Archive for the ‘სამედიცინო…’ Category

რა არის ორგაზმი?!


ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი უმეტესობა ჩვენგანმა იცის. ისიც ვიცით, რომ ორგაზმი უკავშირდება რამდენიმე წამიან ფსიქო-ემოციურ და ამავე დროს ფიზიკურ სიამოვნებას. როგორც წესი ორგაზმით გვირგვინდება სექსუალური აქტი. თიმცაღა სექსუალური აქტის გარდა იგი შეიძლება განვიცადოთ: მასტურბაციის დროს, სხეულის ეროგენული ადგილების გაღიზიანებით და აგრეთვე ძილის მომენტში ეროტიკული სიზმრის ნახვის შემთხვევაში.

ორგაზმი კაცობრიობის დასაბამიდან, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და არც არასოდეს დაკარგავს რადგან ადამიანის მოდგმას ძლიერ იზიდავს ფიზიკური და ემოციური სიამოვნების განცდა. ორგაზმი კი სწორედ ასეთი სიამოვნების გვირგვინად არის მიჩნეული. ამ შეგრძნების შესახებ უამრავი მასალა მოიპოვება ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ ჩანაწერებში, გარდა ამისა არაერთ მწერალსა თუ პოეტს ეს შეგრძნება ხატოვნად აქვს ასახული საკუთარ ნაწარმოებში და მაინც რა არის ეს ზე-ნეტარებით აღსავსე შეგრძნება და რა რთული ფიზიოლოგიურ-ანატომიური თავისებურებები დგას ამ რამდენიმე წამიანი სიამოვნების მიღმა. შევეცდები უფრო ვრცლად ამის შესახებ პოსტში მოგახსენოთ.

ო რ გ ა ზ მ ი –ეს არის ადამიანის სქესობრივი პასუხის ციკლი. იგი წარმოადგენს სექსუალური აგზნების კულმინაციას, რაც დაკავშირებულია სიამოვნების და დაკმაყოფილების ძლიერ გრძნობასთან. ორგაზმი როგორც წესი მიიღწევა ეროგენული ზონების და სასქესო ორგანოების მექანიკური სტიმულაციის შედეგად. სქესობრივი კავშირის, ორალური სექსის, ანალური სექსის და მასტურბაციის დროს. ზოგიერთმა ორგაზმი შეიძლება განიცადოს, ძლიერი სექსუალური აგზნების დროს ყოველგავრი მექანიკური სტიმულაციის გარეშე. როგორც კაცებმა ასევე ქალებმა ორგაზმი შეიძლება განიცადონ ძილის მომენტში.

მამაკაცებში ორგაზმს, როგორც წესი თან ახლავს ეაკულაცია. ამ მოვლენას ჰქვია პოლუცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა მამაკაცის სასქესო ორგანოდან. ორგაზმი-ეს არის ცვლილებათა უმაღლესი ფაზა, რომელიც ადამიანს უნვითარდება სქესობრივი პასუხის ციკლში.

ო რ გ ა ზ მ ი ს     ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ა

ორგაზმის დროს აღინიშნება სუნთქვის გახშირება, გულის შეკუმშვის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს 180-მდე 1 წუთში, საგრძნობლად იმატებს არტერიული წნევა. გულის მუშაობის ასეთი რეჟიმი, შეგვიძლია შევადაროთ ექსტრემალურ ფიზიკურ დატვირთვას. ორგაზმის დროს ხშირია გულმკერდის და სახის კანის გაწითლება.

მამაკაცებში-ორგაზმს თან ახლავს, რითმული კუნთოვანი შეკუმშვები, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში და როგორც წესი მას მოჰყვება ეაკულაცია ანუ სპერმის ამოფრქვევა მამაკაცის ასოდან.

ქალებში-ორგაზმის ფიზიოლოგიურ საწყისს წარმოადგენს საშოს და ანალური ხვრელის ირგვლივ მდებარე კუნთოვანი ქსოვიილების რითმული შეკუმშვა. შეკუმშვებს შორის ინტერვალი შეადგენს 0,8 წამს და შეკუმშვათა რაოდენობა მერყეობს 3-დან 20-მდე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას განმეორებითი ირგაზმი, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა სქესობრივ კავსირებს შორის. ეს დრო ინდივიდუალურია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე და უფრო მეტიც.

გამოკვლევების თანახმად, მოზარდი ბიჭები და გოგონები, პირველ ორგაზმს განიცდიან 13-15 წლის ასაკში, ძირითადად მასტურბაციის შედეგად. თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც 6 წლის ბიჭმა ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესის დროს განიცადა ორგაზმიშტვის დამახასიათებელი კუნთოვანი ქსოვილის რიტმული შეკუმშვები, რასაც რათქმაუნდა სპერმის ამოფრქვევა არ მოჰყვა მისი არარსებობის გამო.

