რა კავშირშია “ფეისბუქის” სტატუსი სექსის არქონასთან… კრიტიკული პოსტი გოგონებს…


ბოლო რამდენიმე დღეა მინდოდა პოსტის დაწერა, ერთობ საჭირობოროტო თემაზე, კერძოდ  ქართულ მენტალიტეტზე რომელიც ეხება  ქორწინებამდე სექსს და ე.წ. ქალიშივილობის ინსტიტუტს, მართალია ამ თემაზე უამრავი პოსტიც მოიძებნება და თემატიკა შესაძლოა ამოწურულადაც მივიჩნიოთ, თუმცა მაინც მსურს ჩემეულ პრიზმაში მოვაქციო რამდენიმე საკითხი.

დღეს 14 თებერვალია, “წმინდა ვალენტინის” ანუ იგივე სიყავრულის დღედ მიჩენეული თარიღი. თავს არ მოგაბეზრებთ და საკუთარ შეხედულებას არ მოაგხვევთ თავზე რა აზრის ვარ უშუალოდ ამ დღესთან დაკავშირებით, იმას კი ნამდვილად არ დავმალავ, რომ ისეთი ძლიერი გრძნობის აღასანიშნავად როგორიც სიყვარულია, რაიმე დღის მიძღვნა ზედმეტად ბანალურად ჟღერს, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ არის აუცილებელი ჩემს შეხედეულებას იზიარებდეთ… ჩემის აზრით, ადამიანი რომელიც არის შეყვარებული ნამდვილად არ უნდა საჭიროებდეს ერთ კონკრეტულ დღეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი 14 თებერვალს შემოიფარგლოს განსაკუთრებული ქმედებებით, მას ამის საშუალება ყოველდღე აქვს, ამიტომ როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, რათქმაუნდა თუ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი ყოველგვარი თარიღების გარეშეც უნდა გამოხატონ საკუთარი გრძნობები ერთმანეთის მიმართ. ეს საკმაოდ გრძელი შესავალი, ჩემი პირადი აზრია, ისიც ვიცი, რომ უმეტესობა არ გაიზიარებთ და უფრო მეტიც გამაკრიტიკებთ, ჰოდა სწორედ მათ ეხება ეს პოსტი ვისაც კრიტიკა უყვარს…

გადავალ საქმეზე. მანამდე კი ხაზს გავუსვამ , რომ ეს პოსტი უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, იმედია მაპატიებთ მდედრებო :)…

ბოლო ორი დღეა, ჩემი და ალბათ თქვენი “ფეისბუქის” ე.წ. კედელი აივსო დრამატული სტატუსებით, რომელიც ძირითადად ეხება იმას თუ როგორი დაჩაგრულები არიან გოგონები იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ ფასდებიან მამაკაცთა მხრიდან. არ მინდა კონკრეტულად რომელიმე სტატუსი მოვიყვანო, ზედმეტად, რომ არ ვაწყენონო რომელიმე თქვენთაგანს, მაგრამ ზოგადად აზრს დავაფიქსირებ… უბრალოდ არ მესმის 18-დან  25 წლამდე და ზოგ შემთხვევაში, უფროსი ასაკის ქალებიც როგორ უნდა წუწუნებდეთ იმაზე, რომ სიყვარული გაკლიათ.  თქვენი გულისტკივილი შესაძლოა მეგობარს გაანდოთ, მაგრამ “ფეისბუქის” კედელზე ქვითინით თუ უშველით საკუთარ თავს? თუ დაფიქრებულხართ რა არის სიყვარული? რატომ გიჩნდებათ სურვილი იყოთ შეყვარუბული ან უყვარდეთ ვინმეს? თუ გიფიქრიათ სად გადის ზღვარი სიყვარულის სურვილსა და სექსუალური კონტაქტის სურვილს შორის?

ამ შეკითხვებზე მანდილოსნების უმეტესობა ერთხმად მიპასუხებს, რომ რათქმაუნდა უფიქრიათ და კიდევ დიდხანს იფიქრებენ, მაგრამ დააყოლებენ, რომ მათი უსიყვარულოდ და უსექსოდ დარჩენის მიზეზი არის “სინსილა გასაწყვეტი” მამაკაცები, ჰო, სწორედ მამაკაცები არიან დამნაშავენი იმაში, რომ ქალი საკუთარი უაზრო საქციელის გამო რჩება მარტოსული და ეული და მაინც ეს იმიტომ, რომ “ყველა კაცი უვარგისია”…🙂 და მაინც სასაცილოა, თუ ყველა კაცი უვარგისია რატომ გინდათ უყვარდეთ მამაკაცს და ყურადგება არ მოაგაკლოთ და თქვენ როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი რას აკეთებთ იმისათვის, რომ საყვარელი მამაკაცი შეინარჩუნოთ, ანუ ასიამოვნოთ? რათქმაუნდა ამ შეკითხვებზე ყველა ქალი მაშინვე იტყვის, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, სასიყვარულო იდილია, რომ შექმნან, მაგრამ რადგან ისევ კაცია დაუნახავი, უმადური, გულქვა და ცივი (ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი ლექსიკონიდან რითიც მამაკაცებს ამკობთ ქალბატონები თუ საქალბატონეები), ქალების მცდელობა მაინც კრახით სრულდება… არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მამაკაცთა მოდგმა უნაკლო და იდეალურად წარმოვაჩინო, რათქმაუნდა მამაკაცებიც არიან დამნაშავენი ბევრ რამეში, მე ცოტა მოგვიანებით მხოლოდ ერთ მიზეზს დავასახელებ რაშიც კონკრეტულად ქართველ მამაკაცთა ჯერ კიდევ 60-70%-ი დამნაშავეა ქართველ ქალთან მიმართებაში, მაგრამ იმედი მაქვს შეძლებისდაგავარად მალე მოგვარდება ეს პრობლემა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამის ტენდეცია უკვე შეინიშნება.

ვუბრუნდები ახალგაზრდა თაობის გოგონებს  მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ: რადგან თქვენი ასაკი არ აღემატება 40 წელს, თქვენ რეალურად ვერ გექნებათ სიყვარულის, როგორც ამ კონკრეტული გრძნობის ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, დიახ ხაზს ვუსვამ “მოთხოვნილება” ერთ-ერთი ამერიკული ფსიქოლოგიური საზოგადოების მკვლევარებმა ჩაატარეს  გამოკვლევა და დაადგინეს , რომ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ქორწინებამდე სექსი  უმეტესად მიუღებელია და სადაც მანდილოსნების  ვაგინაზე გადაკრულ 5-დან 10სმ-მდე  საქალწულე აპკს ბრილიანტის ფასი ადევს(მაპატიეთ გამოხატვის თავისუფლება) მანდილოსნების უმეტესოაბა სექსის უქონლობასა და სიყვარულის უქონლობას ერთმანეთთან აიგივებს. ასე, რომ ქალბატონებო, თუ თქვენ ხართ 30 წლამდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებით საქალწულე აპკს, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ სიყვარული კი არა უპირველესად სექსი გაკლიათ. ამიტომ, ნუ დააბრალებთ მამაკაცებს იმას, რომ ისინი არიან უვარგისები, რათქმაუნდა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბევრი თქვენგანი სიამოვნებით გამიხეთქავდა თავს, მაგრამ უნდა აიტანოთ სიმართლე, ნუ თუ მაინცდამაინც ცივი წყალი შეიპკურეთ, გამოგიყვანთ მდგომარეობიდან და მეც ცოტას დაგამშვიდებთ, სწორედ ახლა დავწერ იმას რაშიც ქართველ მამაკაცთა, სამწუხაროდ ჯერ კიდევ უმრავლესობას არ ვეთანხმები. მამაკაცებო, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, ნამდვილად ასე ძვირფასია თუ არა საქალწულე აპკი?  ნამდვილად ღირს თუ არა ქალმა შეინახოს თავი უმწიკვლოდ მანამ სანამ არ გათხოვდება? თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე გეტყვით, რომ ჩემთვის გოგონა ქალიშვილი იქნება თუ არა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არ იფიქროდ, რომ მანდილოსნის მორალურ მხარეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ეს არ მიგულისხმია, არც იმის მომხრე ვარ, რომ გოგო რომელიც ცოლად გსურთ მოიყვანოთ მაპატიეთ და ათას ყ….ზე გადამხტარი უნდა იყოს, მე უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ქალსაც აქვს უფლება ჰქონდეს სექსუალური მოთხოვნილება და თუ მას სექსი ქონდა სხვა კაცთან ქორწინებამდე, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, რომ მის ღირსებას და მორალურობას ხაზი გადავუსვათ. ის ფაქტი, რომ გოგონა არ არის ქალიშვილი არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოზია, ასეთ აზროვნება ერთ უჯრედიანობამდე დადის. ჩემთვის პირადად იმაზე დიდი ბოზობა არ არსებობს, როდესაც კაცი მოიყვანს ქალს ცოლად და პირველი ღამის შემდეგ გაბადრული სახით გამოვა საძინებლიდან და სიამაყით განაცხადებს, რომ მისი ცოლი ქალიშვილი იყო, მაგრამ სინამდვილეში გოგონას გარდა ვაგინალური ხვრელისა ორალური და ანალური ხვრელები გაცვეთილი აქვს ჰო, მაპატიეთ, მაგრამ ეს დღევანდელი ქართული რეალობაა, ან კიდევ უკეთეს შემთხვევაში საქალწულე აპკი ჰქონდა გამოკერილი :)აქ დავამთავრებ მამაკაცთა კრიტიკას, ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამდეროვედ მოაზროვნე ბიჭისთვის ეს პრობლემა წარსულში დარჩა, ასე გაგრძელდება  და საბოლოოდ ცივილურ სახეს მიიღებს საზოგადოება.

მაგრამ მანამ ისევ თქვენ გიბრუნდებით გოგონებო,  “ფეისბუქის” კედელზე მოთქმა-გლოვა-გოდებას, სჯობს თანამედროვე აზროვნებაზე გადახვიდეთ, ნუ მოითხოვთ, რომ ბიჭმა ცოლად უნდა მოგიყვანოთ აუცილებლად მასთან, რომ სექსი იქონიოთ, ნუ დაუსიებთ მამაკაცებს ყვერებს, (მაპატიეთ პირდაპირობისთვის) და ნუ დაისველებთ თქვენც დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს ზედემეტი აგზნებისგან, ექიმი ვარ და დამიჯერეთ ეს საკამოდ დიდ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს ორგანიზმს… ამიტომ, იყავით შედარებით თავისუფლები, დასძლიეთ კომპლექსები და იყოლიეთ სექს-პარტნიორი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიადვილებთ ცხოვრებას🙂, ამის შემდეგ სიყვარულის დღეს და ზოგადად სიყვარულს, ნამდვილად განსხვავებულ პრიზმაში დაინახავთ🙂, შესაბამისად “ფეისბუქის” კედელებიც აივსება, სასიხარულო სტატუსებით და მიხვდებით, რომ თქვენ სიყვარული მოთხოვნილება კი არა სექსის მოთხოვნილება გქონიათ, რომელიც ძალიან მარტივად მოგვარებადია.

პოსტის ბოლოს მინდა კვლავ დავუბრინდე ამერიკულ ფსიგოლოგთა საზოგადოებას და გითხრათ, მკვლევარების თანახმად, როგორც მანდილოსანს, ასევე მამაკაცს, სივარულის როგორც გრძნობის მიმართ მოთხოვნილება უჩნედება 40 წლის ასაკიდან, მაშინ როდესაც სექსუალური ვნებები მეორე პლანზე გადადის და თავს იჩენს ოჯახის და შვილის ყოლის სურვილი :)…  ასე, რომ დაფიქრდით რა უფრო უკეთესია, გქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება და მიიღოთ ყველაფერი თავის დროზე, თუ გათხოვდეთ 16 წლის ასაკში სექსის სურვილის გამო  და 2 თვეში დაანგრიოთ ოჯახი, სამაგიეროდ განქორწინებულის სახელი გექნებათ🙂 თუმცა დამავიწყდა თქვენ  ხომ სახელს უფრტხილდებით…🙂

მოკლეთ, მე შევეცადე ჩემი პოზიცია გამომეხატა და პოსტის დასასრულს მსურს მოკლეთ შევეხო გოგონების იმ კატეგორიას, რომელებიც “ფეისბუქის” კედელს მოთქმა-გოდებისთვის იყენებს და მათ შორის გამოვყო ფრიად საინტერესი ფენოტიპი, ანუ მრავლად არსებობენ გოგონები, რომლებიც ე.წ. მდარე ხარისხის ინტრიგის გამოწვევის მიზნით “ფეისბუქის” კედელზე დადებენ სტატუსს, მაგალითად ასეთს :  ” დამთავრდა”……      “ამას რა მომაფიქრებდა”……    “ნაძირალაა”….. “ასე რატომ მომექეცი”….. და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ საბაბი იმისა, რომ გამოიწვიონ ინტერესი და მეგობრების მხრიდან მიიღონ დამამშვიდებელი  ფრაზები:)) მე ასეთ გოგონებთან შეკითხვეა მაქვს: უკაცრავად მაგრამ მაზოხისტები ხართ? :))) არ გიფიქრიათ, რომ თქვენც სექსი გინდათ და ისეთი აზრობრივი დეგრადაცია განიცადეთ, რომ საკუთარი ტყუილის თვითონვე  გჯერათ?  არადა გამოსავალი ასე მარტივად ხელმისაწვდომია და ბიჭებს უბეებში უდევთ…:)) ხოდა გამოიყენეეთ და ნუ გადაგვარდებით :))…

ველი თქვენს “ფეისბუქზე” სასიყვარულო, რომანტიულ და სექსუალურ სტატუსებს….

პატივისცემით კახა….     (პოსტს ვუძღვნი ჩემს მეგობარს, რომელიც ვიცი, რომ ძალიან იხალისებს) ამიტომ თქვენც გაერთეთ და შეეცადეთ მსუბუქად და ამავდროულად სერიოზულად აღიქვად რაც წაიკითხეთ!!!….

49 responses to this post.

  1. იეეე ^_^
    არც ერთი სავალენტინო სტატუსი არ მქონია, არც წუწუნა და არც სიხარულიანი :დ
    უგრძნობი ვარ?:დ

    Reply

  2. თუ ყველა კაცი უვარგისია რატომ გინდათ უყვარდეთ მამაკაცს და ყურადგება არ მოაგაკლოთ ? << მარტო ამ ფრაზისთვის ღირდა ამხელა პოსტის წაკიტხვა😀

    Reply

  3. სიტყვა ”აპკი” უკვე შემზიზღდა… : /

    Reply

  4. რამდენი სიმართლეა ყოველივე ზემოთთქმულში🙂

    Reply

  5. შეთხზული სტატუსები❤
    მაგალითად:
    ვაღიარებ, ბისექსუალი ვარ :(ც) ხახიტო :დდდდდდდდდდდდ

    Reply

  6. პრინციპში, გეთანხმები, მაგრამ ისეც არაა, რომ სექსი გვაქვს და ვსო, ყველა ბედნიერია )) პრობლემები მერეც მრავლადაა ურთიერთობაში.

    Reply

    • რასაკვირველია, პრობლემები მერე უფროა, მაგრამ მე ამ კონკრეტულ საკითხზე გავამახვილე ყურადღება, რასაც სექსის ნაკლებობა ჰქვია🙂, მადლობა…

      Reply

  7. Posted by vikovikuna on February 15, 2011 at 9:37 am

    ცოტა გაოგნებული ვარ… ამ პოსტის დამწერი არასწორად აფასებს შექმნილ ვითარებას… იმაზე არ გიფიქრიათ ბატონო ავტორო რომ სექსუალურად დაკმაყოფილებული ქალბატონების სტატუსებზეც მსგავს ფრაზებს ვკითხულობთ? ასე რომ შეეშვით უაზრო კრიტიკას

    Reply

    • მიყვარს ისეთი სერიოზული მკითხველი, როგორიც თქვენ ხართ :)) საქმე იმაშია, რომ როდესაც მამაკაცთა ურთიერთობაში მყოფი ქალი წერს მსგავს სტატუსს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს წყვილს შორის არსებულ პრობლემასთან, რაც საერთოდ სხვა თემატიკაა, ვიდრე ამ პოსტში მოყვანილი აზრები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება გამუდმებულ წუწუნეს, რომ არ უმართლებთ და ეს ყველაფერი კაცის ბრალია, თანაც მაშინ როდესაც ცხოვრებაში მამაკაცთან ნორმალური ურთიერთობა არც კი ქონიათ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სექსის ნაკლებოობასთან…🙂

      Reply

  8. ანუ გოგოების უბედური სტატუსები სექსის ნაკლებობის ბრალია? :დ
    რაღაც რაღაცებში შეგეკამათებოდი მაგრამ ნუ ენივეი გეთანხმები : ))) უბრალოდ მომბეზრდა ამ თემების ღეჭვა… რამდენიმე წლის წინ ჩემს სინორჩეში მახსოვს ასეთი ამაბავი როგორც ახლა რელიგიაზე და ქალიშვილობაზეა ატეხილი, რეპზე და როკზე იყო :დ:დ:დ ლოლ ხოცავდნენ ერთმანეთს და მაშინ ისეთ მარაზმად მიმაჩნდა… ისე ამ სიტუაციას კი ჯობდა… ერთმანეთს თეთრეულში მაინც არ ვუძვრებოდით : )))

    Reply

    • ალუკარდ :)))))))))) შენ სწორად აღნიშნე, კი ის სტატუსი, რომელიც ეხება იმას თუ გოგო როგორი უბედურია, იმიტომ, რომ მას ურთიერთობაში გამუდმებით არ უმართლებს ეგ ყველაფერი უკვე ნამდვილად უსექსობის ბრალია, აბა ერთი და იგივე სტატუსი, რომ 900-ჯერ დაიწერება, რა უნდა ახლა იმ გოგოს :))))))))))))))))))))))))))????

      Reply

  9. Ara ra shematye axla ukacobis? :D:D:D:D:D sad naxe chemi statusi sadac kacebs vcyvet a? :D:D:D guli damcyvite am postit ara da mainc like😀

    Reply

  10. როგორ მეზარება ხოლმე ამხელა პოსტის წაკითხვა😐 თანაც ერთი და იგივეს ტკეპნაა მარტო😐

    კაცებიც კარგები არიან, სექსიც კარგია, ქალიშვილებიც და ის მოქვითინე გოგოებიც ფეისბუქზე. ყველას თავისი + და – აქვს და ხაზის გასმა რაიმესთვის არაა საჭირო. იყვნენ და იწუწონონ, თ ნერვებს/ხელს გიშლიან დააჰაიდე და ეგაა ^_^

    Reply

  11. პრინციპში, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ეს ქალების “სუსტი სქესით” მოხსენიების იდეა არ მხიბლავს დიდად და თანც, ყველფერი მარტო სექსი არ არის და 40 წლამდე სიყვარული არარსებობსო, ეგეც კიტხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა 80%-შ ალბათ მასეა. მაგრამ თუ ცავთვლით, რომ ერთი მხრიდან დანახული სინამდვილეა, მაშინ საკმაოდ ობიექტურად არის დანახული

    Reply

    • დიდი მადლობა, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირე, თუმცა კორექთირება მინდა გავაკეთო, არასწორად გაიგე, მე არ დამიწერია, რომ 40-წლამდე სიყვარული არ არის, მე დავწერე, რომ 40 წლამდე სიყვარულის, როგორც ამ კონკრეტული გრძნობის მოთხოვნა უბრალოდ ჩამოყალიბებული არ არის …🙂 მადლობა კიდევ ერთხელ🙂

      Reply

    • ფსიქ, ტყუილად კი არ გითხრა ბებიაშენმა ქალურობა გაკლიაო :დ

      Reply

  12. 40 wlis asakidan siyvarulis motxovnilebaze verc shen dagetanxmebi da verc amerikelebs🙂 yvela kvlevas tavisi limitation aqvs da sheuzlebelia mtel mosaxleobaze ganazogado ragac 1 an tundac 10 kvlevis shedegi. Sikvarulis motxovnileba zaan individualuri ramea, zogs arc 40 wlis mere ar uchndeba.

    Reply

    • რათქმაუნდა ნაწილობრივ გეთანხმები, აბსოლუტური არაფერია და ყველაფერს შედარებითობა ახასიათებს, გამოკვლევა ნამდვილად არის საღ აზრთან ახლოს, გამოკვლევის პროტოკოლში საუბარია სიყვარულის როგორც ურთიერთობის მოთხოვნილებაზე და უამრავი კრიტერიუმია მოყვანილი, ეგ რომ ჩემოვწერო ერთი ახალი პოსტი გამოვა…🙂 მადლობა რომ შენი აზრი დააფიქსირე…

      Reply

  13. xo, ravi, martali xar ertis mxriv, kargia sexualuri partniori da myavs, mara kide ragac ro gvinda?? ragac ufro meti vidre chaixada -gaatava- aicia!! facebookze statusebi ki zedmetia martla. :))

    Reply

    • არა ჩაიხადა, გაათავა აიწია, ანუ ინსტიქტების დაკმაყოფილება არ მიგულისხმია მხოლოდ… თუმცა სექსი მაინც მასე გამოდის :))))))))))))))

      Reply

  14. Posted by გველი on February 15, 2011 at 1:14 pm

    hm….რა ფრენდობა გყავს ამისთანა?!….

    Reply

    • :)))))))))))))))))))))))))))) ვერ ავუდივარ ნოჩურას ღნავილს და მოთქმას :)))))))))))))) სტატუსებს დადებს ხოლმე ისეთს, რომ დამდენიმე დღე ვალოკორდინით დავდივარ :))))))))))))))))))

      Reply

  15. რატომღაც ხელოვნურად ვებღაუჭებით იმას, რომ საქართველოში სექსის თემა მტკივნეულია და შემდეგ გვიკვირს გაჩენილი კომპლექსების. განა შეიძლება არ წარმოადგენდეს პრობლემას და ყველა თავის არჩევანში თავისუფალი იყოს მაშინ როდესაც ყველგან სადაც ხელი მიუწვდებათ ამ თემაზე წერენ (გინდაც სუპერ თანამედროვე აზროვნებით და გინდაც ჩამორჩენილი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველი ახალი გამოხმაურება ამ საკითხის ირგვლივ თემას უფრო პრობლემატურსა და განსახილველს ხდის). რატომღაც არჩევნის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ მუდმივად, თუმცა ჩვენი შეხედულებისამებრ მოწოდებებს არ ვიშურებთ. ვისთვისაც ძვირფასია ეს აწ უკვე ყელში ამოსული ქალიშვილობა, თუმცა ამასთან სურს წუწუნი იმაზე, რომ ვერ პოულობს კაცს, რომელთანაც სექსიც ექნება და ოფიციალური სტატუსიც, იწუწუნოს, რადგან ასე უნდა იწუწუნოს და რადგან ასე მიაჩნია საჭიროდ, თუ ეს ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია პოსტში მოხსენიებულ ცივი წყლის ხერხს შეუძლია მიმართოს, ხოლო ვინც პირიქით ფიქრობს და ბედნიერია სექსუალური ცხოვრებით, ალბათ აჯობებს მივცეთ უფლება ბოლომდე დატკბნენ და მათი ცხოვრების მუდმივად განხილვით არ ვიყოთ დაკავებული. მაშინ როდესაც სადაც ქალიშვილობა იქნება ნახსენები იმ სტატიას, ნააზრევს, თუ სტატუსს აღარ წავიკითხავთ და ვიტყვით, რომ ეს არ არის აქტუალური ვინაიდან არსებობს თავისუფალი ნება, მაშინ გვეშველება. რატომღაც ამ თემაზე წერა ძალიან აქტუალურია და ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც ეს ხშირ შემთხვევაში იძლევა საშუალებას ყველამ ერთხმად დავაფიქსიროთ საკუთარი ოცდამეერთესაუკუნისეული თავისუფლება და ისევ რაღაც დადგენილ სტანდარტებში და ჩარჩოებში მოვექცეთ😐

    Reply

    • ძალია დიდი მადლობა, ამხელა კომენტარისთვის, ეს მართლაც ნიშნავს, რომ პოსტი აქტუალურია და ამავდროულად ბევრი ადამიანის შინაგანი ბუნება გააღვიძა, დაგეთანხმებით იმაში, რომ არჩევანის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოანია, სწორედ ეს არის ამ პოსტის საფუძველიც, მეც როდესაც ვწერდი, არჩევანის თავისუფლებას ვიყენებდი. რაც შეეხება ჩემს გაღიზიანებას “ფეისბუქის” სტატუსებთან დაკავშირებით, მსურს გითხრათ, რომ ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი ფსიქოლოგია, შესაბამისად ძალიან კარგად ვანსხვავებ, როდის წუწუნებს გოგონა საფუძვლიანად და როდის ქმნის ამის იმიტაციას… ამიტომ თუ ვინმემ სტატუსი დაწერა მაშინ, როდესაც მასე ეს რეალურად სჭირდებოადა ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამით ყურადღებას ითხოვს და ამავდროულად ე.წ. აქტუალურ დღეს 14 თებერვალს უძღვნის “ბრძნულ” ნააზრებს, დამიჯერეთ ასეთ დროს დომინანტია მხოლოდ სექსის სურვილი :)… კიდევ ერთხელ უღრემსი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის…🙂

      Reply

  16. როდესაც აზრის დაფიქსირების სურვილი მიჩნდება ვრცელ კომენტარებს არასოდეს ვიშურებ, თანაც ეს არც თუ ისე დიდი ხნის სამუშაო პროცესია🙂
    რაც შეეხება პოსტის აქტუალურობას ამაზე მეტყველებს ის, რომ ზოგადად ნაწერები, რომლებიც მიძღვნილია ამ თემისთვის ყოველთვის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ეს პოსტი პირადად ჩემთვის აქტუალური იყო არა იმიტომ, რომ ქალიშვილობის თემას მივიჩნევ აუცილებელ განხილვის საგნად არამედ იმიტომ, რომ უკვე გამაღიზიანებელია ამ ათასჯერ გადაღეჭილი საკითხის კიდევ ერთხელ სადისკუსიოდ გამოტანა (თუმცა რაღა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ ჩემი პოლემიკაში ჩაბმა, ხელშემწყობი ფაქტორია იმისთვის, რომ აღნიშნული თემა კიდევ უფრო აქტუალურად ჩათვალოს მავანმა,რისთვისაც გულწრფელ მწუხარებას ვაფიქსირებ :D). რაც შეეხება ვალენტინობის დღეს პროვოკაციული სტატუსების წერას, ეს ალბათ ძირითადად თინეიჯერი ასაკის ადამიანებს ეხებათ, მათ ვის მეგობრებსაც შეყვარებულებმა 1 ვარდი და დათუნია აჩუქეს, შესაბამისად გაუჩნდათ სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ იგივე მდგომარეობაში. ეს ბუნებრივიცაა და უშუალოდ საქართველოსთან (აღმ.ევროპა, აზიასთან) მეეჭვება კავშირი ქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად განსაკუთრებულად აღნიშვნად რომანტიულ დღეებში მარტო მყოფ ადამიანებს უჩნდებათ ანალოგიურ მდგომარეობაში ყოფნის სურვილი, დათუნიისა და ტკბილეულის მიღება, ვახშამი სანთლის შუქზე და ა.შ. და თუ ასეთი სტატუსის დაწერის შემდეგ მათ მიზანს მიაღწიეს და საბოლოოდ თავს ბედნიერად შერაცხავენ ე.ი. ეს ამად ღირდა და ჩვენი საქმე არ არის, ყველა თავის ჭიას ახარებს.
    ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს მრავალჯერ დახატული შემაშფოთებელი რეალობა დიდი ხანია აღარ არის საქართველოში და ძალიან ცუდია, რომ ასე ჯიუტად ვებღაუჭებით, ხოლო თუ ვიღაცას უარი უთხრეს სექსუალურ კავშირზე იმიტომ, რომ ამის სურვილი არ ქონდათ ეს ჯერ კიდევ არ არის იმის საფუძველი, რომ ამ ადამიანმა ხმის გამაძლიერებელი დაიჭიროს და საქვეყნოდ იყვიროს, რომ საქართველოში სექსი არ არსებობს, რომ დავიღუპეთ.

    არაფრის ვრცელი კომენტარისთვის :)))))

    Reply

  17. წყარო დაიდოს!

    Reply

  18. კარგი იყო :))
    მიუხედავად იმისა რომ მეც მაგ სუსტ სქესს მივეკუთვნები, გეთანხმები ყველაფერში.
    ამოვიდა ყელში ეს უაზრო და შეფარული”ყურადღება მომაქციეეეეთ!” სტატუსები.
    “ისევ მარტო ვხვდები ამ დღეს :(((((” კომენტარი: “რატომ ელენე, საყვარელო?” პასუხი: “იმიტომ რომ… ჩათში მოგწეეეეეეერ.” სხვა კომენტარები: “მიყვარხააააააარ, არ ინერვიულოოო!”; “ვინმე უკეთესიც გამოჩნდებააა! არ იყო ეს შენი ღირსიიიიი! :@”…

    ფუუუ, გულს მირევს!

    Reply

    • გეთანხმები რათქმაუნდა :)))))))))) სრულებით მართალი ხარ, სწორედ ეგ იყო ჩემი ერთობ კრიტიკული და მწვავე პოსტის მიზეზი :)))))))))))))))))) დიდი მადლობა …

      Reply

  19. ჰეჰე… ვიხალისე. )
    კარგი იყო.😀

    Reply

  20. Posted by jalo on February 17, 2011 at 8:49 am

    პირველ რიგში მინდა ხაზ გავუსვა იმას რომ სიყვარული ყველას და ყველაფერს ჭირდება დაბადებიდან დ არა 40 წლის მერე,ეგ ამერიკელი ფსიქოლეგები ცოტას უყ…ბენ:)მეორე ის რომ იძახი არ აქვს მნიშვნელობა ქალიშვილი იქნება თუ არაო,მისი მორალური მხარეც მაინტერესებსო,ოღონდ ათას ყლ….ზე გადამხტარი არ უნდ აიყოსო:Dცოლათ რომ მოიყვან მიდი და ეძიე ათას ყლ…ზე გადახტა ,40ზე თუ 2ზე :D:D:D.საერთოდ რა ამ თემაზე საქართველოში ყოველთვის ორი აზრი იქნება.მე არც იმას ვიძახი რო გინდა თუ არა ქალიშვილი უნდა იყოს თქო, ჩემი აზრით ყვლაფერი ერთ კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული,შეიძლება ისე შეგიყვარდეს ან ისეთი რაღაც დაგემართოს რომ მთლიანად შეგეცვალოს შეხედულებები,გადაგიფასდეს ფასეულობები,ბევრი ვიცი ახალგაზრდა ბიჭი რო არა ქალიშვილი კი არა ბოზი მოუყვანიათ ცოლათ,და კიდევ ბევრი ისეთი ქალიშვილი ვიცი რო ბოზებზე უარესი ბოზები არიან ისეთ რაგაცეებს აკეთებენ.ესაა ჩემი კომენტარი:)NIKAGDA NE GAVARI NIKADGA!!!

    Reply

    • მადლოა კომენტარისთვის, მოკლეთ გაგცემ პასუხს შენს შეკითხვაზე, პირადად მე ყუოველთვის მარტივად გავარჩევ თუ რამდენ ყ…ზე გადახტა ქალი გათხოვებამდე…🙂

      Reply

  21. Posted by jalo on February 18, 2011 at 9:34 am

    ქალი უნდა მოგვეწონოს თავის შინაგანი სამყაროთი,მანერებით,გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა,კიდევ ათასი წვრილმანია გააჩნია ვის როგორ და არ უნდა ვუზომავდეთ საშოს ზომას,და ამით არ უნდა მოგვწონდეს ქალი:D:D:Dთუ სიყვარულზეა ლაპარაკი რათქმაუნდა.და საერთოდ არ დაგვავიწყდეს რომ მართლმაიდებლები ვართ!

    Reply

  22. პირველ აბზაცს (ვალენტინობაზე) ვეთანხმები. დანარჩენ აბზაცებზე ვიხალისე :)ოი, ისევ ეს ქალიშვილობის თემა!🙂

    ერთი აბზაციც დაგემატებინა: უსაფრთხო სექსზე და თავდაცვაზე, და სრულყოფილი პოსტი იქნებოდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი ზემოთხსენებული უცხო ხილია და იქნებ თვალიც გაახილონ.

    Reply

  23. Posted by TeTnuldi on February 28, 2011 at 12:01 pm

    შპს..ამორძალი” გთავაზობთ ყველა აწუწუნებული ქალების პრობლემების მოგვარებას.. ნებისმიერი სახის სამაგიეროს გადახდით.. გამომეხმაურეთ, მათი ,, სინსილა,, ბეწვზე ჰკიდია:)))))))))))

    Reply

  24. რავიცი არ დავკირვებივარ😀

    ალბათ მართლა ეგრეა = )) მომვალაში დავაკვირდები😀

    Reply

  25. mainc ver gamovitane saboloo azri =/

    Reply

  26. Posted by tengomengo on June 6, 2011 at 12:24 pm

    ჰა ჰა ჰაა საღოლ ძმაო მაგარია რო ვკითხულობდი მაგარი ვიკაიფე მაგრამ მერე რო დავფიქრდი და კომენტარებსაც გადავავლე თვალი დავუგრუზესავით რადგან ეს მწარე რეალობაა : ( ჩემი აზრით მხოლოდ იმიტომ ინახო თავი რო მერე ვიგაც ბანჯგვლიან კაცს მისცე რომელიც ქმარი იქნება :d და სავარაუდოდ არც გეყვარება და მხოლოდ იმიტომ ხარ მისი ცოლი რო უკვე მიაღწიე 40 წელს და უკვე თავს უნდა უშველო ისე რო არ დარჩე :D:D მაგას არ ჯიბია დატკბე მასთან ვინც გიყვარს არ “აწუწუნო” სექსზე და არ დაუსიო ყოვედღე ყვერები ზასაობისგან : ))

    Reply

  27. rodis ifiqrebs yvela qartveli mamakaci ase… ara da tqven rasac ambobt, bolomde martali xart. mat rom kitxo apks ufrtxildebian da iset ragaceebs aketeben, rom… qartvelebis 70%-s fsiqologi unda, an fsiqiatri😀

    Reply

  28. ar shegidzliat tqveni facebookis misamarti datovot aq? mec momavali eqimi var, samedicnoze vswavlob🙂

    Reply

  29. Posted by busuna on November 15, 2011 at 1:23 pm

    ise arian mamakacebi,romlebic izaxian,rom titkos ar akvt probleba am sakitxtan,magram sakmesakmeze romidgeba colad arakalishvili gogos mokvanaze uars acxadeben.magaze ra azris xart?

    Reply

  30. Posted by ქალიკელი on December 4, 2011 at 5:26 pm

    ოოო, შენ დიდი მომავალი გელოდება…

    Reply

  31. Posted by teresa on January 31, 2013 at 4:07 am

    I enjoyed your blog immensely! 🙂 rodis unda daubrunde blogging speros?!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: