რა არის ორგაზმი?!


ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი უმეტესობა ჩვენგანმა იცის. ისიც ვიცით, რომ ორგაზმი უკავშირდება რამდენიმე წამიან ფსიქო-ემოციურ და ამავე დროს ფიზიკურ სიამოვნებას. როგორც წესი ორგაზმით გვირგვინდება სექსუალური აქტი. თიმცაღა სექსუალური აქტის გარდა იგი შეიძლება განვიცადოთ: მასტურბაციის დროს, სხეულის ეროგენული ადგილების გაღიზიანებით და აგრეთვე ძილის მომენტში ეროტიკული სიზმრის ნახვის შემთხვევაში.

ორგაზმი კაცობრიობის დასაბამიდან, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და არც არასოდეს დაკარგავს რადგან ადამიანის მოდგმას ძლიერ იზიდავს ფიზიკური და ემოციური სიამოვნების განცდა. ორგაზმი კი სწორედ ასეთი სიამოვნების გვირგვინად არის მიჩნეული. ამ შეგრძნების შესახებ უამრავი მასალა მოიპოვება ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ ჩანაწერებში, გარდა ამისა არაერთ მწერალსა თუ პოეტს ეს შეგრძნება ხატოვნად აქვს ასახული საკუთარ ნაწარმოებში და მაინც რა არის ეს ზე-ნეტარებით აღსავსე შეგრძნება და რა რთული ფიზიოლოგიურ-ანატომიური თავისებურებები დგას ამ რამდენიმე წამიანი სიამოვნების მიღმა. შევეცდები უფრო ვრცლად ამის შესახებ პოსტში მოგახსენოთ.

ო რ გ ა ზ მ ი –ეს არის ადამიანის სქესობრივი პასუხის ციკლი. იგი წარმოადგენს სექსუალური აგზნების კულმინაციას, რაც დაკავშირებულია სიამოვნების და დაკმაყოფილების ძლიერ გრძნობასთან. ორგაზმი როგორც წესი მიიღწევა ეროგენული ზონების და სასქესო ორგანოების მექანიკური სტიმულაციის შედეგად. სქესობრივი კავშირის, ორალური სექსის, ანალური სექსის და მასტურბაციის დროს. ზოგიერთმა ორგაზმი შეიძლება განიცადოს, ძლიერი სექსუალური აგზნების დროს ყოველგავრი მექანიკური სტიმულაციის გარეშე. როგორც კაცებმა ასევე ქალებმა ორგაზმი შეიძლება განიცადონ ძილის მომენტში.

მამაკაცებში ორგაზმს, როგორც წესი თან ახლავს ეაკულაცია. ამ მოვლენას ჰქვია პოლუცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა მამაკაცის სასქესო ორგანოდან. ორგაზმი-ეს არის ცვლილებათა უმაღლესი ფაზა, რომელიც ადამიანს უნვითარდება სქესობრივი პასუხის ციკლში.

ო რ გ ა ზ მ ი ს     ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ა

ორგაზმის დროს აღინიშნება სუნთქვის გახშირება, გულის შეკუმშვის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს 180-მდე 1 წუთში, საგრძნობლად იმატებს არტერიული წნევა. გულის მუშაობის ასეთი რეჟიმი, შეგვიძლია შევადაროთ ექსტრემალურ ფიზიკურ დატვირთვას. ორგაზმის დროს ხშირია გულმკერდის და სახის კანის გაწითლება.

მამაკაცებში-ორგაზმს თან ახლავს, რითმული კუნთოვანი შეკუმშვები, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში და როგორც წესი მას მოჰყვება ეაკულაცია ანუ სპერმის ამოფრქვევა მამაკაცის ასოდან.

ქალებში-ორგაზმის ფიზიოლოგიურ საწყისს წარმოადგენს საშოს და ანალური ხვრელის ირგვლივ მდებარე კუნთოვანი ქსოვიილების რითმული შეკუმშვა. შეკუმშვებს შორის ინტერვალი შეადგენს 0,8 წამს და შეკუმშვათა რაოდენობა მერყეობს 3-დან 20-მდე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას განმეორებითი ირგაზმი, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა სქესობრივ კავსირებს შორის. ეს დრო ინდივიდუალურია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე და უფრო მეტიც.

გამოკვლევების თანახმად, მოზარდი ბიჭები და გოგონები, პირველ ორგაზმს განიცდიან 13-15 წლის ასაკში, ძირითადად მასტურბაციის შედეგად. თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც 6 წლის ბიჭმა ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესის დროს განიცადა ორგაზმიშტვის დამახასიათებელი კუნთოვანი ქსოვილის რიტმული შეკუმშვები, რასაც რათქმაუნდა სპერმის ამოფრქვევა არ მოჰყვა მისი არარსებობის გამო.

ქალთა  ორგაზმის  ფიზიოლოგიის  თავისებურებანი

გინეკოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ კლიტორის ის ნაწილი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, წარმოადგენს ამ ორგანოს ანუ კლიტორის მცირე ნაწილს, ხოლო მისი უმეტესი ნაწილი მოთავსებულია ქსოვილოვან სისქეში და არ ჩანს. კლიტორის სხეული იყოფა ორ ე.წ. მარჯვენა და მარცხენა ფეხად. ორივე ფეხი გადის მცირე სასქესო ბაგეებზე, აქვეა თავმოყრილი უამრავი ნერვული დაბოლოება.

1. ბოქვენი.   2.კლიტორის “კაპიშონი”.   3. კლიტორის სხეული.  4. მცირე სასქესო ბაგე.  5.დიდი სასქესო ბაგე.  6.შარდსადენი.  7.ვაგინა.  8. ანუსი…

 

მ ა მ ა კ ა ც თ ა   ო რ გ ა ზ მ ი ს   ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი ი ს     თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ე ბ ა ნ ი

მამაკაცთა შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა. არ არის საჭირო რაიმე სპეციალური მეთოდიკა, ანუ ორგაზმის მიღწევა ხორციელდება მამაკაცის ასოს კანის გარეგანი სტიმულაციით ასოს სხეულზე და მის თავზე. ასოს თავში თავმოყრილია უამრავი ნერვული დაბოლოებია, სწორედ ამიტომარის იგი ძლიერ მგრძნობიარე შეხების მიმართ. ორგაზმს რათქმაუნდა თან სდევს ეაკულაცია. მამაკაცის ორგაზმის სისწრაფე დამოკიდებულია სექსუალური აქტის ხანგრძლივობაზე, იმაზე თუ როდის მოხდა ბოლო სექსუალური აქტი. რაც უფრო დიდი დროა გასული სექსუალური აქტიდან, მით უფრო მალე ხდება ორგაზმი და ეაკულაცია, ანუ სპერმისა და პროსტატის სითხის ამოფრქვევა ასოდან.

ს უ ბ ი ე ქ ტ უ რ ი   გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

როგორც წესი, მამაკაცებში, ორგაზმი ხანმოკლედ გრძელდება. სასიამოვნო შეგრძნება პიკს, მალე აღწევს და მალევე ქრება. რაც შეეხება ქალებს, იმ შემთხვევაში, თუ ქალმა საერთოდ მიაღწია ორგაზმს, იგი მამაკაცთან შედარებით უფრო ხანგრძლივია. ქალის ორგაზმის ხანგრძლივობამ შესაძლოა მიაღწიოს 30-60 წამს და ზოგჯერ უფრო მეტსაც, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. როდესაც ქალი განიცდის ორგაზმს, თავდაპირველად იგი გრძნობს შებოჭვის მსგავს შეგრძნებას მცირე მენჯის არეში, რასაც მოჰყვება, ძლიერი ბიძგისებური შეგრძნება კლიტორში და საშოს შიდა ნაწილში, საბოლოოდ კი ხდება სითბოს გამოყოყოფა და ტემპერატურის მატება რაც ვრცელდება მთელს ორგანიზმში. სითბოს გავრცეებას, თან ახლავს საშოს კუნტოვანი ქსოვილის უკონტროლო რიტმული შეკუმშვა.

ო რ გ ა ზ მ ი ს   ტ ი პ ე ბ ი

ქალების შემთხევვაში, ორგაზმი პირობითად დაყოფილია სამ ტიპად: 1.კლიტორული, 2.ვაგინალური და 3. საშვილოსნოს მხრივი. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, მამაკაცთა ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია ანუ სპერმის და პროსტატის სითხის ამოფრქვევა, ქალების შემთხვევაში კი გამოიყოფა სპეციფიური მცირედ ლორწოვანი სითხე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ორგაზმის აბსოლუტური სიზუზტით განმარტება დღეისათვის არ არსებობს, არსებული კვლევებით დასტურდება ის ფაქტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი ერთია, ორგაზმი წარმოდაგენს სიამოვნების მწვერვალს, რომლისკენაც გვიბიძგებს სექსუალური აგზნება.

ვისაც ეს შეგრძნება ჯერ არ გამოგიცდიათ, იცოდეთ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით… :))






Advertisements

27 responses to this post.

  1. სიამოვნება კიარადა, ფოტოს დანახვისას სულ დაკვარგე ყველაფრის სურვილი ;დ

    პასუხი

  2. 😀 ე. წ. ნეტარყუჩობა იგივე ორგაზმი მხოლოდ სექსთან და მასტურბაციასთან არ არის დაკავშირებული, ის შეიძლება გამოიწვიოს ასევე უეცარმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ (დიდმა სიხარულმა და ასევე ნერვიულობამ, შიშმა) მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეაკულაციის გარეშე 😀 ანუ ჩემო კახაბერ მაგარი პოსტია 😀 😀

    პასუხი

  3. ფოტო ქაშმარრრრრრრრრრრ!

    ყველაფერი ყველაფერი და, აქ ის არ წერია, რომ ქალს შეუძლია რამდენიმე ორგაზმი ჰქონდეს ზედიზედ, ოღონდ სხვადასხვა ტიპის – კლიტორული, საშოსმიერი და ვაგინალური (თუ, რათქმაუნდა, საერთოდ მიაღწევინა მამაკაცმა ორგაზმამდე და კურდღელივით არ მიაიმასქნა!)

    :))))))))))))))))))

    პასუხი

  4. დრო უნდ აგამოვნახო და ყურადღებით წავიკითხო

    ფოტო-კომენტი–უფ უარესებბიც მინახავს :მეან-გინეკოლოგისკომენტარი:

    პასუხი

  5. უი სექსები, ორგაზმები და გასხმები შენთანაც აქტუალური ყოფილა :)))))))))

    პასუხი

  6. და რამაინტერესებს რანდებ ხანში აღწევს კაცი დაახლოებით ორგაზმს რამდენ ხანში ასხავს ასე რომ ვთქვათ.. :))

    პასუხი

    • თქვენს შეკითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული 🙂

      პასუხი

    • ეგ ჯერ მარტო იმაზრა დამოკიდებული კაცს რამდენად მოსწონს ქალი
      მერე იმაზე რამდენად “გამძლეა და რისი ტრაკი აქვს”
      და მესამეს მხრივ კაცს შეუძლია 1 წუთიდან 1 საათამდე არ “გაასხას” სტატისტიკას თუ შევხედავთ 🙂

      პასუხი

  7. sainteresoa…da vinc atashi ertxel agcevs orgazms mat ra knan?(kalebs vgulisxmob)

    პასუხი

  8. ukacravad mainteresebs zemotxsenebul moulodnelma orgazmma sheidzleba qalishvilobis dakargva rom gamoiwvios???

    პასუხი

  9. anu me seqsis gareshe orgazms vidzaxi…

    პასუხი

  10. ra aris mizezi qalis shemtxvevashi uorgazmobisa

    პასუხი

  11. amas qalishviloba xom dakarguli aqvs
    ?

    პასუხი

  12. roca oradamians didi sikvaruli da vneba akavshirebt.magram qali kvela pozashi verganizdis orgazms/mxolod mashin rodesac zemodanaris ra sheidleba urchiot

    პასუხი

  13. Posted by TFromJungle on მაისი 22, 2012 at 7:44 PM

    კახა ახლა სიცილით ვსკდები, რადგან გამახსენა ბავშვობაში რაღაც თამაშს ვთამაშობდით, სადაც შენ სიტყვა პოლუცია ახსენე, რომლის მნიშვნელობა მაშინ არ ვიცოდი და ფიზკულტურის კაც მასწავლებელთაან გამაგზავნე მისი განმარტების მისაღებად :D:D:D:D საბედნიეროდ მანამდე დედაჩემს ვკითხე :D:D:D

    პასუხი

  14. ra mainteresebs qali tavisit ramden xanshi atavebs?

    პასუხი

  15. Posted by 111111111111 on მარტი 23, 2013 at 1:10 PM

    ვერ გავიგე რა არის ამ ფოტოზე ისეთი რომ ასე გეშინიათ 😀
    არაფერი ცუდი არაა )

    პასუხი

  16. მაგრათ სრულდება სტატია :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

    პასუხი

  17. Posted by გელა on იანვარი 21, 2014 at 9:45 PM

    ცუდი კი არა ასეთი დახვეწილი და ლამაზი არაფერი აქვს ქალს! ❤

    პასუხი

  18. Posted by headhunter on ივლისი 17, 2014 at 4:48 PM

    უკაცრავად რა მაინტერესებს როგორც კაცებს ასევე გოგოებსაც მოსდით ჩათავებისას რამე სითხე??

    პასუხი

    • :))) ქალები ორგაზმის დროს განიცდიან მოჭარბებულ ლუბრიკაციას ვაგინაში, გამოყოფენ გამჭვირვალე ბლანტ სითხეს, თუმცა ზოგი ქალი საერთოდ არ გამოყოფს, ინდივიდუალურია. 🙂

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: