს ადგილი მდებარეობს აშშ-ში. არის უმკაცრესად გასაიდუმლოებული და პირადი სურვილის გამო არ მსურს ამ ბაზასთან დაკავშირებით ინფორმაცია დავდო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბაზაში მუშაობს 200 ადამიანი და ბაზის საქმიანობა დაკავშირებულია ფედერალურ ბიუროსთან. (სურათს არ ვდებ შეგნებულად) იგი წარმოადგენს #1 TOP-საიდუმლო ორგანიზაციას.

10. სამხედრო ბაზა “RAF  Menwith Hill”

ეს არის დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გასაიდუმლოებული ბაზა. ამ ბაზას უდიდეს მნიშვნელობა ჰქონდა  ე.წ. “ცივი ომის” პერიოდში, სწორედ მისი საშუალებით ხდებოდა CCCP ვარშავის მოლაპარაკების ჯგუფის წევრი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო კავშირების თვალთვალი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება. ცნობილია, რომ ბაზა ანხორციელებდა დახურული სატელეფონი კავშირების მოსმენას, უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ბაზის მეთოდების გამოყენებით შეიქმნა საძიებო სისტემები ინტერნეტში, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურად. დღევანდელ დღეს ბაზა კვლავ აგრძელებს აქტიურ მოქმედებას და მისი საქამიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.