ქალთა  ორგაზმის  ფიზიოლოგიის  თავისებურებანი

გინეკოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ კლიტორის ის ნაწილი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, წარმოადგენს ამ ორგანოს ანუ კლიტორის მცირე ნაწილს, ხოლო მისი უმეტესი ნაწილი მოთავსებულია ქსოვილოვან სისქეში და არ ჩანს. კლიტორის სხეული იყოფა ორ ე.წ. მარჯვენა და მარცხენა ფეხად. ორივე ფეხი გადის მცირე სასქესო ბაგეებზე, აქვეა თავმოყრილი უამრავი ნერვული დაბოლოება.

1. ბოქვენი.   2.კლიტორის “კაპიშონი”.   3. კლიტორის სხეული.  4. მცირე სასქესო ბაგე.  5.დიდი სასქესო ბაგე.  6.შარდსადენი.  7.ვაგინა.  8. ანუსი…

 

მ ა მ ა კ ა ც თ ა   ო რ გ ა ზ მ ი ს   ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ი ს     თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ე ბ ა ნ ი

მამაკაცთა შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა. არ არის საჭირო რაიმე სპეციალური მეთოდიკა, ანუ ორგაზმის მიღწევა ხორციელდება მამაკაცის ასოს კანის გარეგანი სტიმულაციით ასოს სხეულზე და მის თავზე. ასოს თავში თავმოყრილია უამრავი ნერვული დაბოლოებია, სწორედ ამიტომარის იგი ძლიერ მგრძნობიარე შეხების მიმართ. ორგაზმს რათქმაუნდა თან სდევს ეაკულაცია. მამაკაცის ორგაზმის სისწრაფე დამოკიდებულია სექსუალური აქტის ხანგრძლივობაზე, იმაზე თუ როდის მოხდა ბოლო სექსუალური აქტი. რაც უფრო დიდი დროა გასული სექსუალური აქტიდან, მით უფრო მალე ხდება ორგაზმი და ეაკულაცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა ასოდან.

ს უ ბ ი ე ქ ტ უ რ ი   გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

როგორც წესი, მამაკაცებში, ორგაზმი ხანმოკლედ გრძელდება. სასიამოვნო შეგრძნება პიკს, მალე აღწევს და მალევე ქრება. რაც შეეხება ქალებს, იმ შემთხვევაში, თუ ქალმა საერთოდ მიაღწია ორგაზმს, იგი მამაკაცთან შედარებით უფრო ხანგრძლივია. ქალის ორგაზმის ხანგრძლივობამ შესაძლოა მიაღწიოს 30-60 წამს და ზოგჯერ უფრო მეტსაც, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. როდესაც ქალი განიცდის ორგაზმს, თავდაპირველად იგი გრძნობს შებოჭვის მსგავს შეგრძნებას მცირე მენჯის არეში, რასაც მოჰყვება, ძლიერი ბიძგისებური შეგრძნება კლიტორში და საშოს შიდა ნაწილში, საბოლოოდ კი ხდება სითბოს გამოყოყოფა და ტემპერატურის მატება რაც ვრცელდება მთელს ორგანიზმში. სითბოს გავრცეებას, თან ახლავს საშოს კუნტოვანი ქსოვილის უკონტროლო რიტმული შეკუმშვა.

ო რ გ ა ზ მ ი ს   ტ ი პ ე ბ ი

ქალების შემთხევვაში, ორგაზმი პირობითად დაყოფილია სამ ტიპად: 1.კლიტორული, 2.ვაგინალური და 3. საშვილოსნოს მხრივი. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, მამაკაცთა ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია ანუ სპერმის და პროსტატის სითხის ამოფრქვევა, ქალების შემთხვევაში კი გამოიყოფა სპეციფიური მცირედ ლორწოვანი სითხე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ორგაზმის აბსოლუტური სიზუზტით განმარტება დღეისათვის არ არსებობს, არსებული კვლევებით დასტურდება ის ფაქტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი ერთია, ორგაზმი წარმოდაგენს სიამოვნების მწვერვალს, რომლისკენაც გვიბიძგებს სექსუალური აგზნება.

ვისაც ეს შეგრძნება ჯერ არ გამოგიცდიათ, იცოდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით… :))






ჰემოფილია…


სანამ უშუალოდ პოსტის წერაზე გადავალ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული  აზრი იმის შესახებ, რომ ჰემოფილიის დროს ადამიანი შეიძლება დაიღუპოს უმნიშვნელო ნაკაწრით  მცდარია, ყველაფერ ამაზე უფრო კონკრეტულდა ქვემოთ მოგახსენებთ..

ჰემოფილია-ეს არის მემკვიდრული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კოაგულაციის ანუ სისხლის შედედების ფაქტორის დარღვევასთან. ამ დაავადების დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები სახსრებში, კუნთებში და შინაგან ორგანოებში. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სპონტანურად, მცირედი ტრავმის ან ჭრილობის შედეგად და აგრეთვე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, რასაც შესაძლოა ადამიანის დაღუპვა მოჰყვეს…

ჰემოფილიის დროს მკვეთრად იზრდება პაციენტის სიკვდილის რისკი თავის ტვინში ან სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში სისხლჩაქცევების შედეგად. პაციენტები ჰემოფილიის მძიმე ფორემბით განეკუთვნებიან ინვალიდთა ჯგუფს.

ჰემოფილია განპირობებულია კოაგულოპათიით ანუ სისხლის შედედების უნარის მკვეთრი დაქვეითებით.

როგორც უკვე იყო აღნიშნული ჰემოფილია ეს არის მემკვიდრული დაავადება, შესაბამისად იგი გენეტიკურად ვრცელდება, ჰემოფილიის განვითარება განპირობებულია  X-ქრომოსომაში ერთი გენის დეგენერატიული მუტაციით ანუ ცვლილებით.

გამოყოფენ ჰემოფილიის 3 ტიპს A, B და C ტიპებს…

ჰემოფილია A-(რეცესიული მუტაცია X-ქრომოსომაში). გამოწვეულია გენეტიკური დეფექტით, ამ დროს სისხლშიარ მოიძებნება სისხლის შედედებისთვის აუცილებელი ცილა ე.წ. VIII-ფაქტორის ცილა (იგივე ანტიჰემოფილური გლობულინი). ამ ტიპის ჰემოფილია ცნობილია როგორც კლასიკური ჰემოფილია და შემთხვევათა 80-85% გვხვდება.

ჰემოფილია B-გამოწვეულია IX ფაქტორის დეფექტით (ამ დროს ფიქსირდება რეცესიული მუტაცია X-ქრომოსომაში). ამ ტიპის ჰემოფილიის დროს არ ხდება თრომბის წარმოქმნა, ანუ ჭრილობიდან სისხლის დენის დროს ვერ ხერხდება მისი შეჩერება ვინაიდან კოლტი რომელიც ჭრილობას უნდ ადაეცოს და გააჩეროს სისხლდენა ვერ წარმოიქმნება.

ჰემოფილია-C-ამ ტიპის ჰემოფილიაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, ხშირად კლასიფიკაციაში არც კი მოიხსენიებენ, უნდა აღინიშნოს, რომ 90% შემთხვევაში ამ ტიპის ჰემოფილია გავრცელებულია ებრაულ ეთნიკურ ჯგუფში სახელწოდებით “აშკინოზი ებრაელები”… აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ტიპის ჰემოფილია კლინიკური სურათის მიხედვით მკვეთრად განსხვავდება A და  B ჰემოფილიისგან.

როგორვ წესი ჰემოფილიით ავადდებიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ქალები მხოლოდ მისი გადამტანები არიან, ანუ მუტაციური გენის გადამტანი ქალი აჩენს ან ჰემოფილიით დაავადებულ ბიჭს ან გადამტან გოგოს.

A და B ტიპის ჰემოფილიის დროს წამყვანი სიმპტომები ერთიდაიგივეა, ანუ მომატებული სისხლდენა ბავშვის დაბადების პირველივე თვეებში, ხშირად ვითარდება კანქვეშა და კუნთთაშორისი სისხლჩაქცევები, სისხლჩაქცევები სახეზე და მუცლის ღრუში. ამ ტიპის სისხლის დენა შესაძლოა გამოიწვიოს უმნიშვნელო ტრავმამ. როგორც პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, უნდა გვახსოვდეს, რომ უმნიშვნელო სისხლდენის დროს ჰემოფილიით დაავადებულებში სისხლდენა ისეთივე სისწრაფით ჩერდება როგორც ჯანმრთელ ადამიანში, პრობლემა ჩნება მაშინ როდესაც საქმე ეხება დიდ ჭრილობებს, მაგალითად ტრავმების დროს, კბილის ამოღების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის დროს და სპონტანურად აღმოცენებული შინაგანი სისხლდენი შემთხვევაში.

ჰემოფილიის დიაგნოსტიკა ხდება კოაგულოგრამის საშუალებით ანუ სისხლის შედედების დროის განსაზღვრით.

სამწუხაროდ დღეისათვის ჰემოფილია სრულ განკურნებას არ ექვემდებარება, შესაძლებელია მხოლოდ მისი კონტროლი სპეციალური ინექციით. ეს წამალი ახდენს სისხლში იმფაქტორის დამატებას, რომელიც აუცილებელია შედედებიშთვის. წამალი მზადდება ან დონორი ადამიანის სისხლის შრატისგან, ან ახორცილებენ მის ხელოვნურ მიღებას ქიმიური საშუალებით ცხოველის სისხლისგან.