რატომ უნდა გიხაროდეთ, რომ დაიბადეთ საქართველოში და არა ირანში…


დადგა დრო, რომ ჩემი უკვე რიგით მეორე “პოსტი” შემოგთავაზოთ. პირველრგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი თავი პოლიტიკურ ადამიანად არასოდეს მიმაჩნდა, მაგრა ასაკის მატებასთან ერთად ვგრძნობ, რომ პოლიტიკისკენ ვიხრები🙂 უფრო მეტად კი ადამიანთა უფლებების დარღვევის დროს მიმძაფრდება ემოციები…

სტატიის სათაური, როცა წაიკითხეთ ბუნებრივია ალბათ გაგიჩნდათ აზრი რა შუაშია ირანი და ალბათ უმეტესობა თქვენგანი ნამდვილად ბედნიერია, რომ საქართველოსში დაიბადა, მაგრა სათაურის მოტივაცია ასეთია: ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდისგან მომისმენია ფრაზა :“ერთხელ გაჩნდე და ისიც საქართველოში?” არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ ამ ფრაზის გამოყენებისთვის, უფრო მეტიც პირადად მეც მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობის გამო არაერთხელ გამომიყენებია და სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო არ ვცხოვრობ დღეს საქართველოში, მაგრამ  საქმე იმაშია, რომ ზემო-აღნიშნული ფრაზის გამოყენების დროს ხშირ შემთხვევაში არ აკონკრეტებენ სად სურთ რომ დაბადებულიყვნენ? რათქმაუნდა ეს უსიტყვოდაც ნათელია, ფრაზის უკან დგას ევროპის რომელიმე მაღალ-განვითარებული ქვეყანა ან ამერიკა, მაგრამ ხომ არ დაგვავიწყდა აზია? მითუმეტეს მაშინ, როდესაც აზიის ქვეყნები საქართველოსთან ტერიტორიულად უფრო ახლოსაა ვიდრე ევროპა და ამერიკა, ხოდა სწორედ საქართველოდან სულ რაღაც 618 კმ. დაშორებული ქვეყნის ისლამური რესპუბლიკის ირანის შესახებ მსურს  საკუთარი აზრის დაფიქსირება.

სულ ახლახანს საქართველოს მთავრობამ გვამცნო, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი გაუქმებულია მალე პირდაპირი ფრენები დაინიშნება თბილისი-თეირანის მიმართულებით, შესაძლოა უკვე დაინიშნა, კიდეც ამიტომ რადგანაც იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, ვისაც მოგზაურობა ძალიან უყვარს დავინტერესდი თუ რისი ნახვა შეიძლება ირანის მონახულების დროს, რათქმაუნდა მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე ინფორმაციის მოძიება, სიმართლე გითხრათ წინასწარვე ვიცოდი, რომ ბევრ საინტერესოს ვერაფერს მივაკვლევდი ღირსშესანიშნაობების მხრივ, რაშიც დავრწმუნდი კიდეც, თეირანში არც ისე ბევრი ადგილია რისი ნახვაც შეიძლება და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მკაცრი ისლამური ტრადიციების გამო რესტორნები და ბარები აკრძალულია, ქალაქში მხოლოდ ე.წ. სასადილოებს თუ შეხვდებით, რომელიც მზის ჩასვლამდე იკეტება… მოკლედ ტურისტული თვალსაზრისით ამ ქვეყნის ღირებულება ჩემთვის პირადად “0” უტოლდება, სწორედ ამ კვლევა-ძიების მომენტში, რომ ვიყავი ერთ-ერთმა გვერდმა გადამისროლა ბმულზე სადაც საუბარი ეხება ირანის უმკაცრეს ისლამურ “მართლმსაჯულებას”- სტატიის წაკითხვის შემდეგ არათუ ამოვიგდე ირანის შესახებ ინტერესი თავიდან, არამედ სურვილი გამიჩნდა, რომ ამ ქვეყნის არსებობა არც კი ვიცოდე, თუ რატომ აგიხსნით და შემდეგ თავად განსაჯეთ, აგრეთვე თქვენთვის მომინდვია ზემოთხსენებული სიტყვის “მართლმსაჯულების”-განსჯაც, ვინაიდან რაც ამ კითხით ირანში ხდება ეს არის 21-ეე საუკუნის ბარბაროსობის კლასიკური მაგალითი.

ჩემთვის ის ფაქტი, რომ ირანში სიკვდილით დასჯა დღემდე არსებობს ახალი არ ყოფილა, მაგრამ ის კი ნამდვილად სიახლე იყო, რომ სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ ფორმად იყენებენ “ქვებით ჩაქოლვას”… ყველაზე მეტად რამაც აღმაშფოთა გახლავთ ის ფაქტი, რომ სიკვიდლით სჯიან როგორც ქალებს, აგრეთვე არასრულწლოვან ბავშვებს აღარაფერს ვამბობ მამაკაცებზე ანუ 18 წლამდე ასაკის ბავშვი, უპრობლემოდ შეიძლება აღმოჩნდეს სახრჩობელაზე ან ჩაიქოლოს ბარბაროსების მიერ…  ჩემთვის პირადად არ არსებობს დანაშაული რისთვისაც უნდა მოხდეს ადამიანის სიკვდილით დასჯა ანუ ცნება “სისხლი, სიხლის წილ” პირადად ჩემთვის მიუღებელია, სიცოცხლის ბოლოდე პატიმრობა სავსებით საკამრისია, მაგრამ როგორც სჩანს ირანში ასე არ ფიქრობენ უფრო მეტიც, მათ ისეთი მიზეზის გამო, როგორიც მეუღლის ღალატია ქვებით უპრობლემოდ ჩაქოლავენ ადამიანს, მეტი ბარბაროსობა რაღა უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარი ნააზრების წერა, რომ არ გამომივიდეს, ადმიანის უფლებათა ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებ, ქვემოთ ჩაქოლვის საშინელ კადრებს მივამაგრებ ფოტო-მასალის სახით და ქრონოლოგიურად გადმოგცემთ რამდენი ადამიანი ჩაქოლეს 1983 წლიდან დღემდე…

დავიწყებ იქიდან , რომ ოფიციალურად ეს ბარბაროსული კანონი 1983 წლიდან ფუნქციონირებს ე.წ. ირანის მართლმსაჯულებაში , თუმცა ოფიციალურად ცნობილია, რომ კანონის  შემოღებამდე 1980 წელს 10 ადამიანი იქნა დასჯილი ჩაქოლვით, საინტერესოა, ვინ  გასცა ამის განკარგულება, ალბათ თავად იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ უბიძგა მთავრობას მისი შემოღებისკენ … ვაგრძელებ: 1983 წლიდან 2002 წლამდე მონაცემები არ ქვეყნდება, მაგრამ ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენს ჩაქოლავდნენ  19 წლის მანძილზე. 2002 წელს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევით გადაწყდა, რომ  კანონი გაუქმებულიყო, კანონის გაუქმების კანონ-პროექტი გაიტანეს განსახილველად  და თითქოს გააუქმეს კიდეც , მაგრამ 2003 წელს 8 ადამიანი კიდევ ჩაქოლეს… ვერც აქ ვერ დავადგინე რატომ, ანუ რა აზრი აქვს კანონის გაუქმებას თუ ისევ აგრძელებენ მის გამოყენებას, ამის შემდეგ 2008 წელს კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტს კანონის აკრძალვის მოთხოვნით, თუმცა 2008-2009 წლებში 15 ადამიანს კვლავ სასტიკად გაუსცორდნენ, 2009 წლის ბოლოს, კვლავ გადაწყვიტეს, რომ კანონი გაუქმდა, მაგრამ გადაწყვეტილების შემდეგ 1 კაცი კიდევ ჩაქოლეს, მებადება კითხვა მოსამართლეები გონებრივად ყავთ დაავადებულები, თუ პარლამენტის გადაწყვეტილებები მათ ყურამდე არ მიდის.. როგორც წყარო იუწყება  კიდევ არაერთი ირანელი სიკვდილ-მისჯილი ელოდება სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას  ჩაქოლვის გზით მაშინ როცა ოფიციალურად ეს კანონი გაუქმებულია… იგივე წყაროს ინფორმაციით  1997-2005 წლებში როდესაც ირანის სათავეში მოვიდა ე.წ. რეფორმატორი პრეზიდენტი  მოჰამედ ხატამი  ჩაქოლეს 28 ადამიანი, ხოლო 2005-2010 წლებში ანუ დღევანდელ დღემდე როდესა ქვეყანას სათავეში უდგას პრეზიდენტი  აჰმადინეჯადი, 31 ადამიანს მიუსაჯეს ჩაქოლვა, მათგან ჯერ მხოლოდ 8 დასაჯეს , დანარჩენი ალბათ ელოდება…

მართალია პოსტი ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ მაინც მსურს ზოგადად ავხსნა თავად ჩაქოლვის მეთოდი, ანუ აქაც სპეციალური წესები მოქმედებს: სიკვდილ-მისჯილი გაყავთ მდელოზე, თხრიან ორმოს იმისდა მიხედვით ქალს სჯიან ტუ კაცს, ანუ თუ ქალს ქოლავენ მაშინ ორმოს ამოთხრიან ისე, რომ სიკვდილ-მისჯილი მასში მოათავსონ მკერდამდე, მკერდის ზედა ნაწილი კი, ანუ თავი და მხრები განკითვნილია იმისათვის, რომ მსხვერპლის ირგვლივ თავშეყრილმა ბარბაროსებმა საშუალო ზომის ქვები დაუშინონ ქალს, გებადებათ ალბათ კითხვა, რატომ საშუალო ზომის? პასუხი ასეთია, იმტომ, რომ ნელა და მაქსიმალური ტანჯვით მოკვედს ადამიანი და რისთვის? არაფრისთვის, მან ქმარს უღალატა ან პირიქით, ქმარმა უღალატა ცოლს, რაც შეეხება იმას თუ კაცი ყავთ დასასჯელი, ამ შემთხვევაში ორმოს თხირან ისე რომ მამაკაცი, წელამდე ჩასვან შიგნით, ხოლო წელს ზევით ნაწილი ნადგურდება ქვებით… ამ ყველაფერს, რომ ვკითხულობდი, რათქმაუნდა ცუდი განცდა დამეუფლა, მაგრამ ყველაზე მეტად იმ დეტალმა გამაოგნა სადაც ეწერა, რომ თუ სიკვდილ-მისჯილი, როგორმე მოახერხებს და თავს დაიძვრენს ორმოდან მაშინ ის თავისუფალია და შეუძლია თავს უშველოს, წარმოიდგინეთ რამხელა ცინიზმია, სიტყვები არ მოიპოვება რომ ეს გადმოვცე, რომელი ადამიანი მოახერხებს, თავის დახსნას, მაშინ, როდესაც ნახევრად მიწა აყრია და თან ქვებს უშენენ თუ არადა წარმოიდგინეთ რომ მოახერხოს და ამოძვრეს ორმოდან შეიძლება, რომ გადარჩეს, გადასარევი გართობა მოიგონეს ირანელებმა, ამას გართობას და თამაშს დავარქმევ და მახსენდება, ერთ-ერთი ტელევიზიის ტელე-ეთერით გადიოდა სპორტული თამაში “ბოიარის ციხესიმაგრე” სადაც უამრავი დაბრკოლების გადალახვით  თამაშის მონაწილეს უნდა შეესრულებინა სხვადასხვა რთული  დავალებები, რაც შეეხება ირანს, იმ თამაშით, რომელსაც “ჩაქოლვა” ჰქვია თავს იქცევს იქაურ ბარბაროსთა ხროვა… აქვე მივამაგრებ სურათებს:ამ სურათზე კარგად ჩნას, ვიღაც უბედურის ხელი, რომელმაც თამაშის თანახმად, ვერ მოახერხა ორმოდან ამოძრომა…

ძალიან  მძიმე კადრებით ვამთავრებ პოსტის წერას, ვიმედოვნებ, რომ როგორმე წერტილს დაუსვამენ ამ ბარბაროსობას, მაგრამ მანამდე, მინდა სტატიის დასაწყისში მოყვანილ ჩემივე ციტატას დავუბრუნდე, რომელიც გამონათქვამს ” ე რ თ ხ ე ლ    გ ა ჩ  ნ დ ე   და  ი ს ი ც   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი” ეხებოდა, ახალგაზრდებო, სანამ მსგავს ფრაზას გამოიყენებთ  კარგად დაფიქრდით სად გაჩენას ისურვებდით და თუ არ დააკონკრეტებთ ის მაინც დააყოლეთ ოღონდ არა ი რ ა ნ შ ი ………..

9 responses to this post.

  1. Posted by dato darbaidze on November 15, 2010 at 5:20 am

    me ar vapireb wakitxvas ar minda davigruzo :))) GL

    Reply

    • კარგი მაშინ როცა “დაგრუზვის” განწყობა გექნება, შემოიარე🙂

      Reply

      • Posted by anna on November 15, 2010 at 9:22 am

        me dilit ukve movaswari dagruzva da rac sheexeba tviton posts ,da am temas, chasaqolebi chveni politikosebi arian, savizo rejims rom auqmeben da upriani iqneboda, swored magatit daewyot qolvebis axali seria iranelebs😀 aegre ra😀

  2. საშინელება და მართლა ბარბაროსობა, ამაზრზენია😦 არა არა მართლა მიხარია რომ ქართველი ვარ რააა😀😀😀

    Reply

  3. Posted by ნინი GEORGIA on December 12, 2010 at 10:19 am

    :გაოგნებულისმაილი:
    ვაააააააააააააააააააააააიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიმე!
    ეს რა მარაზმია. საშინელებაა, ღმერთო ჩემო, ესეთი რამ რატომ ხდება… ჩემამადე არ დადის როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის დამარხვა და მერე ქვებით ჩაქოლვა.. რა სადიზმიაა. არა არ მჯერა.. ფუიი მაგათი! :|O:O:O:O:O:O:O

    Reply

  4. […] ვიცოხვროო, აქ კი ჩემი სეხნიას ერთერთი საინტერესო პოსტი გამახსენდა და ვაჩვენე მაგრამ პასუხი […]

    Reply

  5. erti magati muslimani deda movtyan shavgvrmani tatrebi mejavrebian eg trakis xvrelibi

    Reply

  6. […] ვიცოხვროო, აქ კი ჩემი სეხნიას ერთერთი საინტერესო პოსტი გამახსენდა და ვაჩვენე მაგრამ პასუხი […]

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: