მსოფლიოს გასაიდუმლოებული ორგანიზაციების TOP-ათეული…


ყველა ჩვენგანს გვსმენია გამოთქმა: “აკრძალული ხილი ტკბილია”. ეს გამოთქმა ჯერ კიდევ ადამ და ევას დროს უკავშირდება, თუმცა არც დღევანდელ დღეს კარგავს აქტუალობას. დღეისათვის უამრავი საიდუმლო არსებობს მსოფლიოში რაზეც უბრალო მოკვდავთ ხელი არ მიუწვდებათ, სწორედ ეს ამძაფრებს მათდამი ინტერესს და მიუხედავდა იმისა, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ცალკეული ადამიანებისთვის საინტერესო შესაძლოა არც კი იყოს, ის ფაქტი რომ მას “გრიფით საიდუმლო” ადევს ძლიერ მიმზიდველს ხდის.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ, მსოფლიოში არსებული გასაიდუმლოებული ადგილების TOP-ათეული…

1. შუამთიანეთი

ეს ადგილი მდებარეობს ბიშკეკში კერძოდ კი ურალის მთიან რეგიონში “იამანტაუს” მთის ძირში. მას უწოდებენ  შუამთიანეთის დახურულ ზონას . ადრე მასე ერქვა “ბლორეცკ-16”. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის მშენებლობები მიმდინარეობს  აღნიშნულ რეგიონში არავინ იცის, რათქმაუნდა არც ამ რეგიონის მცხოვრებლებმა. ამიტომ უამრავი მოარული ხმა დადის ამის შესახებ. არსებობს ვერსია, რომ იქ ხდება ურანის დამუშავება და თავად ეს ადგილი წარმოადგენს გიგნატურ ბუნკერს რომელიც ამოქმედდება ატომური ომის დაწყების შემთხვევაში. ამ მშენებლობის შესახებ ცნობილი გახდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ობიექტი დაფიქსირდა აშშ-ს თანამგაზვრიდან გადაღებულ ფოტოებზე. რათქმაუნდა შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება ამასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთისგან მიიღო ურთიერთ გამომრიცხავი პასუხები. 90-იანი წლების შუა პერიოდში, აღნიშნული ბაზის მშენებლობა დროებით დაკონსერვდა, თუმცა იგი განახლდა 21 საუკუნის დასაწყსში და ახლაც მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მთიან რეგიონში მიმდინარეობს მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა სრული ინფრასტრუქტურით. ქალაქის გათვლილი იქნება 300 ათასი ადამიანის ცხოვრებაზე 6 თვის განმავლობაში.

2.ვატიკანის არქივები…

ის ფაქტი, რომ არსებობს ვატიკანის მკაცრად გასაიდუმლოებული არქივები, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს,  ის კი მკაცრადაა გასაიდუმლოებული რასაც ეს არქივები ინახავს და მხოლოდ უმცირესი ნაწილია ხელმისაწვდომი გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის. არქივი წარმოადგენს რომის პაპის საკუთრებას.  თავდაპირველად არქივი იყო ბიბლიოთეკის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ  1610 წელს მოხდა მისი დაარქივება და გამოეყო ბიბლიოთეკას. 19 საუკუნის ბოლოსთვის არქივით სარგებლობა ხელმისაწვდომი გახდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ  არქივის ყველა დოკუმენტზე ხელი არავის მიუწვდება და მისი მხოლოდ უმცირესი ნაწილი იქნა გახსნილი. არქივში განთავსებულია 150 ათასამდე ტომი, მათ შორის ინახება უამრავი უნიკალური დოკუმენტი. ისეთი როგორიც არის: მიქელანჯელოს ხელნაწერები, ლეონარდო და-ვინჩის  ნაშრომები და საფრანგეთის მეფის ჰენრიხ-11 პირადი წერილი, რომელშიც იგი რომის პაპს სთხოვს მეუღლ ესთან განქორწინების უფლებას. აღსანიშნავია, რომ  არქივის შენობაში შესვლის უფლება არავის აქვს. შესაძლოა მხოლოდ განაცადის გაკეთება და სასურველ დოკუმენტს სპეციალურ დარბაზში გამოიტანენ, ამის უფლებაც მხოლოდ განსაზღვრული რანგის მეცნიერებს გააცნიათ. პერიოდულად ვატიკანი აქვეყნებს გარკვეულ ინფორმაციას, არქივებიდან მაგალითად: გასულ ზაფხულს მან გამოაქვეყნა მასალები, გალილეო გალილეის სასამართლო პროცესიდან. გარდა ამისა ვატიკანს გამოცემული აქვს უნიკალური წიგნი ტამპლიერების საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიკოსებისთვის წარმოადგენს უნიკალურ ნაშრომს, მაგრამ მისი ღირებულება, ისევე როგორც ინფორმაცია არის ძალიან მაღალი და შედაგენს 8,000 $ აშშ დოლარს.

