Archive for the ‘ნოსტალგია…’ Category

ცხადში თუ სიზმარში… :)))


სასიამოვნო ნიავი მაღვიძებს, მზიანი დილაა, მამლის ყივილი და ჩიტების ჭიკჭიკი ერწყმის ერთმანეთს, ოთaხის ფანჯრები ღიაა და მასზე ჩამოკიდებული ფარდები ნაზად ირხევა, საათს დავხედე დილის 9 ხდება, არადა უფრო ადრე უნდა გამეღვიძა, ყოვეშემთხვევაში ასე მქონდა დაგეგმილი… სასწარფოდ წამოვხტი, ჩავიცვი და გავარდი აივანზე… ჩავირბინე კიბეები, ჩემი მეგობარი ნუკრი ღიმილით მიყურებს და მეუბნება ფრაზას, რომელიც ძალლიან ბევრჯერ მომისმენია: “ამდენი როგორ უნდა გეძინოს, რა გჭირს წერეთელი?” მიდი დროზე ისაზუმე, ყველა შენ გელოდებით, მეც სასწრაფოდ შევდივარ სამზარეულოში, არ მინდა, რომ ბევრი დრო დავკარგო, არც ვჯდები ისე ვსვამ ჩაის რომელსაც განსაკუთრებული სურნელი აქვს ყველის პატარა ნაჭერს ვაყოლებ უკვე მზდ ვარ …

დღე განსაკუთრებულად ნათელია, ირგვლი ყველაფერი ძალიან ფერადი, ჰაერი ძალიან სურნელოვანი, სამზარეულოდან გამოვედი, ყველანი ადგილზე ვართ, მანქანაში ჩავსხედით, და უკვე გზაში ვართ. ბევრს ვიცინი, რაღაცეებს ვყვებით, სასიამოვნი განწყობა იქმნება. ირგვლივ ულამაზესი პეიზაჟი, ხან ვჩუმდები და მანქანის ფანჯრიდან ვიყურები, ვათვალიერებ არემარეს, რომელიც არაერთხელ მინახავს, მაგრამ დღეს ყველაფერი რაღაც განსხვავებულია, უფრო ფერადი და უფრო მიმზიდველი… მივუყვებით მიხვეულ-მოხვეულ გზას, მარჯვნივ აყვავებულ ბუნებაში გაფანტული სახლებია, ერთ-ერთი სახლის სახურავი შევნიშნე, რომელზეც სულ მეცინება, თუნუქისგან გკეთებული ქონგურები და მამალი ადგას თავზე, მერე ისევ მარცხნივ ვიყურები, მწკრივში ევკალიპტის ხეებია ჩაყოლებული, ძალიან გაიზარდნენ ეს ხეები გუნებაში გავიფიქრე, არაერთხელ მინახავს, მაგრამ რაღაც უცნაური ფორმისანი მეჩვენებიან, თითქოს პირველად ვხედავ… ევკალიპტის მწკრივი დასრულდა, გზა გაფართოვდა უკვე ქობულეთში ვართ, გზას ვაგრძელებთ, გეზი ბათუმისკენ გვაქვს აღებული… აგერ ზღვაც გამოჩნდა, ზურმუხტისფრად მოელვარე, არ ღელავს, პირიქით ძალიან მშვიდია, ისეთი, როგორიც თითქოს არასდროს, ჩემი მეგობარი რაღაცას მეუბნება, უფრო სწორად ისტორიას მახსენებს, რომელზეც ძალიან მეცინება, არა შენი ბრალია ეგ ყველაფერი ვპასუხობ მე, ნუ იცი ჩემზე გადმობრალება… ჩვეული ირონიაა მისი მხრიდან ამ ფრაზას ისე ვამბობ თითქოს თავს ვიმართლებ… დრო უცბად გადის მანქანა შევანელეთ და გავჩერდით, თქვენ გადადით იყიდეთ რაც გინდათ, მანქანას ჩრდილში დავაყენებ და წამოგეწევით… გადავედით, პრინციპში ბევრი არაფერი გვინდა, ყველაფერი თან გვაქვს, სამწვადე გვაკლია, ბაზარში შევედით, ბევრი არ გვიძებნია მივაგენით ხორცს, ვიყიდეთ და უკან გამოვბრუნდით, ნუკრი შემხვდა რაღაც ეყიდა, თუმცა აღარ მახსოვს რა… დანარჩენები სად არიან? ვიკითხე, გარეთ გველოდებიან… გავედით ბაზრიდან ჩავსხედით მანქანაში და გზა განვაგრძეთ, მე ისევ ვიცინი და ნუკრის ვეკითხები ხომ ზუსტად იცი სადაც მივდივართ? ის ჩვეული ირონიით მპასუხობს არაა, ამაზეც მეცინება, ხომ ვიცოდი, რომ ასე მიპასუხებდა , რაღას ვეკითხებოდი, ცენტრალური გზიდან გადავუხვიეთ, აქაც ძალიან ლამაზი პეიზაჟი მარჯვნიდან და მარცხნიდან გზას უზარმაზარი მთები აკრავს, გადამწვანებულია ყველაფერი , გზა ვიწროვდება, მიხვეულ-მოხვეული ტრასით მივიწევთ წინ, და უფრო და უფრო ზემოთ ავდივართ მთებში, აქ პირველად ვარ, მაგრამ არა მემგონი ადრეც ვყოფილვარ გონებაში გავიფიქრე, მაგრამ ამაზე აღარ მიფიქრია, ფანჯარა ჩავწიე და სახე ნიავს მივუშვირე, აქაც რაღაც განსაკუთებული სურნელი მეცა, არ ვიცი კონკრეტულად რისი, თითქოს სხვა ჰაერია, მერე მარჯვნივ გავიხედე და შევნიშნე ნიშანი რომელზედაც წერია “ზემო-აჭარა-მახუნცეთის ჩანჩქერი”, მივხვდი რომ მოვედით, მანქანა მარცხნივ გადავაყენეთ და ადგილზე ვართ, მე ისევ ვიცინი, მანქანიდან გადმოვდივართ, ყველაფერი ამოვიღეთ საბარგულიდან, ახლა ცოტა ფეხით უნდა გავიაროთ რომ ნაკრძალში შევიდეთ, ჩანჩექერის ხმა მესმის, გამოჩნდა კიდეც, ძალიან სიგრილეა, თითქმის სიცივე, წყალი ხომ ძალიან აგრილებს, მაგრამ ადგილი ულამაზესია, სიამოვნებისგან ვგრძნობ, რომ ვიცინი, მეღიმება, ირგვლივ ვიყურები, მაღალ მთეში ჩაფლული წალკოტია, გუნებაში გავიფიქრე, ჩანჩქერთან მივედით და ჩამოვჯექით, ძალიან მცხელა, თუმცა ცოტახნისწინ მციოდა, წყალთან მივედი და ხელი ჩავყავი, გასაოცარია, ამსიმაღლე ჩანჩქერი, ასე სწრაფი მდინარე და წყალი თბილია, არ ველოდებოდი, რატომღაც პატარა ბავშვივით რომელიც დედისგან ნებართვას მოელის, ისე გავხედე ჩემს მეგობარს და ვუთხარი: “აუ წყალში მინდა ჩასვლა” რაზეც სიცილი მივიღე პასუხად, მერე მეც გამეცინა, გავიძრე ტანსაცმელი და წყალში ვარ, რაღაც არაბუნებრივმა გრძნობამ დამიარა, ვერ მივხვდი როგორმა, ახლაც მიჭირს სიტყვებით გადმოცემა, ძალიან სასიამოვნო გრძნობა მეუფლება წყალი ტანზე მელამუნება და თითქოს, პირველად ვცურავ, ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნება მიპყრობს, მერე იმ მწვერვალს ავხედე საიდანაც ჩანჩქერი სათავეს იღებს დიდხანს ვუყურე, იგივე განცდა დამეუფლა, რაც დილით სანამ სახლიდან გამოვედით, თითქოს ყველაფერს სხვა ფერი აქვს, ყველაფერი ძალიან ხალასია, მკაფიო და წარმტაცი, თითქოს უცხო და თითქოს ძალიან ნაცნობი, ვგრძნობ, რომ მცივა, წყლიდან ამოვედი და ჩემს მეგობრბეს შევუერთდი, ბევრს ვლაპარაკობთ, ვიცინით, ვკამათობთ, მაგრამ სასიამოვნოდ, ვგრძნობ იმას თუ როგორ მიმძაფრდება შიმშილის გრძნობა… ნუკრი მომიტრიალდა და მკითხა წერეთელი საზამთრო არ გინდა? გამეცინა და თანაც გულიანად… ტელეფონმა დარეკა თვალი გავახილე, მივხვდი, რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ ძალიან რეალური, ისეთი, როგორიც აქამდე არასოდეს მინახავს , ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ იტყვიან სიზმარში იყო თუ ცხადში ვერ მივხვდი 🙂 მაგრამ ყველაზე უცნაურს ახლა გეტყვით, ამბავი რომელიც ზემოთ აღვწერე 2009 წლის ზაფხულში ნამდვილად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მეგობართან ვისვენებდი ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, ვიცოდი რომ ბათუმიდან არც ისე შორს “მახუნცეთში” იყო ჩანჩქერი, ხოდა მეტი რა მინდოდა, სასწრაფოდ ორგანიზება გავუწიე ამ ამბავს და წავედით, სულ 7 ადამიანი ვიყავით და ნამდვილად დაუვიწყარი დრო გავატარეთ…

ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რამ განაპირობა ასე დეტალებში მენახა სიზმარი, რომელიც არც ისე დიდიხნის წინ ცხადში გამოვცადე, რეალობასა და სიზმარს შორის განსხვავება, მხოლოდ ის იყო, რომ როცა რეალურად ვიყავი მაშინ წყალში არ ჩავსულვარ :))) , საუბრის ზუსტ დიალოგებს ვერ ვიხსნებ და როგორც ზემოთ წაიკითხეთ ყველაფერი ძალიან მკაფიო იყო, ძალიან ფერადი და ირგვლივ განსაკუთრებული სურნელი იდგა, ისეთი, როგორიც სხვა  დროს არ მიგრძვნია… თუმცა გარკვეულწილად ნათელია ჩემთვის ასეთი გამძაფრებული გრძნობების თუ შეგრძნებების მიზეზი არის ერთგვარი ნოსტალგია, უკვე მეორე წელი დაიწყო რაც საქართველოში არ ვარ ამიტომ ბუნებრივია ის, რომ მენატრებიან მეგობრები და გონებაში ძალიან ხშირად ტრიალებს ის მომენტები რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ტვინმა დაგროვილი ინფორმაცია ქრონოლოგიურად დაალაგა და მერე როგორც სასიამოვნო კინო, თითქმის 100%-იანი სიზუსტით მანახა, ძალიან ვისიამოვნე, რათქმაუნდა ერთგვარად სევდა შემომაწვა გამოღვიძების შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პოზიტიური განწობა შემიქმნა… უფრო კარგად, რომ შევძლო ჩემი შეგრძნებების თქვენთვის გაზიარება აქვე მივამაგრებ 2009 წელს მახუნცეთში გადაღებულ სურათებს  ოღონდ ეს ცხადია სიზმარი არ გეგონოთ :)))))………..

ესეც “მახუნცეთის ჩანჩქერიი… :)))

ჩემი სიზრის გმირები :)) მე, ნუკრი, სოფო, ინგა….

მარცხნიდან : ნუკრი, ჯაბა, თემო და მე :))) სურათების უკეთესი ხარისხით სანახავდ დააწკაპუნეთ სურათს :))ნუკრი მე და სოფოოო :))))