3. კლუბი 33

ეს კლუბი მდებარეობს აშშ-ს დისნეილენდში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და გასაიდუმლოებულ კლუბს. ეს არის ერთადერთი ადგილი დისნეის სამყაროში სადაც იყიდება ალკოჰოლი. ითვლება, რომ  მისი სახელწოდება გამომდინარეობს მისივე ადგილმდებარეობისაგან , კლუბი მდებარეობს “როაილსთრითის 33”-ში. უოლტ დისნეის გეგმაში ჰქონდა, რომ გაეხსნა დასასვენებელი ადგილი განსაკუთრებულად მაღალი რანგის სტუმრებისათვის. კლუბის წევრებში შედის აშშ-ს პრეზიდენტი და კიდევ უამრავი ცნობილი პიროვნება, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები.

4. მოსკოვის მეტრო

მოსკოვის მიწისქვეშა საკომუნიკციო სისტემაზე მრავალი ლეგენდა დადის. არსებობს ვარაუდი, რომ  მეტროს ხაზი გადაჭიმულია 160 კმ.-ზე და აერთიანებს ქალაქ ჩეხოვს, ვნუკოვოს და დომოდედოვოს. ობიექტს ენიჭება სამხედრო მნიშვნელობა და აქვს სამხედრო სახელწოდება “დ-6”. ოფიციალური ინფორმაცია მის შესახებ რათქმაუნდა არ არსებობს, თუმცა არც არავინ უარყოფს მის არსებობას. სპეციალისტები, რომლებიც მოსკვის მეტროს მშენებლობაში მონაწილეობდნენ ადასტურებენ, რომ დამატებითი საიდუმლო კომუნიკაციები მართლაც არსებობს. ეს სისტემები ერთმანეთს უკავშირებს სამთავრობო ობიექტებს. ისინი განთავსებულია ძირითადი მეტროს ხაზების ზემოთ ან ქვემოთ.

5. ჯენტლმენთა კლუბი “White’s”

კლუბი რომლის სახელიცაა ” თეთრების” წარმოადგენს ინგლისელ ჯენტლმენთა შეკრების ადგილს. თავდაპირველად მას ერქვა “უაიტის შოკოლადის სხლი”. შეკრებილი წევრები ხშირად სვამმდნენ ცხელ შოკოლადს. რაც იმ დროისთვის იშვიათობა იყო. კრებებზე იმართებოდა ვაჭრობები და აუქციონები . ასეთი შეხვედრების დროს იყიდებოდა ინგლისის რომელიმე გზა ან მსხვილი ობიექტები. გარდა ამისა შესაძლო იყო სამეფო თეატრის ბილეთების შეძენაც. “შოკოლადის სახლი” თანდათან ძალიან მოდური გახდა. დღეისათვის კლუბს ჰქვია ” White’s” იგი წარმოდაგენს ინგლისის ყველაზე პრივილეგირებულ და გასაიდუმლოებულ კლუბს მხოლოდ მამაკაცთათვის, კლუბში მანდილოსნების დაშვება თუნდაც სტუმრის რანგში კატეგორიულად იკრძალება. კლუბის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ მოთხოვნებს, იგი უნდა იყოს ინგლისური არისტოკრატული საზოგადოების ან სამეფო ოჯახის წევრი და გარდა ამისა უნდა ფლობდეს სტაჟიანი კლუბის მინიმუმ 2 წევრის რეკომენდაციას.

6. ზონა-51

ეს არის სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნევადას შტატში. ძალიან ბევრი ლეგენდა დადის ამ  ბაზის შესახებ. ერთ-ერთის თანახმად კი ამ ბაზაზე ინახავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, კერძოდ კი უცხოპლანეტელთა ხომალდს. რათქმაუნდა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია რადგან ბაზა უმკაცრესადაა გასაიდუმლოებული. თუმცა ის, რომ ბაზაზე არსებობს ლაბორატორია, რომელიც იკვლევს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს, თავად ამ ბაზის ყოფილი თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი. სამთავრობო სტრუქტურები და “NASA” დაჟინებით უარყოფენ  ზემოთხსენებულ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის აბსურდი და გამიზნულია მხოლოდ პროვოკაციისათვის. თუმცა გასულ წელს ბაზა-51-თან დაკავშირებით გაზეთმა “Los Angeles Times”-გამოაქვეყნა სამხედრო ვეტერანების ომნათხრობი, რომლის თანახმადაც ბაზაზე ხდებოდა მფრინავი ობიექტების გამოცდა, ძირითადად ისეთების, რომელთა მართვაც დისტანციურად პილოტის გარეშეა შესაძლებელი და მათი დაფიქსირება რადარით შეუძლებელი, თავიანთი ფორმით კი უცხოპლანეტელთა ხოლადებს მოგვაგონებენ.

7. ოფისი-39

ბიურო-39 ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურაა კორეაში და მთელს მსოფლიოში. ამ სტრუქტურის თანამშრომლები არიან უმკაცრესი კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ თავად ხელსიუფლების მხრიდან. ოფისი-39-ის ლეგალურ საქმიანობად სახელდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საქმიანობა და გრავიურა. თუმცა 2009 წლის მარტში, ლას-ვეგასში გაიმართა ამ საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინოსნის ჩენ-ჩან-ლუს სასამართლო პროცესი, იგი დაადანაშაულეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ისეთი ქმედებების გამო როგორიცაა: ყალბი ფულადი კუპიურების დამზადება, ფულის გათეთრება შვეიცარიისა და ჩინეთის ბანკებში და აგრეთვე ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობა. გაჩნდა კითხვები თუ რატომ მიესაჯა მას მხოლოდ 12 წელი, როცა პროკურორი 25 წელს მოითხოვდა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს და ეს ინფორმაციაც ისეთივე გასაიდუმლოებულია, როგორიც თავად ოფისი-39.

8. ტაძარი “ისეე”

ეს დიდი ტაძარი მდებარეობს იაპონიაში, ქალაქ ნაგიასთან ახლოს. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან იაპონურ სიწმინდეს. ტაძარი შედგება ორი დიდი კომპლექსისგან: “ნაიკუ” (შიდა) და “გეკუ” (კოსმიური) და გარშემორტყმულია ასამდე პატარა საყდრით. ტაძრის შიდა მხარე ეძღვნება მზის ქალღმერთ ამატერასუს . ითვლება, რომ ტაძარი აშენდა 2 ათასი წლის წინ იაპონიის იმპერატორის და მისი ოჯახის საპატივცემულოდ. ამ ტაძრის გამოყენება ხდება რომელიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს. მაგალითად როგორიც არის ახალი იმპერატორის ინაუგურაცია.

9. მთიანი რეგიონი სახელწოდებით “სასწრაფო საოპერაციაო ცენტრი”

ეს ადგილი მდებარეობს აშშ-ში. არის უმკაცრესად გასაიდუმლოებული და პირადი სურვილის გამო არ მსურს ამ ბაზასთან დაკავშირებით ინფორმაცია დავდო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბაზაში მუშაობს 200 ადამიანი და ბაზის საქმიანობა დაკავშირებულია ფედერალურ ბიუროსთან. (სურათს არ ვდებ შეგნებულად) იგი წარმოადგენს #1 TOP-საიდუმლო ორგანიზაციას.

10. სამხედრო ბაზა “RAF  Menwith Hill”

ეს არის დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გასაიდუმლოებული ბაზა. ამ ბაზას უდიდეს მნიშვნელობა ჰქონდა  ე.წ. “ცივი ომის” პერიოდში, სწორედ მისი საშუალებით ხდებოდა CCCP ვარშავის მოლაპარაკების ჯგუფის წევრი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო კავშირების თვალთვალი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება. ცნობილია, რომ ბაზა ანხორციელებდა დახურული სატელეფონი კავშირების მოსმენას, უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ბაზის მეთოდების გამოყენებით შეიქმნა საძიებო სისტემები ინტერნეტში, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურად. დღევანდელ დღეს ბაზა კვლავ აგრძელებს აქტიურ მოქმედებას და მისი საქამიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია.

5 responses to this post.

  1. საინტერესოაააააა :)) მომეწონა…
    9. მთიანი რეგიონი სახელწოდებით “სასწრაფო საოპერაციაო ცენტრი” – დამაინტრიგა :)))))

    Reply

  2. vaxamdeni info ertbashad bevri xom ar aris chemtvis?😀

    Reply

  3. Posted by anna on December 18, 2010 at 8:29 am

    კახა, ჯაშუში ხარ?:დ

    Reply

  4. Posted by Elenne Tatishvilli on September 20, 2012 at 9:38 am

    გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავმჯდომარე.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: